ამერიკულ ფეხბურთი - პრე-მატჩი და სუპერლაივი
ამერიკული ფეხბურთი - სპორტის გუნდური სახეობა, რომელშიც მონაწილე გუნდების მიზანია მოწინააღმდეგე გუნდზე მეტი ქულის მიღებით მოიპოვონ საბოლოო გამარჯვება. თამაშში მონაწილეობს ორი გუნდი. ამერიკული ფეხბურთის კარის ზომა პრაქტიკულად რაგბის კარის ზომის იდენტურია.
ფსონები დაითვლება მატჩის საბოლოო შედეგის მიხედვით, ოვერტაიმის ჩათვლით. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა პროგრამაში დამატებით ფიქსირდებოდეს განსხვავებული პირობები.
პოზიციების აღწერა
გამარჯვებული (OT)
გამოსაცნობია, ვინ გახდება მატჩის გამარჯვებული. პოზიცია დაანგარიშდება ოვერტაიმის ჩათვლით.
გამარჯვებული / ტოტალი (OT)
ერთდროულად გამოსაცნობია გამარჯვებული გუნდი**** და მატჩის ტოტალი. პოზიცია ფიქსირდება ოვერტაიმის ჩათვლით.
რომელი ნახევარი იქნება უფრო შედეგიანი
გამოსაცნობია, ორი ნახევრიდან რომელი უფრო შედეგიანი იქნება. პირველი და მეორე ნახევრების თანაბრად დასრულების შემთხვევაში, ფსონი გაუქმდება.
ყველაზე შედეგიანი მეოთხედი
გამოსაცნობია, რომელ მეოთხედში დაფიქსირდება ყველაზე ანუ დანარჩენ სამზე მეტი ქულები.
- ფსონი გაუქმდება თანაბარქულიან მეოთხედებში იმ შემთხვევებში, თუ ამ მეოთხედებში დაფიქსირებული ქულები მეტია დანარჩენ მეოთხედებში დაფიქსირებულ ქულებზე.
- ფსონი წაგებულად ჩაითვლება თანაბარქულიან მეოთხედებში იმ შემთხვევებში, თუ ამ მეოთხედებში დაფიქსირებული ქულები ნაკლებია რომელიმე მეოთხედში დაფიქსირებულ ქულებზე.
ფსონების დაფიქსირების და გაუქმების წესები
- თუ ოვერტაიმის შემდეგ მატჩის საბოლოო ანგარიში არის ფრე ან ოვერტაიმი არ შედგა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, მატჩის გამარჯვებულზე დადებული ფსონები გაუქმდება, დანარჩენი პოზიციები დაითვლება საბოლოო შედეგის მიხედვით.
- თუ მატჩი გადაიდო და არ ჩატარდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ფსონები გაუქმდება ყველა პოზიციაზე.
- თუ მატჩი შეწყდა, ჩაიშალა და არ გაგრძელდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ის პოზიციები, რომლებიც გარკვეული იყო მატჩის ჩაშლის მომენტისთვის, ჩაითვლება დაფიქსირებულად, ხოლო გაურკვეველ პოზიციებზე ფსონი გაუქმდება და კოეფიციენტი 1.0-ის ტოლი იქნება.