სარჩევი
სპორტი
ჩოგბურთის თამაშები ტარდება კორტზე, ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში.
ფორები და ტოტალი ითვლება გეიმების მიხედვით:
თუ მოთამაშე უარს განაცხადებს მონაწილეობაზე ან დისკვალიფიცირებული იქნება მატჩის დაწყებამდე, დადებული ფსონები გაბათილდება.
თუ რომელიმე მატჩზე შეხვედრის დასრულებიდან მომდევნო დღის ბოლომდე არ მოიძებნა ისეთი სტატისტიკა, როგორიც არის - ორმაგი შეცდომა, ეისები, ბრეიკები და ა.შ., მატჩზე დადებული ფსონები გაუქმდება.
პრე-მატჩში, ჩოგბურთში წყვილთა შეხვედრებში და ზოგიერთ ტურნირზე ერთეულთა შეხვედრებშიც, გადამწყვეტ სეტში გათამაშებული „სუპერ ტაი-ბრეიკი“ ითვლება სეტად, რომლის ფორა, ტოტალი, აგრეთვე თამაშში მითითებული სხვა პოზიციებიც განისაზღვრება მოგებული ქულების მიხედვით.
მაგალითად :
თუ შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით - 6:2; 3:6; 10:7, მატჩის შედეგია - 2:1, ხოლო გეიმების ტოტალი - 34 ანუ 19:15.
თამაშის ფორმატის შეცვლის შემთხვევაში, მაგალითად, თუ სამსეტიანი შეხვედრა შეიცვალა ხუთიანად ან პირიქით, ფსონი გაუქმდება ყველა პოზიციაზე გარდა შემდეგი პოზიციებისა:
ფსონების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს:
მიუხედავად იმისა, თუ სად ტარდება ტურნირი, არ აქვს მნიშვნელობა წყვილში რომელი მოთამაშე იქნება დასახელებული პირველ და მეორე პოზიციაზე.
დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ან თუ ტრავმის ან სხვა მიზეზის გამო მოთამაშე დანებდება ან უარს იტყვის მატჩის გაგრძელებაზე, ფსონების დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად - ფსონები გათამაშებულად ჩაითვლება იმ პოზიციებზე, რომლებიც მატჩის შეჩერების მომენტისთვის ცალსახად განსაზღვრულია და რომლებზეც მატჩის სრულად ჩატარება გავლენას ვერ იქონიებდა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო ის.
ფსონები გაბათილდება იმ პოზიციებზე, რომლებზეც მატჩის სრულად ჩატარებას გავლენის მოხდენა შეეძლო.
მაგალითი 1:
თუ პირველი სეტის ანგარიშია 3:3 და მოთამაშე უარს ამბობს მატჩის გაგრძელებაზე ან დისკვალიფიცირებულია, პოზიციები დაითვლება შემდეგნაირად:
არსებული მაგალითის მიხედვით, რადგან მატჩის შეწყვეტას საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა შეეძლო, ფსონი გაბათილდება შემდეგ პოზიციებზე: 9.5 ტოტალი პირველ სეტში, 2.5 ფორა პირველ სეტში, 19.5 ტოტალი მატჩში, 4.5 ფორა მატჩში, მატჩის გამარჯვებული და ა.შ.
მაგალითი 2:
ფედერერის უარის ან დისკვალიფიკაციის გამო, ფედერერი-ჯოკოვიჩის სამ სეტიანი მატჩი შეწყდა ანგარიშზე - 6:2; 2:6; 3:0. ასეთ შემთხვევაში, დაფიქსირდება პირველი და მეორე სეტის შედეგი, ხოლო მესამე სეტის შედეგი გაბათილდება და ფსონები დაითვლება შემდეგნაირად:
ამ მაგალითის მიხედვით, სეტების რაოდენობა დაითვლება შემდეგნაირად:
პოზიციაზე 2 ან 3 სეტი, მოგებულია - 3 სეტი. ვინაიდან 2 სეტი უკვე დასრულებული იყო, შესაბამისად წაგებულია 2 სეტი.
მაგალითი 3:
ჯოკოვიჩის უარის ან დისკვალიფიკაციის გამო, ფედერერი-ჯოკოვიჩის ხუთ სეტიანი მატჩი შეწყდა ანგარიშზე - 6:2; 2:6; 0:2. ასეთ შემთხვევაში, რადგან მატჩში მინიმალური ქულების რაოდენობა იქნებოდა 28 (6:2, 2:6, 0:6, 0:6), ფსონები დაითვლება შემდეგნაირად:
ხოლო სეტების რაოდენობა დაითვლება შემდეგნაირად:
იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო მატჩი შეწყდა და გეიმი არ დასრულდა, გეიმზე ფსონები გაბათილდება.
გეიმების რაოდენობის მიხედვით, ზუსტი ანგარიში დაითვლება შემდეგნაირად: თუ მოთამაშეს ეწერა გეიმების რაოდენობა - 6:2 და თამაში დასრულდა ან შეწყდა ანგარიშზე - 5:3, ფსონი ჩაითვლება წაგებულად, რადგან მოწინააღმდეგის მიერ აღებული გეიმი იყო 3 და არა 2, ტაი-ბრეიკი ჩაითვლება ერთ გეიმად.
გამოსაცნობია, მოიგებს თუ არა მატჩის კონკრეტული მოთამაშე მინიმუმ ერთ სეტს.
