პლაჟის ფეხბურთი
პლაჟის ფეხბურთი - გუნდური თამაში, სადაც ორი გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს მოწინააღმდეგის კარში ბურთის გასატანად.
ფსონები დაითვლება მატჩის ძირითადი დროის მიხედვით, ოვერტაიმის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა პროგრამაში დამატებით ფიქსირდებოდეს განსხვავებული პირობები.
პოზიციების აღწერა
ძირითადი შედეგი
გამოსაცნობია მატჩის შედეგი - რომელიმე გუნდის მოგება ან ფრე.
ორმაგი შედეგი
გამოსაცნობია ორმაგი შედეგი მატჩში:
- 1X - პირველი გუნდის მოგება ან ფრე
- X2 - მეორე გუნდის მოგება ან ფრე
- 12 - პირველი ან მეორე გუნდის მოგება
ჰანდიკაპი
შედეგი განისაზღვრება ტოტალიზატორის მიერ მითითებული შესაბამისი ჰანდიკაპის გათვალისწინებით.
მაგალითად:
- (0:1)1 -**** პირველი გუნდი მოიგებს მინიმუმ**** ორი გოლის სხვაობით
- (0:1)X - პირველი გუნდი მოიგებს ზუსტად ერთი გოლის სხვაობით
- (0:1)2 - პირველი გუნდი ვერ მოიგებს
ტოტალი
გამოსაცნობია, გოლების რაოდენობა მატჩში ან კონკრეტულ პერიოდში, მეტია თუ ნაკლები მითითებულ ტოტალზე.
ფსონების დაფიქსირების და გაუქმების წესები
- თუ მატჩი გადაიდო და არ ჩატარდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ფსონები გაუქმდება ყველა პოზიციაზე.
- თუ მატჩი შეწყდა, ჩაიშალა და არ გაგრძელდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ის პოზიციები, რომლებიც გარკვეული იყო მატჩის ჩაშლის მომენტისთვის, ჩაითვლება დაფიქსირებულად, ხოლო გაურკვეველ პოზიციებზე ფსონი გაუქმდება და კოეფიციენტი 1.0-ის ტოლი იქნება.