სარჩევი
LIVE კაზინო
ლიდერბეთ სლოტი**(ლიდერ რულეტი-LEADER Roulette)**
ელექტრონული რულეტკა:
რულეტი არის მარტივად სასწავლი და ამავე დროს საინტერესო თამაში. ის გაძლევთ საშუალებას განათავსოთ თამაშში მრავალფეროვანი ფსონები და კომბინაციები.
რულეტის ბორბალს გააჩნია 36 ციფრი 1-დან 36-ის ჩათვლით და ასევე 0. ყოველ ციფრს მინიჭებული აქვს სპეციალური ფერი- შავი ან წითელი, ხოლო 0 აღნიშნულია მწვანედ.
თამაში იწყება მაშინ, როდესაც მოთამაშე ან მოთამაშეები განათავსებენ თავიანთ ფსონებს სპეციალური ციფრებით აღნიშნულ მაგიდაზე, რომელიც რეალურად ასახავს იგივე ციფრებს, რაც განთავსებულია რულეტის ბორბალზე. თამაშში ფსონების მიღების შეწყვეტის შემდეგ რულეტის აპარატი აგორებს თეთრ ბურთს, რულეტის ბორბალის ტრიალის საწინააღმდეგო მიმართულებით. ფსონების მიიღება წყდება რულეტის მიერ ბურთის გაგორების მომენტამდე. ამ დროს რულეტის აპარატი აცხადებს, რომ ფსონები აღარ მიიღება (no more bets) ეს ნიშნავს, რომ მოთამაშეებს აღარ აქვთ ფსონების დადების უფლება. ამის შემდეგ ბურთი ვარდება რომელიმე ციფრზე, რაც ნიშნავს რომ ეს ციფრი ამ გაგორებისთვის არის მომგებიანი, რომლის მიხედვითაც უკვე ფსონების პროპორციიდან გამომდინარე ხდება მოგებების გადახდა მოგებულ მოთამაშეებზე, ხოლო წაგებული მოთამაშეების თანხა ეკუთვნის კაზინოს.
რულეტის თამაშისას მოთამაშეები შეზღუდული არიან მინიმალური და მაქსიმალური ფსონის ოდენობებში, რაც ნიშნავს, რომ მოთამაშეებს არ შეუძლიათ კაზინოს მიერ დაწესებულ მინიმალურ ფსონზე დაბალი და მაქსიმალურ ფსონზე მაღალი ფსონის დადება. მინიმალური და მაქსიმალური ფსონები განისაზღვრება კაზინოს მიერ ინდივიდუალურად.
დენომინაციების არჩევა მოთამაშეს შეუძლია მისი შეხედულებისამებრ 0,01 თეთრიდან 0,50 თეთრის ჩათვლით. თითოეულ დენომინაციას გააჩნია თავისი მინიმალური და მაქსიმალური თანხის ლიმიტები, რომლებიც განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
| ფსონი | ფსონის ოდენობა |
|---|---|
| ციფრი | მინ კოეფ * 20 |
| 2 - ციფრი (სპლიტი) | მინ კოეფ * 40 |
| 3 - ციფრი | მინ კოეფ * 60 |
| 4 - ციფრი (კუთხე) | მინ კოეფ * 80 |
| 6 - ციფრი | მინ კოეფ * 120 |
| სექცია (12 ციფრი) | მინ კოეფ * 100 |
| სვეტი (12 ციფრი) | მინ კოეფ * 100 |
| 1 - 18 ან 19 - 36 | მინ კოეფ * 200 |
| კენტი ან ლუწი | მინ კოეფ * 200 |
| ფერი (შავი ან წითელი) | მინ კოეფ * 200 |
ქვემოთ მოცემულია მაგალითი თუ რა პრინციპით ხდება მოგების გადახდა მოთამაშის მიერ დადებულ ფსონზე,თუ რათქმაუნდა დაფიქსირდა მოთამაშისთვის სასურველი ციფრი:
| ფსონი | ფსონზე გადახდა |
|---|---|
| ციფრი | 35 : 1 |
| 2 - ციფრი (სპლიტი) | 17 : 1 |
| 3 - ციფრი | 11 : 1 |
| 4 - ციფრი (კუთხე) | 8 : 1 |
| 6 - ციფრი | 5 : 1 |
| სექცია (12 ციფრი) | 2 : 1 |
| სვეტი (12 ციფრი) | 2 : 1 |
| 1 - 18 ან 19 - 36 | 1 : 1 |
| კენტი ან ლუწი | 1 :1 |
| ფერი (შავი ან წითელი) | 1 : 1 |
1 ციფრი - ეს არის ნებისმიერი ციფრი მაგიდაზე
2 ციფრი (სპლიტი) -ნიშნავს, რომ მოთამაშე დებს ფსონს 2 ციფრზე ერთდროულად ანუ მისი ფსონი იყოფა ორ ციფრზე თანაბრად. ფსონი იდება მათი გადაკვეთის ადგილას.
