1.რა ინფორმაციას ვაგროვებთ?
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ მაშინ როდესაც:
- რეგისტრირდებით ვებ-გვერდზე;
- მოგვმართავთ დახმარებისათვის ქოლცენტრის ან/და ონლაინ პლატფორმების გამოყენებით;
- შედიხართ სისტემაში და იწყებთ ვებ-გვერდის გამოყენებას;
- საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან.
ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაციის შედგება ორი ნაწილისაგან, კერძოდ ერთი ნაწილი არის პერსონალური ინფორმაცია, რომლის დაცვის ვალდებულებაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეკისრება შპს „ლიდერ ბეთ სლოტი“-ს, ხოლო მეორე ნაწილი არის თქვენთან დაკავშირებული არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია, რომელიც გროვდება თქვენს მიერ ჩვენი სერვისებით/პროდუქტებით სარგებლობისას (შემდგომში წოდებული როგორც „არაპერსონალური ინფორმაცია“).
1.1.პერსონალური ინფორმაცია;
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ შემდეგი ტიპის ინფორმაციას:
- საკონტაქტო მონაცემებს: თქვენი სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემებს: თქვენი პირადი ნომერი, პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ნომერი, დოკუმენტის გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა;დაბადების თარიღი, სქესი,ფოტოსურათი, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემები;
- ვებ-გვერდზე წვდომის მონაცემებს :მომხმარებლის სახელი და მომხამარებლის საიდენტიფიკაციო ნომერი;
- გადახდის სისტემის მონაცემებს: თქვენი საბანკო ანგარიშის ან/და საკრედიტო ბარათის ნომერი და/ან სხვა დეტალები, რათა მოგეცეთ შპს „ლიდერ ბეთ სლოტი“-ს სერვისების/პროდუქტების ყველა ფუნქცით (მაგ., ფსონების დადება) სარგებლობის შესაძელებლობა;
- ტექნიკური მოწყობილობების მონაცემებს: ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი იმ მოწყობილობის, პროგრამული უზრუნველყოფის ან აპარატურის შესახებ, რომელსაც შეუძლია თქვენი იდენტიფიცირება, (როგორიცაა UDID, IMEI, MAC მისამართი, ბრაუზერი, IP მისამართი და მონაცემები თქვენი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ) და რომელსაც თქვენ იყენებთ შპს „ლიდერ ბეთ სლოტი“-ს სერვისებით/პროდუქტებით სარგებლობისას;
- შპს „ლიდერ ბეთ სლოტი“-თან კომუნიკაციის ამსახველ/შემცველ მონაცემებს: თქვენს მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან/და ჩატის შეტყობინებების ჩანაწერებს;
- შპს „ლიდერ ბეთ სლოტი“-ს სერვისებით/პროდუქტებით სარგებლობის მონაცემებს: ინფორმაციას თქვენი ონლაინ აქტივობისა და ქცევის შესახებ, შპს
ლიდერ ბეთ სლოტი“-ს სერვისებით/პროდუქტებით სარგებლობისას
ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მესამე პირების შესახებ, რომელსაც თქვენ მიაწვდით შპს „ლიდერ ბეთ სლოტი“-ს უნდა განახორციელოთ ამ პირის თანხმობის საფუძველზე.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ მოგვაწოდებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია ჩვენ უარი გითხრათ/შეგიზღუდოთ წვდომა ჩვენს სერვისებზე და პროდუქტებზე.
1.2.არაპერსონალური ინფორმაცია
ჩვენს მიერ შეგროვებული არაპერსონალური ინფორმაცია შეიცავს ტექნიკური გამოყენების ინფორმაციას და შეიძლება მოიცავდეს მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს თქვენი ოპერაციული სისტემის, ეკრანის გარჩევადობის, კლავიატურის ენის, „დაწკაპუნების“ რაოდენობის, ვებ-გვერდით სარგებლობის დროის,უსაფრთხოებისა და თაღლითობის აღმოჩენის/პრევენციის მიზნით გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის და თამაშების შესახებ მონაცემებს.