სარჩევი
სპორტი
ხელბურთი - გუნდური სპორტული თამაში, სადაც შვიდი მოთამაშისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაშობენ მხოლოდ ხელით და ცდილობენ მოწინააღმდეგის კარში გაიტანონ მეტი ბურთი.
ფსონები დაითვლება მატჩის ძირითადი დროის მიხედვით, ოვერტაიმის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა პროგრამაში დამატებით ფიქსირდებოდეს განსხვავებული პირობები.
ჩინეთის ჩემპიონატებსა და ზოგიერთ ტურნირზე, მატჩი დასრულებულად ცხადდება თუ რომელიმე გუნდი იგებს 15 გოლიანი უპირატესობით. ამ შემთხვევებში, დაფიქსირებული ანგარიში ჩაითვლება მატჩის საბოლოო შედეგად.
გამოსაცნობია მატჩის შედეგი - რომელიმე გუნდის მოგება ან ფრე.
გამოსაცნობია ორმაგი შედეგი პირველ, მეორე, ტაიმში ან მატჩში:
შედეგი განისაზღვრება ტოტალიზატორის მიერ მითითებული შესაბამისი ჰანდიკაპის გათვალისწინებით.
გამოსაცნობია რამდენ ქულიანი სხვაობით მოიგებს გუნდი:
გამოსაცნობია, რომელი გუნდი გაიტანს უფრო ადრე, პროგრამაში მითითებული გოლების რაოდენობას. ფსონი უქმდება თუ ვერცერთმა გუნდმა ვერ გაიტანა გოლების მითითებული რაოდენობა და არჩევანში არ არის მითითებული - “ვერცერთი”. შედეგი დაითვლება ოვერტაიმის ჩათვლით, თუ პოზიციაზე მითითებულია - (OT).
გამოსაცნობია, ვინ გაიტანს კონკრეტული რაოდენობის გოლს. ამ პოზიციაზე ფსონები დაითვლება ოვერტაიმის ჩათვლით და მატჩის შემდგომი, 7 მეტრიანი პენალტების სერიის გარეშე.