სარჩევი
მაგიდის თამაშები
ლამბდა გეიმსი (ჯოკერი)
„ჯოკერი“ წარმოადგენს თამაშობას, რომელშიც თამაშიც შესაძლებელია ორ რეჟიმში: ჩვეულებრივი ჯოკერი, სპინ ჯოკერი.
ჯოკერი:
კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს ჯოკრის მაქსიმალურად დაცულ ვერსიას, რისი საშუალებითაც მოთამაშე დაცულია არაკეთილსინდისიერი შეთანხმებული თამაშისგან, რომლის შედეგადაც მოთამაშეები ძალაუნებურად აგებენ. ჯოკრის სათამაშოდ მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს სასურველი პარამეტრების მქონე მაგიდა და დაელოდოს ამ მაგიდაზე 4 მოთამაშის შევსებას, რის შემდეგაც თამაში ავტომატურად დაიწყება.
მოთამაშეების სახელები მაგიდაზე დამალულია, რათა დაცული იყვნენ შეთანხმებული თამაშისგან, თუ 12 რომელიმე მოთამაშე თამაშის პროცესში დატოვებს თამაშს ნებისმიერი მიზეზის გამო, პროგრამა მის მაგიერ გააგრძელებს თამაშს საშუალო მოთამაშის დონით, რათა არ შეფერხდნენ სხვა მოთამაშეები.
ჯოკერის წესები: მოგეხსენებათ ჯოკერის სათამაშოდ გამოიყენება 36–იანი კარტის დასტა: ოთხივე მასტის (♠, ♣, ♦, ♥) კარტი 6-დან ტუზის ჩათვლით, აქედან 6♠ და 6♣ კარტებს „ჯოკერის“ წონა აქვს და ის მარკირებულია წარწერით Joker.
თამაშის მსვლელობა: ჯოკერის თითოეულ დარიგებაში განისაზღვრება კოზირი, რომელიც ამოდის ბოლო კარტად დასტაზე. იმ შემთხვევაში, თუ კარტის დასტაზე გაიხსნება ‘ჯოკერი’, თამაში მიმდინარეობს უკოზიროდ, მხოლოდ შესაბამისი მასტის კარტების წონების მიხედვით. პირველ რაუნდში თითოეულ მოთამაშეს თანმიმდევრულად ურიგდება 1,2,3,4,5,6,7 და 8 კარტი. პირველ დარიგებაში მოთამაშეს ურიგდება ერთი კარტი, რითიც მან უნდა გადაწყვიტოს არსებული კარტით მოუგებს თუ არა სხვა მოთამაშეებს (ამ შემთხვევაში ძირითადად უპირატესობა ენიჭება ჯოკერს ან მაღალ კოზირს), შემდგომი დარიგებები იზრდება 8 კარტამდე, ამის შემდეგ ხდება მოთამაშეების ქულების დაჯამება და თამაშის პირველი რაუნდის დასრულება. შემდეგ რაუნდში რიგდება მხოლოდ 9 კარტი. ყოველი დარიგებისას, დილერის შემდეგ მჯდომმა მოთამაშემ პირველი სამი კარტის ნახვის შემდეგ უნდა განსაზღვროს კოზირი ან უკოზირო თამაში. მეორე რაუნდი შედგება მხოლოდ ოთხი დარიგებისაგან და მისი დამთავრების შემდგომ ჯამდება ქულები და ემატება პირველი რაუნდში დაგროვილ ქულებს. თამაშის მესამე რაუნდი პირველის მსგავსია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ რიგდება შებრუნებული მიმდევრობით (8,7,6,5,4,3,2,1). თამაშის მეოთხე რაუნდი კი ანალოგიურია მეორე რაუნდისა. დარიგების დროს აუცილებელია მოთამაშეების ნათქვამი წასაყვანი კარტების რაოდენობების ჯამი არ დაემთხვეს დარიგებულ რაოდენობას, ანუ თუ არის დარიგებული 7 და პირველმა მოთამაშემ თქვა 2, მეორემ 1, მესამემ 2, მეოთხე მოთამაშე ვერ იტყვის 2-ს (რათა ნათქვამი წასაყვანი კარტების ჯამი გამოდის 7), როდესაც ნათქვამი რაოდენობები მეტია დარიგებულზე იმ დარიგებას ქვია „წაგლეჯვა“, ხოლო როცა ნაკლებია „შეტენვა“.