ერთდროულად გამოსაცნობია, როგორ დამთავრდება მატჩის პირველი სეტი და მატჩი - 1/1; 1/2; 2/1; 2/2.
მაგალითად :
გამოსაცნობია, იქნება თუ არა ტაი-ბრეიკი მოცემულ სეტში.
გამოსაცნობია, იქნება თუ არა ტაი-ბრეიკი მატჩში.
ფსონი - “კი”: მატჩის რომელიმე სეტი უნდა დამთავრდეს ანგარიშით - 6:0 ან 0:6. ფსონი - “არა”: მატჩში არცერთი სეტი არ უნდა დამთავრდეს ანგარიშით - 6:0 ან 0:6.
გამოსაცნობია, ყველაზე შედეგიანი სეტის გეიმების ჯამი ნაკლები იქნება თუ მეტი მითითებულ ტოტალზე.
გამოსაცნობია, ყველაზე ნაკლებად შედეგიანი სეტის გეიმების ჯამი ნაკლები იქნება თუ მეტი მითითებულ ტოტალზე.
გამოსაცნობია, მითითებული მოთამაშე პირველი მოიგებს თუ არა 3 ან 5 გეიმს.
გამოსაცნობია, რამდენი ბრეიკი იქნება მატჩში. ტაი-ბრეიკში გათამაშებული ბრეიკები არ ჩაითვლება.
გამოსაცნობია, რამდენი სეტბოლი იქნება პირველ სეტში. ჩაითვლება ტაი-ბრეიკში დაფიქსირებული სეტბოლიც.
გამოსაცნობია, რამდენი მატჩბოლი იქნება მატჩში. ჩაითვლება ტაი-ბრეიკში დაფიქსირებული მატჩბოლიც.
გამოსაცნობია ქულების ან წუთების რაოდენობის მიხედვით ყველაზე ხანგრძლივი გეიმი. ტაი-ბრეიკი და სუპერ ტაი-ბრეიკი არ ჩაითვლება.
გამოსაცნობია წუთების რაოდენობის მიხედვით ყველაზე ხანგრძლივი გეიმი. ითვლება მხოლოდ სრული სათამაშო წუთების რაოდენობა.
გამოსაცნობია წუთების მიხედვით პირველი სეტის ხანგრძლივობა. ითვლება მხოლოდ სრული სათამაშო წუთების რაოდენობა.
გამოსაცნობია წუთების მიხედვით მატჩის ხანგრძლივობა. ითვლება მხოლოდ სრული სათამაშო წუთების რაოდენობა.
სუპერლაივში, წყვილთა შეხვედრებში და ზოგიერთ ტურნირზე ერთეულთა შეხვედრებშიც, გადამწყვეტ სეტში გათამაშებული „სუპერ ტაი-ბრეიკი“ ითვლება სეტად, რომელიც შედგება ერთი გეიმისაგან. მაგალითად: თუ შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით - 6:2; 3:6; 10:7, მატჩის შედეგია 2:1, ხოლო ტოტალი 18 (10:8=18).
იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე წყვეტს თამაშს ან უარს აცხადებს მასში მონაწილეობაზე, ყველა განუხორციელებელი ფსონი გაბათილდება.
რაიმე ისეთი დაყოვნების შემთხვევაში, როგორიცაა წვიმა, სიბნელე, ყველა პოზიცია შეჩერდება და ფსონების მიღება გაგრძელდება მატჩის განახლების მომენტიდან.
თუ დამატებითი ფსონები გაკეთდა მატჩის არასწორი - ორ წუთზე მეტი დროის მითითებით, ტოტალიზატორი იტოვებს ფსონების გაბათილების უფლებას.
თუ წყვილის, მოთამაშის ან მოთამაშეების სახელები არასწორად არის მითითებული, ტოტალიზატორი იტოვებს ფსონების გაბათილების უფლებას.
გამოსაცნობია გამარჯვებული, კონკრეტული გეიმის მოცემულ სეტში.
მაგალითად:
ფედერერი-ნადალის მე-9 გეიმი მე-2 სეტში ნიშნავს, რომ საუბარია კონკრეტულად მეორე სეტის მეცხრე გეიმზე და არა საერთო მატჩის მეცხრე გეიმზე.
ფსონი იდება ზედიზედ ორი გეიმის მოგებაზე. მაგალითად, ვინ მოიგებს მეორე სეტის მესამე და მეოთხე გეიმს.
მაგალითად:
მატჩი - ფედერერი-ნადალი, შეწყდა და არ დასრულდა მეორე სეტის მეცხრე გეიმში. ე.ი. ფიქსირდება ყველა სეტი და ყველა გეიმი, რომლის შედეგიც უკვე გარკვეული იყო. შესაბამისად, უქმდება სხვა დანარჩენი შედეგი, მათ შორის, მეცხრე გეიმის შედეგიც.
გამოსაცნობია, ვინ გახდება მატჩის გამარჯვებული.
გამოსაცნობია გეიმების რაოდენობა მატჩში ან რომელიმე კონკრეტულ სეტში, ნაკლები იქნება თუ მეტი მითითებულ ტოტალზე.
გამოსაცნობია, რომელი მოთამაშე მოიგებს პროგრამაში მითითებულ სეტს.
გამოსაცნობია, რა ანგარიშით დასრულდება პროგრამაში მითითებული კონკრეტული სეტი.
გამოსაცნობია, რამდენი სეტი ჩატარდება მატჩში.
გამოსაცნობია, იქნება თუ არა ტაი-ბრეიკი მატჩში ან კონკრეტულ სეტში.