სარჩევი
სპორტი
ერთ-ერთი უძველესი ინგლისური სპორტული თამაში. ბოულსს თამაშობენ მოლზე, მწვანე ბალახით დაფარულ კვადრატულ მოედანზე, რომლის გვერდის სიგრძეა 36,5840,23 მეტრი. მოედანს გარს ავლია, 20,3-38,1 სმ-ის სიგანისა და 5,1-20,3 სმ-ის სიღრმის თხრილი. შავად ან ყავისფრად შეღებილ ბურთს ამზადებენ სინთეტიკური მასალებისგან, მისი დიამეტრია 11,7 -13 სმ, წონა კი 1,59 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. სამიზნეა თეთრად შეღებილი ბურთი, რომელსაც ჯეკი ეწოდება. მისი დიამეტრია 6,276,43 სმ, წონა – 22679-283,49 გრამი.
ბოულსს თამაშობენ 2-2 ან 3-3 მოთამაშიანი გუნდების წყვილები ან ერთეულები. ერთეულთა თანრიგში მოთამაშეს ეძლევა 4 ბურთი, წყვილს - 2, სამკაციან გუნდს - 3, ოთხკაციანს - 4. თავიდან ისვრიან ჯეკს, შემდეგ კი რიგრიგობით გააგორებენ ბურთებს მისი მიმართულებით. თამაშის მიზანია ბურთის რაც შეიძლება ახლოს მიგორება ჯეკთან. მოთამაშე 1 ქულას მიიღებს ყოველი ბურთისთვის, რომელიც მეტოქის ბურთზე ახლოს აღმოჩნდება სამიზნესთან. თამაში გრძელდება, სანამ რომელიმე მხარე 21 ქულას არ დააგროვებს.
გამოსაცნობია, ვინ გახდება მატჩის გამარჯვებული.
გამოსაცნობია, ქულების რაოდენობა მატჩში ან კონკრეტულ პერიოდში, მეტია თუ ნაკლები მითითებულ ტოტალზე.
თუ მატჩი გადაიდო და არ ჩატარდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ფსონები გაუქმდება ყველა პოზიციაზე.