სარჩევი
ზოგადი წესები
კომპანიის დებულებები
შპს ,,ლიდერ-ბეთ სლოტი“ (შემდგომში კომპანია) არის იურიდიული პირი, რომლის მფლობელობაშიც არის ვებ - გვერდი www.lider-bet.com ყველა თამაში. რომელიც განთავსებულია www.lider-bet.com-ზე, ეფუძნება მხოლოდ რეალურ ფულზე თამაშს.
წინამდებარე წესები წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას მოთამაშესა და კომპანიას შორის. (მოთამაშე - გათამაშების მონაწილე ანუ პიროვნება, რომელიც დარეგისტრირებულია კომპანიის ვებ გვერდზე www.lider-bet.com და შპს ,,ლიდერ-ბეთ სლოტი“ შორის).
ყველა მოთამაშე ვალდებულია შპს ,,ლიდერ-ბეთ სლოტი“–ს ვებ-გვერდზე www.lider-bet.com-ზე რეგისტრაციისას გაეცნოს ვებ-გვერდით სარგებლობის წესებს. რეგისტრაცია ნიშნავს დარეგისტრირებული მომხმარებლის თანხმობას შპს ,,ლიდერ-ბეთ სლოტი“-ს www.lider-bet.com ვებ გვერდით საგებლობის და გათამაშების წესებზე.
წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს ფსონის გაუქმების ან ხელშეკრულების მოშლის სხვა ნებისმიერ მიზეზს და წინამდებარე წესების თანახმად, მოთამაშეს არ ანთავისუფლებს ფსონიდან გამომდინარე მისი ვალდებულებებისაგან. მოთამაშის მიერ
განთავსებულ ფსონთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხი გადაწყდება შპს ,,ლიდერ-ბეთ სლოტი“-ს გათამაშების წესების თანახმად.
შპს ,,ლიდერ-ბეთ სლოტი“ უფლებას იტოვებს შეცვალოს ნებისმიერი გათამაშების წესი მის სისტემაში რეგისტრირებული მოთამაშეების გაფრთხილების გარეშე.
სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლები ვალდებულნი არიან პერიოდულად გადაამოწმონ და გაეცნონ შპს ,,ლიდერ-ბეთ სლოტი“-ს მიერ მიღებულ დებულებებსა და გათამაშების პირობებში შეტანილ ცვლილებებს.
თარგმანთან დაკავშირებით აღმოჩენილ რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება ქართულ ენას. www.lider-bet.com-ზე რეგისტრაციის და სისტემით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირებს, რომელთა ასაკიც აღემატება უცხო ქვეყნის 18 წლის და ზემოთ და საქართველოს 25 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეებს.
შპს ,,ლიდერ-ბეთ სლოტი“–ს კუთვნილ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შედეგად მოთამაშის მიერ შეყვანილი პაროლი, არის საიდუმლო და სასტიკად იკრძალება მისი განდობა მესამე პირზე. მხოლოდ მოთამაშეა საკუთარი პაროლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი. კომპანია არ აგებს პასუხს www.lider-bet.com-ზე რეგისტრირებული მოთამაშეების პაროლის უსაფრთხოებაზე და იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება მათ მიადგეთ იმ შემთხვევაში, თუ არ იზრუნებენ საკუთარი მომხმარებლის (იუზერის) უსაფრთხოებაზე.
რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია ზუსტად და სრულად მიუთითოს პირადი მონაცემები. კომპანია იტოვებს უფლებას დაბლოკოს, ასევე უარი უთხრას სისტემიდან თანხის გატანაზე იმ მოთამაშეებს, რომლებმაც მიუთითეს არასწორი პირადი მონაცემები.
მოთამაშის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა) შეცვლის შემთხვევაში კომპანიის ადმინისტრაცია იტოვების უფლებას ცვლილების შედეგად რეგისტრირებულ მომხმარებელზე არ გასცეს მოგებული თანხა, ცვლილების მომენტიდან 24 საათის განმავლობაში. მოგებული თანხის აღება კომპანიის ინტერნეტ-სალაროდან შესაძლებელია მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ ან/და ცვლილებამდე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ გაცემული ნოტარიალურად დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.
