სპორტის ზოგადი წესები
ფსონის დადება
ფსონები მიიღება ინტერნეტ ტოტალიზატორის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის საფუძველზე, სადაც მითითებულია ყველა შესაძლო ღონისძიება და ამ ღონისძიების შესაბამისი კოეფიციენტი.
- ფსონი მიიღება ლარებში
- მინიმალური ფსონი: 0.10 ლარი
ელექტრონული ბილეთი არის მოთამაშის მიერ დადებული ფსონი - “სინგლი”, “ექსპრესი” ან “სისტემა”, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი:
- ცალკეულ მატჩებზე - “სინგლი”
- რამდენიმე მატჩის შედეგის გამოცნობაზე -”ექსპრესი”. თუ ფსონი დადებულია რამდენიმე მატჩის შედეგის ერთდროულად გამოცნობაზე, მოგების კოეფიციენტი შეადგენს ცალკეული შედეგების შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლს. ელექტრონული ბილეთი მოგებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშემ გამოიცნო ელექტრონულ ბილეთში მოცემული ყველა შედეგი.
- სისტემა ანუ მინუსოვკა - ექსპრესების/სინგლების კომბინაცია, რომელშიც თითოეული ექსპრესი/სინგლი განიხილება ცალკე ვარიანტად. თუ "სისტემის" ბილეთში მითითებულია ლობი, აუცილებელია ლობიში მითითებული მატჩის ან მატჩების შედეგის გამოცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, "სისტემის" ბილეთი ჩაითვლება წაგებულად.
კოეფიციენტის პირველად გამოქვეყნების მომენტიდან, კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს - გაზარდოს, შეამციროს ან გააუქმოს ნებისმიერი კოეფიციენტი.
კომპანია იტოვებს უფლებას არ მისცეს მოთამაშეს ერთი და იგივე ელექტრონული ბილეთის რამდენჯერმე დადების შესაძლებლობა.
აკრძალულია ერთი და იმავე ან სხვადასხვა წყვილის შეტანა ერთ ბილეთში, თუ ამ წყვილ(ებ)ის სათამაშო პოზიციებს აქვთ ერთმანეთზე გავლენა, თუ პროგრამაში სხვა რამ არ არის მითითებული. თუ ბილეთში დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა, აღნიშნულ პოზიციებზე კოეფიციენტი გაბათილდება.
მაგალითი 1:
ერთ ბილეთში დაუშვებელია შემდეგი ორი პოზიციის შეტანა - 1) უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული გახდება ჯოკოვიჩი და 2) ჯოკოვიჩი გადავა 1/4 ფინალში, რადგან, ეს ორი პოზიცია ერთმანეთთან არის დაკავშირებული და თუ ჯოკოვიჩი გახდება ტურნირის გამარჯვებული, ეს ავტომატურად გულისხმობს მის 1/4 ფინალში გადასვლასაც.
მაგალითი 2:
რეალი-ბარსელონა: 1.5-ზე მეტი გოლი და რეალი-ბარსელონა: 2.5-ზე მეტი გოლი.
მოგება
ერთ ელექტრონულ ბილეთზე ან ჯამურად, რამდენიმე ერთნაირ ელექტრონულ ბილეთზე მაქსიმალური მოგება არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. თუ ელექტრონულ ბილეთზე ან ერთნაირი ელექტრონული ბილეთების ჯამზე მოგება აღემატება ნებადართულ ზღვარს, ის ჩაითვლება 100 000 ლარის ტოლად. ერთნაირ ელექტრონულ ბილეთებად ჩაითვლება ის ბილეთები, რომელთა შედეგიც ერთნაირია.
მაგალითად:
ერთნაირად ითვლება შემდეგი ორი ბილეთი: ბილეთი 1 - რეალი-ბარსელონა: ძირითადი შედეგი 1; ბილეთი 2 - რეალი-ბარსელონა: ფორა (-0.5)1.
- კოეფიციენტების ნამრავლი დამრგვალდება მეასედამდე სიზუსტით
- კოეფიციენტების ნამრავლი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასს). თუ კოეფიციენტების ნამრავლი აღემატება 10 000-ს, ბილეთის მოგების შემთხვევაში, კოეფიციენტი ჩაითვლება 10 000-ის ტოლად.
