სარჩევი
სპორტი
ბეისბოლი - გუნდური სპორტული თამაში ბურთით და კეტით. შეჯიბრებაში მონაწილეობს ორი გუნდი. ბეისბოლის მატჩი შედგება დროის მონაკვეთებისგან, რომელსაც ინინგი ეწოდება. ერთი ინინგი იყოფა ნახევარ ინინგებად. მოთამაშეებმა უნდა ითამაშონ 9 ინინგი - 18 ნახევარინინგი. მატჩს ყოველთვის იწყებს მეორე გუნდი.
იმ შემთხვევაში, თუ მეორე გუნდი თავის ბოლო ნახევარინინგით - მეცხე ინინგში ვერ შეძლებს ანგარიშის გათანაბრებას, პირველი გუნდი აღარ თამაშობს მე-9 ინინგში თავის ნახევარინინგს. შესაბამისად, თამაში დასრულებულად ითვლება და ეს არ შეიძლება გახდეს სადავო საკითხის წარმოქმნის წინაპირობა.
ბეისბოლის მატჩი როგორც წესი 9 ინინგი გრძელდება, თუმცა შესაძლებელია დაიგეგმოს 7 ინინიგიანი მატჩებიც. იშვიათ შემთხვევაში ასევე გვხვდება 5, 6 და 8 ინინგიანი მატჩები. თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მატჩი დაგეგმილია X ინინგზე, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ზუსტად ამ რაოდენობის ინინგი გაიმართება. მატჩი შესაძლოა ნაადრევად შეწყდეს ამინდის პირობების გამო და მიუხედავად იმისა, რომ სრული რაოდენობის ინინგი არ ჩატარდა, შედეგი მაინც ოფიციალურად ჩაითვლება. მატჩში შეიძლება ჩატარდეს დაგეგმილ რაოდენობაზე მეტი ინინგი, თუ ანგარიშები გათანაბრებულია და საჭირო გახდა ექსტრა ინინგი.
ფსონები დაითვლება მატჩის საბოლოო შედეგის მიხედვით, ექსტრა ინინგის ჩათვლით. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა პროგრამაში დამატებით ფიქსირდებოდეს განსხვავებული პირობები.
ფსონი იდება რანების ჯამური რაოდენობის მეტ-ნაკლებობაზე.
გუნდის უპირატესობა ან ჩამორჩენა, რომელიც გამოხატულია რანების რაოდენობით.
მხედველობაში მიიღება პირველი ინინგიდან მეხუთე ინინგის ჩათვლით დაფიქსირებული შედეგი, ტოტალი და ფორა.
მოთამაშეთა ინდივიდუალური ტოტალის ყველა ფსონი მიიღება ექსტრა ინინგების გათვალისწინებით.
გამოსაცნობია, რომელი გუნდი გახდება მატჩის გამარჯვებული. პოზიცია დაითვლება ექსტრა ინინგის ჩათვლით.
პრე-მატჩის შემთხვევაში, შედეგი დაფიქსირებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მატჩში ჩატარდა მინიმუმ 5 ინინგი (4.5 ინინგი თუ მატჩს იგებს მასპინძელი გუნდი) და შეხვედრა ოფიციალურად დასრულებულად ჩაითვალა.
გამოსაცნობია მატჩის შედეგი ძირითად დროში. ექსტრა ინინგები მხედველობაში არ მიიღება. მატჩში აუცილებლად უნდა ჩატარდეს დაგეგმილი ინინგების სრული რაოდენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფსონი გაუქმდება.
გამოსაცნობია, მატჩში დაფიქსირებული ჰიტების რაოდენობა მეტია თუ ნაკლებია მითითებულ ტოტალზე.
გამოსაცნობია, მატჩში დაფიქსირებული ჰოუმრანების რაოდენობა მეტია თუ ნაკლებია მითითებულ ტოტალზე.
იმ მატჩებისთვის, რომლებზეც შეწყალების წესი მოქმედებს, თუ მატჩი ნაადრევად დასრულდა ერთი გუნდის დამაჯერებელი და თითქმის გადაულახავი უპირატესობის გამო, პრე მატჩში ყველა პოზიცია გამოითვლება საბოლოო შედეგის მიხედვით. პოზიციები არ გაუქმდება მატჩის ნაადრევად დასრულების გამო. ლაივის შემთხვევაში, ყველა გადაუწყვეტელი ფსონი იქნება გაუქმებული.