მოთამაშის მიერ, ელექტრონული სისტემებიდან (მომენტალური გადახდის აპარატი, ინტერნეტ-გადახდები და სხვა), ბალანსის შევსების მომენტში, მოთამაშის მიერ თანხის სხვა პირად ნომერზე შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში, კომპანია იხსნის ყოველგავრ პასუხისმგებლობას აღნიშნული თანხის დაბრუნებასთან ან/და გადატანასთან დაკავშირებით. შეცდომით, სხვა პირად ნომერზე გადარიცხული თანხის დაბრუნება მომხმარებლისათვის შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
პიროვნებას www.[lider](http://www.lider-bet.com/)-bet.com-ზე აქვს მხოლოდ ერთი ანგარიშის გახსნის უფლება. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს არ შეუძლიათ მეორედ დარეგისტრირდნენ, როგორც ახალი მომხმარებელი. წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანიას აქვს უფლება, გააუქმოს კლიენტის მიერ გაკეთებული ყველა ფსონი, რომელიც იქნა განხორციელებული შესაბამის ანგარიშიდან და ამ კონკრეტულ მომხმარებელს დაუბლოკოს ანგარიში განუსაზღვრელი ვადით.
კომპანია იტოვებს უფლებას, რომ შეუჩეროს ანგარიში იმ პირებს, რომლებიც www.lider-bet.com-ზე საკუთარ ანგარიშს იყენებენ არამიზნობრივად. ანუ, თუ მოთამაშე მის მიერ ჩარიცხული თანხის მინიმუმ 30%-ს არ გამოიყენებს სათამაშოდ ან თამაშის პროცესში ადმინისტრაციის მიერ შემჩნეული იქნება შეთანხმებული თამაში - ხელოვნური წაგება ან ხელოვნური მოგება. კომპანია იტოვებს უფლებას ასეთ მომხმარებლებს შეუზღუდოს ანგარიშით სარგებლობის უფლება მინიმუმ 60 დღით, რათა დადგინდეს კონკრეტული მოთამაშეების ამ ქმედების მიზეზი და ასევე კომპანია იტოვებს უფლებას ამ ტიპის თანხების გაცემის შემთხვევაში მოთამაშეს ჩამოაჭრას გატანილი თანხის 10%.
თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ მოთამაშეები იყენებენ კოლექტიური თამაშის მეთოდს (შეთქმულება), კომპანია იტოვებს უფლებას ჩაატაროს ამგვარი ფაქტების გამოძიება, რომლის დროსაც მას შეუძლია დაბლოკოს შემჩნეული პირების ანგარიშები და განუსაზღვრელი ვადით ჩამოართვას ასეთ მომხმარებლებს მათი სარგებლობის უფლება.
www.lider-bet.com- ის სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებელი პირადად არის პასუხისმგებელი სისტემით სარგებლობის პროცესში მომსახურეობის მისაღებად თავისი სატელეკომუნიკაციო საშუალებებისა და ინტერნეტის გამართულ მუშაობაზე. წინააღდმეგ შემთხვაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებელსა და კომპანიის ქსელში წარმოქმნილი ხარვეზის გამო მოთამაშეზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. მომსახურების მიღების მთელი პერიოდის განმავლობაში "მოთამაშე" იძლევა გარანტიას და აცხადებს თანხმობას შემდეგზე:
თამაშის შედეგად არსებობს მოთამაშის მიერ ფულადი სახსრების წაგების რისკი და კომპანია პასუხისმგებელი არ არის ასეთი სახის ზიანზე;
მოთამაშე თავისი ნებით თანხმდება მომსახურების მიღებაზე, ამასთან თამაშის ტიპს არჩევს თვითონ მოთამაშე;
მოთამაშე იღებს ერთპიროვნულ ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს ყოველგვარი გადასახადები და მოსაკრებლები, რომლებიც
შეიძლება დაერიცხოს მისთვის გაცემულ მოგებულ თანხებს;
მოთამაშე პასუხისმგებელია მომსახურეობის მისაღებად საჭირო თავისი სატელეკომუნიკაციო საშუალებებისა და ინტერნეტის გამართულ მუშაობაზე
კომპანია არავითარ შემთხვევაში არ აგებს პასუხს პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობაზე, ვირუსებზე, რომელთა შედეგად შეიძლება დაკარგულ იქნას მონაცემები ან სხვაგვარად დაზიანდეს თქვენი კომპიუტერი ან პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე კომპანია არ არის ვალდებული უზრუნველყოს დამატებითი ან სარეზერვო ქსელით და/ან სისტემებით.
ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზი განიხილება როგორც შტატგარეშე გარემოება (ისეთი, როგორიცაა მაგალითად: "No Spin", "Invalid Game", ინტერნეტ პროვაიდერიდან კავშირის დაკარგვა ა.შ.), ამ შემთხვევაში კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ასეთი გარემოების შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დადებული ყველა ფსონი ანულირებულად ჩათვალოს და შესაბამისად, დადებული ფსონები არ დაუბრუნოს მომხმარებელს დეპოზიტზე. ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ინტერნეტ–წყვეტა ან სხვა ტექნიკურ გაუმართაობა ხდება იმ ადგილებში, სადაც კომპანია სთავაზობს კომპიუტერზე ხელმწისაწვდომობას მომხმარებელს, მათ შორის კომპანიის ობიექტბში.
www.**[lider](http://www.lider-bet.com/)**-bet.com- ის სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებელის მიერ თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც კომპანიას მიადგება ფინანსური ან მორალური ზიანი, კომპანია იტოვებს უფლებას:
აუკრძალოს ფსონის დადება ან გააუქმოს უკვე დადებული ფსონი; გააუქმოს კლიენტის ანგარიში და მისი ფულადი ბალანსი; გააუქმოს და დაუბლოკოს სისტემასთან წვდომის უფლება;
მიმართოს სასამართლოს ნებისმიერი მის სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლის საეჭვო ქმედების აღსაკვეთად;
სასამართლოს გზით მოსთხოვოს მოთამაშეს მიყენებული ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება;
თამაშის დროს ტექსტური შეტყობინებების გაცვლისას მოთამაშეებს ეკრძალებათ უკანონო, უცენზურო, ამორალური ხასიათისბ მატარებელი, დამუქრების ხასიათის მატარებელი და სხვა მსგავსი ტექსტებისა და ერმინების გამოყენება. ეკრძალებათ ნებისმიერი სახის პროდუქციის ან/და მომსახურების რეკლამირება. ამ შემთხვევაში ორგანოზატორი იტოვებს უფლებას ცალმხრივად გათიშოს მოთამაშე.
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს რაიმე მიზეზის გამო არასწორად დაერიცხა თანხა, ის (მომხმარებელი) ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიის წარმომადგენლობას. ასეთი თანხის სისტემიდან გატანის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას ამ ფაქტის შესახებ მიმართოს შესაბამის ორგანოებს თანხის უკანონოდ მითვისების გამო და მოითხოვოს მომხმარებლისგან მატერიალური ზიანის აზღაურება. ამასთან არასწორად თანხის დარიცხვად ითვლება: მომხმარებლის ბალანსზე, რომელიც არ იყო გამოწვეული თამაშით, ფსონის მოგებით, სისტემის ნებისმიერი შეცდომის გამო ან სხვა არაკანონიერი გზით.
კომპანია იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ უარი უთხრას ნებისმიერ პირს www.lider-bet.com-ზე რეგისტრაციის გავლაზე და ფსონის დადებაზე. ამავდროულად არ მისცეს მას განმარტება უარის მიზეზზე.
კომპანია იტოვებს ინფორმაციის გადამოწმების უფლებას არაკანონიერი ქმედების თავიდან ასაცილებლად. აგრეთვე ვიტოვებთ უფლებას, ვაწარმოოთ კერძო გამოძიება იმ მიზნით, რომ დავადგინოთ ნამდვილად ხართ თუ არა საქართველოს მოქალაქე 25 წლის და ზემოთ და უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის და ზემოთ.
იმ შემთხვევაში თუ ხელმისაწვდომი არ არის მომხმარებლის ასაკის გადამოწმება, კომპანია ასევე იტოვებს უფლებას მოთამაშეს მოსთხოვოს ასაკის დადასტურება.
შესაძლოა შეჩერდეს მომხმარებელთა ანგარიშები და მათი თანხები იქნეს დაკავებული მანამ, სანამ გათვალისწინებული ასაკი არ იქნება დამტკიცებული.
იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს ხელი მიუწვდება ინტერნეტთან დაკავშირებულ კომპიუტერთან, შესაძლო არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ შეინახოთ თქვენი ანგარიშის ნომერი, მომხმარებლის სახელი და პაროლი საიდუმლოდ.
კომპანია არ დაუშვებს შეურაცხმყოფელ ქცევას მომსახურების მომხარებლების მხრიდან კომპანიის თანამშრომლების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია, თავისი შეხედულების და მიხედვით ჩათვლის, რომ მომხმარებლის ქცევა ტელეფონის, პირდაპირი ჩატით, ელ-ფოსტით ან სხვა საშუალებებით იყო შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომპანიის ნებისმიერი თანამშრომლისთვის, კომპანიას უფლება ექნება დაბლოკოს ან შეწყვიტოს მომხმარებლის ანგარიში კომპანიაში და ასეთ სიტუაციაში, კომპანიას არ ეკისრება არანაირი ვალდებულება დააბრუნოს ფულადი სახსრები, რომელიც შესაძლოა იყოს მომხმარებლის ანგარიშზე.