ფსონის გაუქმება
ტოტალიზატორის მოქმედ პროგრამაში მითითებულისა და ბილეთში დაფიქსირებულის მიუხედავად, ფსონი გაუქმდება და კოეფიციენტი 1.0-ის ტოლი იქნება**** შემდეგ შემთხვევებში:
- ერთ ვარიანტზე დადებული ფსონი 0.10 ლარზე ნაკლებია
- ფსონი დადებულია ვარიანტში მითითებული ღონისძიების დაწყების შემდეგ. გამონაკლისი: წესი არ ვრცელდება სუპერლაივზე დადებულ ფსონებზე.
- მითითებულ წყვილში შეიცვალა მასპინძელი გუნდი. გამონაკლისი: ორმატჩიანი ტურნირების შეხვედრებში, ძალაში რჩება ის ფსონი, რომელიც გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაზეა დადებული. ერთსა და იმავე ქალაქში მატჩის სხვა სტადიონზე ან/და ნეიტრალურ მოედანზე ჩატარებისას, ფსონი გაუქმებულად არ ითვლება.
- თუ შეხვედრა შეწყდა, ჩაიშალა, გადაიდო და საბოლოო შედეგი არ დაფიქსირდა პროგრამაში მითითებული თარიღის მომდევნო დღის განმავლობაში, ის პოზიციები, რომლებიც გარკვეული იყო შეხვედრის ჩაშლის მომენტისთვის, ჩაითვლება დაფიქსირებულად, ხოლო გაურკვეველ პოზიციებზე ფსონი გაუქმდება. მაგალითად: თუ მატჩში გასული იყო სამი გოლი, პოზიციაში - „ გოლების რაოდენობა’’ მოგებულია 2.5-ზე მეტი გოლი, ხოლო წაგებულად ითვლება 2.5-ზე ნაკლები გოლი.
გამონაკლისი 1: ტექნიკური შედეგი მხედველობაში არ მიიღება.
გამონაკლისი 2: განსხვავებული წესი ვრცელდება ჩოგბურთზე. იხილეთ ჩოგბურთის წესები.
- ვარიანტში მითითებულ წყვილში რომელიმე გუნდი შეცდომით არის დასახელებული. მხედველობაში არ მიიღება თარგმნითი და გრამატიკული შეცდომა.
- თუ ფორის გათვალისწინებით შედეგი გათანაბრდა. ფეხბურთის ჰანდიკაპი მხედველობაში არ მიიღება.
- თუ ტოტალის შედეგი დაემთხვა პროგრამაში მითითებულ ტოტალს.
- თუ ბილეთი დადებულია თამაშის დაწყების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რა დროა მითითებული პროგრამასა და ბილეთში. ასეთ შემთხვევაში, ტოტალიზატორი იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ დააფიქსიროს ან გააუქმოს ფსონი და გამონაკლისის სახით მიიღოს გადაწყვეტილება თამაშის დაწყების დროის სიმცირის, მასში მომხდარი მოვლენების ან მომხმარებლის სტატუსიდან გამომდინარე.
- თუ ფსონი დადებულია ისეთ შედეგზე, რომლის შედეგიც უკვე ცნობილი იყო - მოვლენა მოხდა, მაგრამ შედეგი არ განახლდა სისტემაში.
- ფეხბურთში, ამხანაგურ მატჩებსა და ტურნირებში სამ ან მეტ ტაიმიანი მატჩის ჩატარების შემთხვევაში, თუ პროგრამაში სხვა რამე არ არის მითითებული.
- თუ მატჩი გადატანილია მოწინააღმდეგე გუნდის მოედანზე. გამონაკლისი: გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს თუ მატჩში მონაწილეობს ერთი ქალაქის გუნდები.
- თუ საერთაშორისო მატჩის ჩატარების ადგილი გადატანილია სხვა ქვეყანაში.
- თუ შეწყვეტილი მატჩი ერთი დღის გასვლის შემდეგ განახლდება შეწყვეტის მომენტიდან, პროგრამაში დაემატება ცალკე მოვლენად და ამის შესახებ კოეფიციენტთა ცხრილში არაფერი არ არის მითითებული. მაგალითად: არ არის მითითებული რომ მატჩი გრძელდება 63-ე წუთიდან.
