სარჩევი
CRASH თამაშები
JetX განეკუთვნება ინტერნეტ ვიდეო-სლოტის კატეგორიას, რომელიც წარმოადგენს ფლეშ ტიპის ანიმაციას.
თამაშში ვიზუალურად, მოცემულია JetX-ის თვითმფრინავი, რომელიც ასაფრენი ბილიკიდან იღებს სტარტს და მიფრინავს კოეფიციენტების ვირტუალურ ღერძულაზე. რაუნდის მიმდინარეობისას, JetX-მა შეიძლება მიაღწიოს კონკრეტულ კოეფიციენტს ანუ სიმაღლეს, რომელიც განისაზღვრება შემთხვევითობის პრინციპით - მულტიპლიკატორის მეშვეობით, ან მოხდეს მისი აფეთქება, რის შედეგადაც რაუნდი დასრულდება ნებისმიერ შემთხვევაში.
რაუნდი იწყება, მას შემდეგ, რაც ამოიწურება ფსონების განთავსების დრო. ლობიში შესაძლებელია შემდეგი ღილაკების გამოყენება:
თითოეული რაუნდის დაწყებამდე შეიძლება განთავსდეს ორი დამოუკიდებელი ფსონი:
ორივე ტიპის ფსონის განაღდება მოხდება ცალ-ცალკე. ფსონის განთავსებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ დადებული ფსონები მონაწილეობას იღებს მომდევნო რაუნდში, რომელიც მომდევნო რაუდნის დაწყებამდე ექვემდებარება გაუქმებას.
ფსონ(ებ)ის განთავსების შემდეგ მოთამაშე თვალს ადევნებს სიმაღლეს, რომელსაც JetX-ის თვითმფრინავი მიაღწევს. JetX-ის მიერ მისაღწევი სიმაღლე წინასწარ არ არის განსაზღვრული, განისაზღვრება RNG-ზე დაყრდნობით და ის იცვლება 1.00X-დან, რაც გულისხმობს, რომ JetX შეიძლება აფეთქდეს ანუ რაუნდი დასრულდეს თამაშობის დაწყებისთანავე, მაქსიმალური მოგების კოეფიციენტამდე.
თამაშის მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელმა უნდა მოასწროს დადებული ფსონის განაღდება იქამდე, სანამ რაუნდი დასრულდება ანუ რა დროსაც მულტიპლიკატორი შეწყვეტს ზრდას და JetX-ის თვითმფრინავი აფეთქდება.
მოგების დასაფიქსირებლად შესაძლებელია შემდეგი ღილაკების გამოყენება:
რაუნდის მოგება დაანგარიშდება თამაშის შეწყვეტის მომენტში, JetX-ის თვითმფრინავის აფეთქებამდე, მულტიპლიკატორის მიღწეული ნიშნულისა და განთავსებული ფსონის ნამრავლით. მაგალითად, მომხმარებელმა განათავსა 5 ლარი და თამაში შეწყვიტა, როცა მულტიპლიკატორის ნიშნული იყო 10-ზე, მოთამაშე მოიგებს 50 ლარს - მულტიპლიკატორი (10X)*დადებულ ფსონზე (50₾).
რიგ შემთხვევებში, სათამაშო პროგრამის მიერ JetX-ის თვითმფრინავის „აფეთქება“ ხდება მულტიპლიკატორის 1.00X-ის ტოლ ნიშნულზე, რის შედეგადაც მომხმარებელი თამაშის ზოგიერთ რაუნდში ვერ ახერხებს მოგების მიღებას.
მოგება ავტომატურად აისახება მოთამაშის ბალანსზე.
თამაშის დეტალური აღწერილობა, განმარტებები, სტატისტიკები, კოეფიციენტების ისტორია და ინტერნეტკავშირის შეწყვეტის წესები, ასევე მოცემულია თამაშის საინფორმაციო სექციაში.