ბილიარდი - პრე-მატჩი და სუპერლაივი
სნუკერი - ბილიარდის სახესხვაობა, სადაც გამარჯვებულია ის მონაწილე რომელიც თამაშის წესების გათვალისწინებით, რაც შეიძლება მეტი ბურთის ჩაგდებით დააგროვებს მეტ ქულას. მატჩი შედგება ფრეიმებისაგან.
- ფსონები მიიღება წყვილში დასახელებული მონაწილეებიდან რომელიმეს გამარჯვებაზე - მატჩის შედეგი 1-2.
- თუ მოცემულია ფსონის ტიპი - მატჩის შედეგი: 1-X-2, ფსონები მიიღება ფრეს გათვალისწინებით.
პოზიციების აღწერა
ტურნირში გამარჯვება
იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე გამოეთიშება ტურნირს, მასზე დადებული ფსონი ჩაითვლება წაგებულად.
მოთამაშის გამარჯვება
ფსონი მიიღება მოთამაშის გამარჯვებაზე. მოთამაშე გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ ის გადავა ტურნირის შემდეგ ეტაპზე.
ფსონების დაფიქსირების და გაუქმების წესები
- თუ მატჩი გადაიდო და არ ჩატარდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ფსონები გაუქმდება ყველა პოზიციაზე.
- თუ მატჩი შეწყდა, ჩაიშალა და არ გაგრძელდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ის პოზიციები, რომლებიც გარკვეული იყო მატჩის ჩაშლის მომენტისთვის, ჩაითვლება დაფიქსირებულად, ხოლო გაურკვეველ პოზიციებზე ფსონი გაუქმდება და კოეფიციენტი 1.0-ის ტოლი იქნება.