- თუ გუნდი ან მოთამაშე ტურნირზე საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას.
- თუ პროგრამაში გაპარული შეცდომის გამო მოთამაშეს საშუალება აქვს რისკის გარეშე მიიღოს გარანტირებული მოგება.
- თუ პროგრამაში დაფიქსირებულია ტექნიკური ან მექანიკური შეცდომა და შეცდომით მითითებული კოეფიციენტი ან მაჩვენებელი აშკარად არ შეესაბამება საბუკმეიკერო ბაზარზე არსებულ რეალურ მონაცემს. წესი ვრცელდება როგორც მიმდინარე, ასევე მოგებულ ფსონებზე.
მაგალითად:
შესაძლოა შეცდომით იყოს დასმული წერტილი ან მძიმე და ეწეროს: ფრე 3.15-ის ნაცვლად - 31.50; ტოტალი 2.5-ის ნაცვლად - 250; ტოტალი მეტ-ნაკლებში 10.0-ის ნაცვლად - 1.0; ფორა 1.5-ის ნაცვლად - 15 და ა.შ.
სარკისებური შეცდომები, როდესაც კოეფიციენტის ადგილები შეცვლილია და მატჩის ფავორიტს მინიჭებული აქვს აუთსაიდერზე მაღალი კოეფიციენტი.
მაგალითად:
კალათბურთის მატჩში: რეალი მ.-უნიკახა მატჩის კოეფიციენტები 1.3 და 3.5-ის ნაცვლად ნაჩვენებია როგორც 3.5 და 1.3.
- “აშკარა შეცდომა” - დიდი სხვაობა ლიდერბეთის კოეფიციენტსა და სხვა ბუკმეიკერული კომპანიის კოეფიციენტს შორის. ტოტალიზატორი უფლებას იტოვებს თავად განსაზღვროს დაფიქსირდა თუ არა “აშკარა შეცდომა”.
- ტოტალიზატორის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა და დამოწმებისგან თავის არიდების მიზნით განხორციელებული ქმედებები.
მაგალითად:
თუ მომხმარებელი დამოწმებისგან თავის არიდების მიზნით, ერთი 100 ლარიანი ბილეთის ნაცვლად განათავსებს ას ცალ 1 ლარიან ბილეთს.
ფსონების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს:
ფეხბურთში სტანდარტულ, ორ ტაიმიან ამხანაგურ მატჩებსა და ტურნირებში ტაიმის ხანგრძლივობის ცვლილება, მიუხედავად იმისა, მითითებული იყო თუ არა ტაიმის ხანგრძლივობა.
გამონაკლისი: გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი ტაიმის ხანგრძლივობა არის 30 წუთზე ნაკლები და ამის შესახებ სათაურში არ არის მითითებული.
- შეცდომით მითითებული სპორტული შეჯიბრების, გუნდების ან მოთამაშეების დასახელება. ტოტალიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას და პრეტენზიებს არ განიხილავს სპორტული შეჯიბრებების სიაში სახელწოდებების თარგმანის სიზუსტეზე. ყველა ინფორმაცია, რომელიც შეეხება გარკვეული სპორტული შეჯიბრების დასახელებას, იქნება ეს ტურნირის ეტაპი, ნეიტრალური მოედანი თუ სხვა, ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი არაკორექტულობა ან/და არარსებობა არ შეიძლება გახდეს ფსონის გაუქმების წინაპირობა.
- ნეიტრალურ მოედანზე მატჩის ჩატარების შემთხვევაში, მოთამაშეების ან გუნდების რიგითობა - დასახელება პირველ ან მეორე გუნდად/მოთამაშედ. მაგალითად: როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები და სხვა სპორტული ტურნირები ტარდება კონკრეტულ ქვეყანაში ან ქალაქში, შესაძლოა წყვილში გუნდები ან მოთამაშეები მითითებული იყოს სატურნირო ბადის მიხედვით და ტურნირის მასპინძელი გუნდი ან მოთამაშე დასახელებული იყოს მეორე გუნდად ან მოთამაშედ, მიუხედავად ტურნირის მასპინძლის სტატუსისა.
