სარჩევი
მაგიდის თამაშები
შპს ლამბდა გეიმს: Domino
თამაშიმიმდინარეობს 28 ქვით. თითოეულ ქვაზე გამოსახულია 2 ღირებულების ციფრი (0-დან 6-მდე), რომელიც თამაშის მსვლელობის მთავარ პრინციპს განაპირობებს. ყოველი ხელის დაწყების დროს მოთამაშეებს ურიგდებათ 7 – 7 ქვა, დანარჩენი 14 ქვა რჩება ე.წ. ბაზარში. თამაშს იწყებსმოთამაშე, რომელსაც აქვს ორი მაღალი ერთნაირი ციფრის მქონე ქვა, როდესაც თამაში შექმნილია ორ ან სამ ხელამდე, ყოველი ხელის დასრულების შემდეგ, მომდევნო ხელს იწყებს წინა ხელის გამარჯვებული. ქვის მიდება ხდება მხოლოდ ერთი და იმავე მნიშვნელობის ციფრის მქონე ქვასთან.
თამაშში გამარჯვების მთავარი პრინციპია ქულების მოგროვება, რომელიც ითვლება ქვების ბოლო ციფრების დაჯამებით, მოწინააღმდეგის ხელში დარჩენილი ქვების რიცხობრივი მნიშვნელობა დაითვლება 5 ქულიანიუახლოეს ზედაათეულამდე დამრგვალებით და დაერიცხება ხელის გამარჯვებულს. სათამაშო ხელის რაოდენობას მოთამაშე მაგიდის შექმნისას განსაზღვრავს. ხელის მაქსიმუმი რაოდენობაა 3.
თამაშის მსვლელობისას, თუ მოთამაშეს არ ყავს თამაშის გასაგრძელებლად საჭირო მნიშვნელობის მქონე ქვა, იგი მიდის ე.წ. ბაზარში და შემთხვევითობის პრინციპით იღებს ერთ-ერთ დაფარულ ქვას;
ხელი დასრულებულად ითვლება, როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე გამოიყენებს უკანასკნელ ქვას.
ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ყველა დადებული ფსონი უქმდება და უბრუნდება მოთამაშეს.
თუ, მოწინააღმდეგეს ხელში დარჩა მხოლოდ 0-0 (იგივე "პუსტა-პუსტა") ქულისმნიშვნელობის ქვა ამ შემთხვევაში გამარჯვებული იწერს 10 ქულას. შემდეგ ხელს იწყებს წინა ხელის გამარჯვებული. თუ რომელიმე მოთამაშემ დადო ისეთი ქვა, რომლის დადების მერეც თამაშის გაგრძელების საშუალება არ აქვს არცერთ მოთამაშეს, თამაში ცხადდება დაკეტილად, ასეთ სიტუაციაში თამაში არ სრულდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე მოთამაშეს უკვე აქვს დაგროვილი საჭირო რაოდენობის ქულა. მომდევნო დარიგებაში „სტავკიორი“ ხდება ის მოთამაშე რომელმაც დაკეტა თამაში.
ქულების დაგროვება ხდება წინასწარ დათქმულ რაოდენობამდე (75, 175, 255, 355). ხელის გამარჯვებულად ჩაითვლება ის მოთამაშე, რომელიც პირველი მოაგროვებს ამ რაოდენობას. ხელის მოგების შემთხვევაში გამარჯვებულს ენიჭება პარტიის ქულა.
თამაშის დაწყებამდე მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს თამაშის სახეობა - „ჩვეულებრივი“ ან „პარტიის დავი“ (დავი, სე, ჩარი, ფანჯი ან შაში). „პარტიის დავის“ არჩევის შემთხვევაში მოთამაშეს შეუძლია თამაშის მსვლელობისას მოწინააღმდეგეს გადავება შესთავაზოს და სათამაშო ფსონი გაზარდოს.
მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთს თანმიმდევრობით შესთავაზონ “დავი“, „სე“, „ჩარი“, „ფანჯი“ და „შაში“. ამასთანავე, თუ მოთამაშე უარს იტყვის „პარტიის დავზე“ იგი წააგებს მთელ პარტიას და არა მხოლოდ ხელს.
მაგ.: შექმნილია მაგიდა შემდეგი მონაცემებით:
თანხა - 1 ლარი
ქულა - 255
ხელი - 3
დავი: მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთს შესთავაზონ დავი ანუ ორ ქულაზე თამაში, მოთამაშე რომელიც იღებს გამოწვევას, ეძლევა უპირატესობა შესთავაზოს მოწინააღმდეგეს X2; X3; X4; X5; X6;
რიბა:
ორივემოთამაშეს ქვები ყავთ, მაგრამ სვლის გაკეთება არ შეუძლიათ რაუნდი იკეტება, ხდება ქულების დათვლა დანაკლები ქულების მქონემოთამაშეს ემატება პარტნიორის ქულები.
რიბისდროს თუ ორივემოთამაშეს ზუსტად თანაბარი ქულები დარჩათ იწყება შემდეგი ეტაპი დავინც ამ ეტაპსმოიგებს, მას ემატება რიბის დროსდათვლილი ქულების ჯამი (ორივე მოთამაშისა ერთდ).
ორივემოთამაშეს ქვები ყავთდა სვლის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ბაზარში მყოფიდუბლით, თამაში მაინციკეტება და ბაზარში არ მიდისარავინ, ხდება ქულების დათვლა.
ორივემოთამაშეს ქვები ყავთდა სვლის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დუბლით, რომელიც იმ მოთამაშეს ყავს ხელშივინც მანამდე დადოქვა, პარტნიორი არმიდის ბაზარში დაეს მოთამაშე დებსამ წყვილს. ხდებაქულების დათვლა.
ორივემოთამაშეს ქვები ყავთდა სვლის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დუბლით, რომელიც იმ მოთამაშეს ყავს ხელშივინც მანამდე არდადო ქვა, პარტნიორი დებს ამწყვილს, მაგრამ თამაშის ჩამკეტად ითვლება მოთამაშე, რომელმაც დუბლამდე დადოქვა. ხდება ქულების დათვლა.
მოთამაშეებს თამაშის პროცესში, სვლის გასაკეთებლად აქვთ 2.30 წუთი. 30 წამიყოველ სვლაზე და 2 წუთი რომელიც დამატებით გადანაწილდება ყველაიმ სვლაზე რომელზეც მოთამაშეს არეყოფა მოცემული 30 წამი.
იმშემთხვევაში, თუ რომელიმე მოთამაშე აღნიშნულ დროში არგანახორციელებს სვლას, იგიჩაითვლება წაგებულად დაწინასწარ დათქმული თანხადაერიცხება მეორე მოთამაშეს.
ინფორმაცია ფსონებზე:
მაგიდის შესაქმენელად მინიმალური ფსონი არის - 0.50 ლარი და მაქსიმალური - 500 ლარი.
თუ მაგიდა შექმნილია პარტიის დავის შაშით მინიმალური ფსონი არის - 0.50 ლარი და მაქსიმალური - 3000 ლარი.
მაგიდებზე ფიქსირებული საკომისიო - დადებული ფსონის 5.5%-ია.