ცხადება და ქულები: მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით რიგ-რიგობით აცხადებენ ასაღები კარტის რაოდენობას. რაც უფრო მაღალი კარტი უჭირავს მოთამაშეს, კარტის აღების მით უფრო მეტი შანსი აქვს მას. მოთამაშემ მთავარია სწორად განსაზღვროს შესაძლო კომბინაციები და ზუსტად აიღოს ნაცხადები რაოდენობის კარტი. ნაცხადები და აღებული კარტის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ქულები:
| ნაცხადები რაოდენობა | აღებული რაოდენობა | ქულა |
|---|---|---|
| 1 | 1 | 100 |
| 2 | 2 | 150 |
| 3 | 3 | 200 |
| 4 | 4 | 250 |
| 5 | 5 | 300 |
| 6 | 6 | 350 |
| 7 | 7 | 400 |
| 8 | 8 | 450 |
| 9 | 9 | 900 |
იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშის მიერ აღებული კარტების რაოდენობა განსხვავდება ნაცხადებისაგან, მაშინ ქულა განისაზღვრება აღებული რაოდენობის 10-მაგი ოდენობით (1-სთვის 10, 2-სთვის 20 და ა.შ.). თუ ნაცხადები და აღებული კარტების ოდენობა ემთხვევა დარიგებულს, მაშინ ქულა შეადგენს აღებული კარტის 100-მაგს (1-სთვის 100, 2-სთვის 200 და ა.შ.). მოთამაშეს ასევე აქვს უფლება აცხადოს პასი და შესაბამისად არ წაიყვანოს არც ერთი კარტი. ასეთ შემთხვევაში პასის ქულა განისაზღვრება 50-ით. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე აცხადებს 1-ს ან მეტს, მაგრამ ვერც ერთ კარტს ვერ აიღებს, მას ეწერება ნიშანი — (ე.წ. ხიშტი). ხიშტის ქულა უარყოფითია და ის არჩევადია თამაშის დაწყებისას. ხიშტის არჩევადი ქულებია: -200, -500 და „სპეც ხიშტი“. სპეც ხიშტის აღებისას მოთამაშეს აკლდება დარიგებული კარტის 100-მაგი ოდენობის ქულა.
კარტის წონები: თამაშში კარტის წონა განისაზღვრება შემდეგი მიმდევრობით (მაღლიდან დაბლისაკენ): Joker, A, K, Q, J, 10, 9, 8, 7, 6. კოზირი ითვლება ყველა დანარჩენ მასტზე მაღალ კარტად. იმ შემთხვევაში, თუ კოზირი არ არის განსაზღვრული, მსგავსი კარტების წონები თანაბარია ყველა მასტისათვის, ზემოთ აღნიშნული მიმდევრობით. მოთამაშის სურვილის მიხედვით ჯოკერი შეიძლება გათამაშდეს როგორც უმაღლესი, ასევე უმცირესი რანგის კარტად, თუ მიმდინარე კარტის პირველი სვლის ჯერი ჯოკერის მფლობელზეა, შეიძლება ნებისმიერი მასტის მაღალი კარტების მოთხოვნა (კოზირის ჩათვლით), ასევე მიმდინარე სვლისას კონკრეტული მასტის კარტისათვის მისი მიცემა. თამაშის მიმდინარეობისას ჯოკერის მფლობელს შეუძლია ასევე ნებისმიერი კარტის მოჯოკვრა (უკვე ჩამოსული ჯოკერის ჩათვლით) ან სხვა კარტისათვის მისი ქვემოდან შეცურება.
პრემია:
როდესაც მოთამაშე მთელ რაუნდს დაასრულებს ისე რომ ყველა დარიგებაში წაიყვანს იმდენ კარტს რამდენსაც იტყვის მას რაუნდის ბოლოს დაეწერება პრემია. პრემია არის : მიმდინარე რაუნდის წარმატებით დასრულების შემდეგ მოთამაშეს ბოლო დარიგებაში აღებულ ქულაზე ემატება ყველაზე მაღალი აღებული ქულა რომელიც აიღო საპრემიო რაუნდში გარდა პასისა. ამასთან თუ 4 მოთამაშიდან 1 გავიდა პრემიაზე, დაწერილ პრემიის ქულასთან ერთად იგი უბათილებს სხვა მოთამაშეებს საპრემიო რაუნდში აღებულ უმაღლეს ქულებს გარდა პასისა თუ 4 მოთამაშიდან 2 ან 3 მოთამაშე გავა პრემიაზე, არ დაეწერებათ საპრემიო ქულა და დანარჩენ მოთამაშეს (ებს) რომლებიც ვერ გავიდნენ პრემიაზე უბათილდებათ უმაღლესი ქულები.
მოგებული თანხა ნაწილდება I და II ადგილზე გასულ მოთამაშეებზე.
I ადგილი - თამაშის ჯამური ფსონის 55 % იგებს
II ადგილი - თამაშის ჯამური ფსონის 35% იგებს
ორგანიზაცია თავის მომხმარებელს სთავაზობს ჯოკრის თამაშის რამოდენიმე ვარიანტს.
1. კლასიკური (რომელიც შედგება 4 რაუნდისგან. მათში 2 რაუნდი 1-დან 8 დარიგებამდე და 2 რაუნდი 4- ჯერ 9-ების დარიგებით)
2. ცხრიანები (რომელიც შედგება 4 რაუნდისგან, თითო რაუნდში 4-ჯერ 9-იანების დარიგებით)
3. ბლიცი (რომელიც შედგება მხოლოდ 2 ცხრიანების რაუნდისაგან)
4. სუპერბლიცი (რომელიც შედგება მხოლოდ ერთი ცხრიანების რაუნდისაგან)
ინფორმაცია ფსონებზე: მაგიდის შესაქმნელად მინიმალური ფსონია 1 ლარი , მაქსიმალური 20 ლარი
მაგიდებზე ფიქსირებული საკომისიო - დადებული ფსონის 10%.
ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ყველა დადებული ფსონი უქმდება და უბრუნდება მოთამაშეს.
უფასო ჯოკერი:
უფასო ჯოკერი მიმდინარეობს კლასიკური ჯოკერის წესებით და არ აქვს მინიმალური და მაქსიმალური ფსონი, რადგან უფასოა.
მომხმარებლის მიზანია დააგროვოს 10 მოგება (გავიდეს პირველ ადგილზე), რის შედეგადაც დაერიცხება 1 ლარის უფასო სპინი, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება ჯოკერსა და სპინ ჯოკერში.