- სხვადასხვა ტურნირების მატჩები, რომლებიც ტოტალიზატორის პროგრამაში მითითებულია როგორც ამხანაგური მატჩები.
- თუ ამხანაგურ თამაშებში პროგრამაში არ არის მითითებული მატჩის ჩატარების ადგილი.
- თუ შეწყვეტილი მატჩი განახლდება და პროგრამაში მითითებულია სათამაშო დრო, რომელი წუთიდან განახლდება თამაში და შედეგები. მაგალითად: მითითებულია რომ მატჩი გრძელდება 63-ე წუთიდან.
- თუ გუნდი ან მოთამაშე დაიწყებს ტურნირს და ნებისმიერი მიზეზით, რომელიმე ეტაპზე გამოეთიშება ტურნირს.
ქეშაუთი
ქეშაუთის ანუ თანხის მომენტალურად განაღდების სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეაჩეროს მიმდინარე ბილეთი და მიიღოს თანხა მომენტალურად.
თუ მომხმარებელი გადაწყვეტს არ დაელოდოს ბილეთში დარჩენილი პოზიციების შედეგის დაფიქსირებას და მომენტალურად მიიღოს გარანტირებული თანხა, ლიდერბეთი დარჩენილი პოზიციების კოეფიციენტების მიხედვით, ინდივიდუალურად შესთავაზებს განაღდების თანხას.
თანხის მომენტალურად განაღდების სერვისი მოქმედებს როგორც სინგლის ტიპის ფსონებზე, ასევე ექსპრეს ბილეთებზე. სერვისი არ ვრცელდება ვირტუალური სპორტის ფსონებსა და სისტემის - “მინუსოვკას” ტიპის ბილეთებზე.
ქეშაუთ სერვისზე ვრცელდება შემდეგი წესები:
- იმისთვის, რომ მომხმარებელმა თანხა მიიღოს, დარჩენილი პოზიციები უნდა იყოს აქტიური, ანუ კვლავ უნდა მიმდინარეობდეს ამ პოზიციებზე ფსონების მიღება.
- თუ ტექნიკური ხარვეზის გამო, ქეშაუთის ოდენობა არასწორად არის შეთავაზებული, ტოტალიზატორი იტოვებს უფლებას გააუქმოს ქეშაუთი აღნიშნულ ბილეთზე და მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოაჭრას ქეშაუთის თანხა.
- სერვისი შესაძლოა ნებისმიერ დროს გაითიშოს რომელიმე კონკრეტულ ბილეთზე.
- მიუხედავად დარჩენილი პოზიციის შედეგისა, ქეშაუთ სერვისის გამოყენების შემდეგ ბილეთი ჩაითვლება გათამაშებულად.
- ტოტალიზატორი იტოვებს უფლებას, არაკეთილსინდისიერ ქმედებაში შემჩნეულ მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუზღუდოს თანხის მომენტალურად განაღდების სერვისით სარგებლობის უფლება.
- ტოტალიზატორი იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ მომხმარებელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების და შეტყობინების გარეშე შეუზღუდოს ქეშაუთ სერვისი რომელიმე ბილეთზე ან სრულად გაუთიშოს აღნიშნული სერვისი.
სუპერლაივი - ზოგადი დებულება
სუპერლაივის მატჩებში, ტოტალიზატორი უფლებას იტოვებს გააუქმოს ფსონები შემდეგ შემთხვევებში:
- თუ პოზიციები გახსნილი რჩება ისეთი მოვლენების შემდეგ, როგორიც არის: გოლის გატანა, ყვითელი და წითელი ბარათების ჩვენება, პენალტი
- კოეფიციენტები გაიხსნა არასწორად ნაჩვენები წითელი ბარათით
- დამატებითი ფსონები გაკეთდა მატჩის არასწორი დროის - ორ წუთზე მეტის მითითებით
- მატჩი შეწყვეტილია ან გადატანილია და არ განახლებულა მისი დაწყების მომენტიდან პროგრამაში მითითებული თარიღის მომდევნო ერთი დღის განმავლობაში
- გუნდის სახელწოდება ან კატეგორია არასწორად არის მითითებული
- მატჩის მსვლელობისას დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რომლის დროსაც ვერ ხერხდება გარკვეულ პოზიციებზე რეალური კოეფიციენტების მითითება და აქედან გამომდინარე, ამ პოზიციებზე დარჩენილია იმ მომენტისთვის შეუსაბამო კოეფიციენტი
- ფსონი დადებულია უკვე დაფიქსირებული მოვლენის შემდეგ. მაგალითად: მატჩში გოლი გავიდა 35-ე წუთზე, გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ პოზიციის შეჩერება და მოთამაშემ ფსონი 35-ე წუთის შემდეგ დადო ამ პოზიციაზე
იმ შემთხვევაში, თუ გუნდი თამაშს წყვეტს,**** ყველა განუხორციელებელი ფსონი ჩაითვლება**** საბოლოო შედეგის შესაბამისად.