მკაცრად იკრძალება პროგრამული უზრუნველყოფის თავდაპირველი კოდის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შეცვლა, ადაპტირება, გადაყვანა, გადაკეთება, დეკომპილაცია, დარღვევა ან ნებისმიერი სხვა გზით მისი გამჟღავნების მცდელობა, ასევე აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებულების (დერივაციების) შექმნა, წარმოება ან გავრცელება.
კომპანიას შეუძლია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და გააუქმოს მოთამაშის ანგარიში (მათ შორის მისი მომმხარებლის სახელი და პაროლი) შეტყობინების გარეშე:
ა)თუ ნებისმიერი მიზეზით კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას შეწყვიტოს მომსახურების გაწევა ყველა ან მხოლოდ კონკრეტული მოთამაშისთვის;
ბ) თუ კომპანია თვლის, რომ მოთამაშემ დაარღვია წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულება;
გ) თუ მოთამაშემ არაკანონიერად გამოიყენა მომსახურება ან ასეთი გამოყენება ეწინააღმდეგება წინამდებარე წესების არსს; დ) ნებისმიერი სხვა მიზეზით, რომელსაც კომპანია მისაღებად თვლის.
თუ წინამდებარე შეთანხმება შეწყდება მოთამაშის მიერ წესების დარღვევის გამო, კომპანია არ კისრულობს ვალდებულებას აუნაზღაუროს მოთამაშეს თანხა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს მის ანგარიშზე და მოთამაშე არ იქნება უფლებამოსილი წაუყენოს პრეტენზიები კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით.
არც კომპანია (მათ შორის, მისი თანამშრომლები ან უფლებამოსილი პირები) და არც კომპნიის პარტნიორები, თუ მომწოდებლები არ არიან პასუხისმგებელი ნებისმიერ ზარალზე, გაშვებული მოგების ჩათვლით, რომელიც დადგა კომპანიის ან მათი შეცდომის მიზეზით.
მომხმარებელი ადასტურებს, რომ რეგისტრაციის დროს, ასევე გადახდის განხორციელებასთან დაკავშირებით ოპერაციების შესრულებისას კომპანიისთვის მიცემული ყველა მონაცემი არის სწორი, კანონიერი, ნამდვილი და სრული და შეესაბამება საკრედიტო/სადებეტო ბარათზე (ბარათებზე) ან სხვა გადახდის ანგარიშზე მითითებულ სახელს/სახელებს, რომელიც გამოყენებულ იქნება მომხმარებლის ანგარიშზე თანხის კრედიტირების ან ანგარიშიდან დეპოზიტებისთვის. თუ მომხმარებელი იყენებს საკრედიტო/სადებეტო ბარათს ან სხვა გადახდის მეთოდებს, რომელიც არ არის გაფორმებული მის პირად სახელზე, ჩვენ ჩავთვლით, რომ მომხმარებელმა მოიპოვა სრული თანხმობა მათი კანონიერი მფლობელისაგან კაზინოს მომსახურებებში მათი გამოყენების შესახებ. ჩვენ არ ვართ ვალდებული შევამოწმოთ ასეთი თანხმობა და არ ვკისრულობთ პასუხისმგებლობას თქვენს განცხადებებთან დაკავშირებით წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მომხმარებელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღმოჩნდება არასწორი, განზრახ მცდარი ან არასრული, მომხმარებელი არღვევს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე გარდა იმ ზომებისა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, კაზინო ინარჩუნებს უფლებას დახუროს თქვენი ანგარიშები.
საეჭვო ან თაღლითური გადახდის შემთხვევაში, მათ შორის მოპარული საკრედიტო ბარათების გამოყენების ან ნებისმიერი სხვა თაღლითური მოქმედების შემთხვევაში (მათ შორის ნებისმიერი უკუდარიცხული თანხა, გადახდის გაუქმება), კომპანია ინარჩუნებს უფლებას დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში, გააუქმოს გადახდა და მიიღოს მოგებული თანხები. კომპანიას უფლება აქვს აცნობოს ნებისმიერ რელევანტურ ორგანოს (მათ შორის საკრედიტო სააგენტოებს) ნებისმიერი თაღლითური გადახდის ან სხვა უკანონო მოქმედებების შესახებ და შეუძლია გამოიყენოს ინკასირების სამსახური ფულის დასაბრუნებლად. თუმცა, არცერთ შემთხვევაში, კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი საკრედიტო ბარათების უნებართვო გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა საკრედიტო ბარათები გამოცხადებულია მოპარულად თუ არა.