3 ციფრი - ნიშნავს, რომ მოთამაშეს შეუძლია ფსონი განათავსოს ერთმანეთის გვერდით მდებარე სამ ციფრზე ერთდროულად, ანუ ფსონი იდება მათი გადაკვეთის ადგილას.
4 ციფრი (კორნერი) - ნიშნავს, რომ ფსონი იდება 4 ერთმანეთის გვერდით განლაგებული ციფრების საერთო შეხების ადგილას. მაგ: თუ ფსონს განათავსებთ 11, 12, 14, 15 ციფრების საერთო შეხების ადგილზე.
6 ციფრი - ნიშნავს, რომ ფსონი იდება ამ 6 ციფრიდან ერთ-ერთის მოსვლის ალბათობაზე. ამისათვის უნდა მონიშნოთ მაგიდის ბოლოში ორი 3 ციფრიანი სვეტის გადაკვეთის კუთხე და განათავსოთ თქვენთვის სასურველი ფსონი. (მაგ: 31, 32, 33, 34, 35, 36 ფსონის დადებისას ჩიპი დაიდება 31-ისა და 34 ის გადაკვეთის კუთხესთან)
სექცია (12 ციფრი) - ამ ტიპის ფსონის დადებისთვის არსებობს სამი ვარიანტი. პირველი ეს არის - 12 ციფრიანი სექცია, რომელიც მოიცავს ციფრებს 1-დან 12 -მდე, მეორე - 12 ციფრიანი სექცია, რომელიც მოიცავს ციფრებს 13-იდან 24 -მდე და მესამე 12 ციფრიანი სექცია, რომელიც მოიცავს ციფრებს 25-იდან 36-მდე .
სვეტი (12 ციფრი) - ამ ტიპის ფსონის გაკეთებისთვის რულეტზე არსებობს სამი გზა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მაგიდა დაყოფილია 3 სვეტად
პირველი სვეტი: 1, 4, 7, 10, 13, 16, 19, 22, 25, 28, 31, 34
მეორე სვეტი: 2, 5, 8, 11, 14, 17, 20, 23, 26, 29, 32, 35
მესამე სვეტი: 3, 6, 9, 12, 15, 18, 21, 24, 27, 30, 33, 36
ანუ მოთამაშე განათავსებს ფსონს იმის ალბათობაზე, რომ მისთვის სასურველი სვეტიდან ამოვა ერთ-ერთი ციფრი.
1-18 ან 19-36 - ნიშნავს, რომ ციფრი,რომელიც ამოვა, იქნება მითითებული შუალედიდან ერთ-ერთში.
კენტი ან ლუწი - ნიშნავს, რომ ამოსული ციფრი იქნება კენტი ან ლუწი
შავი ან წითელი - ნიშნავს, რომ ამოსული ციფრი იქნება შავი ან წითელი
www.lider-bet.com –ზე თქვენ შეგიძლიათ რულეტკის თამაშისას განათავსოთ მინიმუმ 0.01 ლარიანი ფსონი და მაქსიმუმ 100 ლარიანი ფსონი ციფრზე. ყოველ კომბინაციაზე ფსონების რაოდენობა განისაზღვრება თამაშის ლოგიკიდან გამომდინარე.