მოთამაშის ინდივიდუალურ ტოტალზე განთავსებული ფსონი უქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე საერთოდ არ მიიღებს თამაშში მონაწილეობას.
სუპერლაივის მატჩებისა და შედეგების დაფიქსირებისას, ტოტალიზატორი ხელმძღვანელობს შემდეგი პროვაიდერების ვებსაიტებზე განთავსებული ინფორმაციით:
სუპერლაივის მსვლელობისას მითითებული დროის, ანგარიშის, სტატისტიკის და სტატუსის მაჩვენებელი ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მის სიზუსტეზე ტოტალიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას.
ტოტალიზატორი უფლებას იტოვებს სუპერლაივის ფსონები გაუქმებულად ჩათვალოს შემდეგ შემთხვევებში:
- მატჩის მსვლელობისას დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც დაკავშირებულია არარეალურ, იმ მომენტისათვის შეუსაბამო კოეფიციენტთან. ეს შესაძლოა იყოს ტოტალის ან ფორის მაჩვენებელი და ა.შ.
- კოეფიციენტები მიცემულია არასწორი ანგარიშის - წითელი ბარათების მიხედვით.
- ფსონი დადებულია უკვე დაფიქსირებული მოვლენის შემდეგ, კოეფიციენტების პოზიციების განახლებამდე. ასევე, ფსონების მიღება არ შეჩერდა კონკრეტული გოლის, პენალტის, წითელი ბარათის დროს და დროის დასრულების შემდეგაც.
- ფორის ან ტოტალის ხაზი არასწორად არის გამოტანილი.
თუ მატჩი შეწყდა, ჩაიშალა და არ გაგრძელდა თამაშის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში, ის პოზიციები, რომლებიც გარკვეული იყო მატჩის ჩაშლის მომენტისთვის, ჩაითვლება დაფიქსირებულად, ხოლო გაურკვეველ პოზიციებზე ფსონი გაუქმდება და კოეფიციენტი 1.0-ის ტოლი იქნება.
კომპანია იტოვებს უფლებას სუპერლაივში მოცემულ მატჩზე ან მატჩებზე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან/და დროებით შეაჩეროს ფსონების მიღება.
სუპერლაივი - ანგარიშსწორების და გაბათილების წესები
- თუ მიმდინარე თამაშზე კოეფიციენტები გახსნილი რჩება ისეთი მოვლენის შემდეგ, როგორებიცაა: გოლის გატანა, ყვითელი და წითელი ბარათების ჩვენება, პენალტი, ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.
- თუ მატჩი შეწყვეტილია ან გადატანილია და არ განახლებულა მისი დაწყების მომენტიდან პროგრამაში მითითებული თარიღის მომდევნო ერთი დღის განმავლობაში ფსონები ბათილდება.
- თუ გუნდის სახელწოდება ან მოთამაშეთა სახელები სწორად არ არის მითითებული, ფსონები ბათილდება.
- თუ კოეფიციენტები გაიხსნა არასაკმარისი ან არასწორად ნაჩვენები წითელი ბარათებით, ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.
- თუ დამატებითი ფსონები გაკეთდა მატჩის არასწორი დროის მითითებით (ხუთ წუთზე მეტი) ჩვენ ვიტოვებთ ფსონების გაბათილების უფლებას.
- თუ შეტანილია არასწორი ანგარიში, ანგარიშის გამოქვეყნების მომენტისათვის ყველა აღნიშნული კოეფიციენტი ბათილდება.