სარჩევი
სპორტი
კალათბურთი - გუნდური სპორტის სახეობა, რომელშიც ორი გუნდი ცდილობს ორგანიზებული წესების მიხედვით, ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის მოხვედრით.
მატჩის პერიოდები:
თუ პროგრამაში გამოცხადებულია თამაშის ორი პოზიცია - პირველი გუნდის მოგება და მეორე გუნდის მოგება, ფსონები დაითვლება მატჩის საბოლოო ანგარიშის მიხედვით - ოვერტაიმის ჩათვლით.
თუ პროგრამაში გამოცხადებულია თამაშის სამი პოზიცია - პირველი გუნდის მოგება, ფრე, და მეორე გუნდის მოგება, ფსონები დაითვლება მატჩის ძირითადი დროის მიხედვით - ოვერტაიმის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა პროგრამაში დამატებით ფიქსირდებოდეს განსხვავებული პირობები.
თუ თამაში არ ჩატარდება პროგრამაში მითითებული ფორმატით, გაბათილდება ამ მატჩზე დადებული ყველა ფსონი.
ოვერტაიმი შედეგში არ იქნება გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი შედეგი არ დასრულდება ფრედ, მაგრამ დაინიშნება ოვერტაიმი. მაგალითად, პლეი-ოფებში ან თასის თამაშებზე, სადაც ორ მატჩიანი შედეგის მიხედვით დაფიქსირდა თანაბარი ქულების რაოდენობა და დაინიშნა ოვერტაიმი ტურნირის გამარჯვებულის ან შემდეგ ეტაპზე გამსვლელის გამოსავლენად.
გამოსაცნობია, ვინ გახდება მატჩის გამარჯვებული. პოზიცია დაანგარიშდება ოვერტაიმის ჩათვლით.
გუნდის უპირატესობა ან ჩამორჩენა, რომელიც გამოხატულია ქულების რაოდენობით. ფორით აღებული შედეგი განისაზღვრება შემდეგნაირად - მითითებულ ფორას დამატებული ფაქტობრივი ანგარიში. თუ ანგარიში ფორის გათვალისწინებით გათანაბრდა, კოეფიციენტი გახდება 1.0-ის ტოლი.
ფსონი იდება ქულების ჯამური რაოდენობის მეტ-ნაკლებობაზე.
გამოსაცნობია პირველი ნახევრის შედეგი.
გამოსაცნობია მეორე ნახევრის შედეგი. თუ პოზიციაზე მითითებულია “OT”, პოზიცია დაფიქსირდება ოვერტაიმის ჩათვლით.
ერთდროულად გამოსაცნობია ფორა და ტოტალი.
ერთდროულად გამოსაცნობია მატჩის ძირითად დროში, პირველი ნახევრის და მატჩის შედეგი.
ერთდროულად გამოსაცნობია გამარჯვებული გუნდი**** და მატჩის ტოტალი. პოზიცია ფიქსირდება ოვერტაიმის ჩათვლით.
ერთდროულად გამოსაცნობია გამარჯვებული გუნდი**** და მატჩის ტოტალი. პოზიცია ფიქსირდება ოვერტაიმის გარეშე.
გამოსაცნობია, რომელ მეოთხედში დაფიქსირდება ყველაზე ანუ დანარჩენ სამ მეოთხედზე მეტი ქულები.
ფსონი იდება თუ როგორი სხვაობით მოიგებს მატჩს პირველი (მასპინძელი) ან მეორე (სტუმარი) გუნდი ან მატჩი დასრულდება ფრედ.
ფსონი იდება თუ როგორი სხვაობით მოიგებს მატჩს პირველი (მასპინძელი) ან მეორე (სტუმარი) გუნდი ან მატჩი დასრულდება ფრედ. პოზიცია ფიქსირდება ძირითადი დროის მიხედვით, ოვერტაიმის გარეშე.
გამოსაცნობია უფრო შედეგიანი ნახევარი - I ან II. პირველი და მეორე ნახევრის თანაბრად დასრულების შემთხვევაში, ფსონი გაუქმდება.
გამოსაცნობია, მატჩის მსვლელობის დროს დაწინაურდება თუ არა პირველი გუნდი X ქულიანი სხვაობით.
გამოსაცნობია, მატჩის მსვლელობის დროს დაწინაურდება თუ არა მეორე გუნდი X ქულიანი სხვაობით.
გამოსაცნობია, მატჩის მსვლელობის დროს დაწინაურდება თუ არა რომელიმე გუნდი X ქულიანი სხვაობით.
მოთამაშის ინდივიდუალური ტოტალი განისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: დაგროვებული ქულები, მოხსნები, შედეგიანი ჩაწოდებები და ა.შ. მოთამაშეთა ინდივიდუალურ ტოტალზე ყველა ფსონი მიიღება ოვერტაიმის ჩათვლით.