სარჩევი
სლოტები
ჯეოგრატორი**(Habanero)**
თამაშების მოდიფიკაციაა ვიდეო სლოტი. ქვემოთ აღნიშნული ყველა თამაშის პრინციპი ერთმანეთის ანალოგიურია, განსხვავება მხოლოდ სიმბოლოებს (სურათებს) შორის მდგომარეობს. თამაში მიმდინარეობს ეკრანზე. ეკრანის ქვემოთ განლაგებულია სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ღილაკები, რომელთა მეშვეობითაც მოთამაშე თამაშობს.
დოლურის დატრიალებისას, მისი გაჩერების შემდეგ მოთამაშე იხილავს მოგებას (თუ მოგება დაფიქსირდა). თუ ერთსა და იმავე ხაზზე მოვა ორი განსხვავებული მოგება, მაშინ ეს სიმბოლო იმ მნიშვნელობას მიიღებს, რომელიც მეტი მოგების კომბინაციას შექმნის. თუ ეკრანზე მოგებული ხაზები დაფიქსირდა, მაშინ ისინი თანმიმდევრობით აინთებიან და მათი ნომრები იწყებენ ციმციმს.
ამასთან ყველა მოგებული ხაზი ეკრანზეა მოქცეული. მოგებულად ითვლება ხაზი, რომელშიც მოთავსებულია არანაკლებ სამი მსგავსი სიმბოლო ერთად, ამასთან ისინი უნდა ეხებოდნენ მარჯვენა ან მარცხენა კუთხეს. რაც უფრო მეტ იდენტურ სიმბოლოებს შეიცავს ხაზი, მით უფრო მაღალია მოგების კოეფიციენტი. მას შემდეგ, რაც ეკრანზე დაფიქსირდება მოგება, მოთამაშეს ეძლევა ორი შესაძლებლობა : პირველი - დაკმაყოფილდეს მოგებული თანხით ან აირჩიოს რისკ-თამაში (გაორმაგების) კომბინაციის ალტერნატივა. რისკ-თამაში იწყება მოგებული ხაზების შემთხვევაში შესაბამის ღილაკზე დაჭერით. გაორმაგების არსი მდგომარეობს შემდეგში: გაორმაგების თამაშში
მოთამაშემ სწორად უნდა გამოიცნოს ეკრანზე მოცემული დახურული ბანქოდან წითელი ფერის იქნება თუ შავი ან გამოიცნოს ბანქოს მასტი . სწორად გამოცნობის შემთხვევაში მოგებული თანხა ორმაგდება ან გუოთხმაგდება , ხოლო ვერ გამოცნობის შემთხვევაში თანხა ნულდება. ბონუსის მქონე თამაშებისთვის
დოლურების ნებისმიერ პოზიციაზე სამი ან მეტი თამაშობისათვის დამახასიათებელი სიმბოლოს მოსვლისას იწყება ბონუს თამაში. მოსული ურთიერთმსგავსი სიმბოლოს რაოდენობა განსაზღვრავს ბონუს
თამაშში ცდების რაოდენობას. ამგვარად, 3 ან მეტი მსგავსი სიმბოლო უფასო დატრიალებების (FREE GAME) საშუალებას იძლევა. უფასო ნიშნავს, რომ ბოლოს დაფიქსირებული ფსონის ოდენობით მოთამაშე ატრიალებს დოლურებს, მაგრამ მის არსებულ კრედიტს თანხა არ აკლდება, ხოლო მოგების შემთხვევაში იგი რეალურად უფასოდ ღებულობს მოგებას. ყველა
მოგებული კომბინაციები მსგავსი სახეობისაა. მოგებული კომბინაციები თამაშში ფიქსირდება მარცხნიდან მარჯვნივ, გარდა სკატერისა. ასევე ყველა მოგება ფიქსირდება მოთამაშის მიერ არჩეულ ხაზებზე, ეკრანზე მოსული სკატერის სიმბოლო მოგებას იძლევა ნებისმიერ პოზიციაზე, უმაღლესი მოგება გადახდილი იქნება მაქსიმალური ფსონით არჩეულ ხაზებზე. უფასო თამაშებში მოსული სკატერი ამატებს მოგებას. ყველა მოგება ნაჩვენებია კრედიტში(ქულების) სახით ეკრანზე. ქვემოთ ჩამოთვლილ თამაშების აღწერილობაში მოცემულია თამაშების ხაზების მთლიანი რაოდენობა, მაგრამ
მოთამაშეს შეუძლია სურვილის მიხედვით აირჩიოს ნებისმიერი ხაზით თამაში. 1 დან 25 ხაზამდე. თამაშებს აქვთ დენომინაციის სისტემა, ანუ ერთი კრედიტის ღირებულება ქართულ ლართან. 1 კრედიტი 0,02 0,04 0,10 0,20 0,40 1,00 2,00 5,00 10,00 ლარი.
ქვემოთ მოცემულია Habanero-ის თამაშების ჩამონათვალი. თითოეულ თამაშს თავისივე ინტერფესში აქვს დეტალური აღწერილობა თამაშის წესების და მოგების გადახდის პირობების.
მინიმალური ფსონი შეადგენს 0.01 ლარს, მაქსიმალური 250 ლარს;მაქსიმალური მოგება 75000 ლარი
თამაშობების დასახელებები:
5 Mariachis Egyptian Dreams Egyptian Dreams Deluxe Hot Hot Fruit Hot Hot Halloween Knockout Football Rush Koi Gate