კომპანია უფლებას იტოვებს დაარიცხოს გადარიცხვის საკომისო მომხმარებლს, თუ მის ანგარიშზე ერთ რეგიონში შეიტანენ თანხას და ამ თანხის უცვლელი სახით გატანას ანგარიშიდან იგი მოითხოვს მეორე რეგიონში.
მომხმარებელი ვალდებული საიტზე რეგისტრაციის დროს სწორად მიუთითოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დახუროს მომხმარებლის ანგარიში და თანხა (მომხმარებლის მიერ საკუთარ ანგარიშზე შეტანილი სათამაშო თანხა, მოგებული თანხა და ა.შ) დაიტოვოს კომპანიის პირად ანგარიშზე.
განსაკუთრებული პირობები
კოეფიციენტთა სიის გამოქვეყნების მომენტიდან კომპანიას უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეცვალოს, შეამციროს, გაზარდოს ან/და საერთოდ გააუქმოს ნებისმიერი კოეფიციენტი.
ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზი განიხილება როგორც შტატგარეშე გარემოება და ამ შემთხვევაში კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ასეთი გარემოების შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას ფსონი გაუქმებულად ჩათვალოს.
იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს თანხა არასწორად დაერიცხა (მაგ. შედეგი შეცდომით იქნა შეტანილი) კომპანია იტოვებს უფლებას, მოახდინოს მოგებული თანხის ხელახალი გადაანგარიშება. იმ შემთხვევაში თუ გადაანგარიშების შემდეგ მოთამაშეს ექნება უარყოფითი ბალანსი, მოთამაშე ვერ დადებს ბილეთს ბალანსის შევსებამდე.
ყველა პრეტენზია და სადაო საკითხი განიხილება ელექტრონული ბილეთის დადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ მიიღება.
ნებისმიერი ფსონის შესახებ ინფორმაცია ინახება : www.lider-bet.com–iს მონაცემთა ბაზაში და სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრონულ არქივში შენახულ და დაცულ ჩანაწერს.
წინამდებარე წესებით გაუთვალისწინებელი დავის წარმოქმნის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერი სადავო სიტუაციის წამოქმნის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს დააყადაღოს მომხმარებლის ბალანსზე არსებული თანხა, ასეთი სადავო სიტუაციის ამოწურვამდე ან ნებისმიერი სახით გადაწყვეტამდე.
შპს ,,ლიდერ-ბეთ სლოტი “ იტოვებს უფლებას, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები წინამდებარე წესდებაში, რომელიც წერილობითი ფორმით შეთანხმებული იქნება შემოსავლების სამსახურთან. ცვლილებები გამოქვეყნდება საიტის ვებ - გვერდზე.
მხარეები არ აგებენ პასუხს წინამდებარე ვალდებულებების შეუსრულებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს–მაჟორის) გარემოებებით, და რომლებიც არ არის დამოკიდებული მხარეებზე. კერძოდ, სტიქიური უბედურებები, ავარიები, ხანძრები, მასობრივი არეულობები, სამხედრო მოქმედებები, კარანტინის გამოცხადება ან სხვა სახის უბედურებები, რომლებიც ხდება იმ რაიონებში, რომლებიც ოფიციალურად ითვლებიან ზემოხსენებული მოვლენების გავლენის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში, კომპანია არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ განცდილ დანაკარგებზე.
კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხიმგებლობას მომხმარებლის წინაშე, თუ მის მიერ განცდილი ზარალი გამოწვეულია კომპანია ან მომხმარებლის პროგრამულ უზრუნველყოფაში ნებისმიერი უნებართვო შეღწევით ან ზეგავლენით, რომელიც შეიძლება იყოს, მაგრამ არ შემოიფარგლება პროგრამული ვირუსებით, პროგრამული უზრუნველყოფის თუ მის მატარებელ მოწყობილობებზე ნებით თუ უნებლიეთ ზემოქმედებით, რასაც შედეგად დროის მცირე ან დიდ მონაკვეთში მისი გაუმართავი ან გაუთვალისიწინებელი ოპერირება მოჰყვება.
საიტზე განთავსებულ თამაშებთან დაკავშირებით შესაძლებელია მომხმარებელს მოუწიოს იმ წესების გაცნობა და დათანხმება, რომლებიც თვითონ ამ თამაშების მომწოდებლების მიერ არის შედგენილი; იმ შემთხვევაში, თუ ერთიდაიგივე სიტუაციას კომპანიის და მომწოდებლის წესები სხვადასხვანაირად არეგულირებს, უპირატესობა ენიჭება კომპანიის წესებს ჩვენი და მომხმარებლის ურთიერთობის დასარეგულირებლად.