სარჩევი
პოკერი
ლიდერბეთ სლოტი**(ტეხასური პოკერი)**
ზოგადი მიმოხილვა: ტეხასური ჰოლდემი ითვლება პოკერის თამაშების ყველაზე პოპულარულ ტიპად. ამ თამაშის მიზანია ბანკის მოგება. მას იგებს ის მოთამაშე, რომელიც ქმნის საუკეთესო 5 კარტიან პოკერის ხელს, 2 დახურული კარტისა და 5 საერთო კარტის გამოყენებით. ტეხასურ ჰოლდემს თამაშობს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ათი მოთამაშე, 52 კარტიანი ბანქოს გამოყენებით.
თამაშის მიმდინარეობა: მოთამაშეებს ურიგდებათ 2 კარტი თითოეული ხელის დასაწყისში. ამ კარტს „ჯიბის“ კარტები ქვია, შემდეგ მაგიდაზე რიგდება 5 საერთო კარტი. მოთამაშეებს ამ 7 კარტიდან შეუძლიათ ნებისმიერის გამოყენება 5 კარტიანი კომბინაციის შესაქმნელად, რომელიც შესაბამისად იგებს ბანკს. თამაშის ნაირსახეობა ლიმიტირებულ პოკერში მაქსიმალური ფსონის გაზრდა ე.წ. „რეიზი“ შეთანხმებულია თამაშის დაწყებამდე. მაგალითად: 1/2 ლიმიტ თამაშში ბეთიც და რეიზიც 1-ია. ბოლო ორ რაუნდში ბეთი და რეიზი 2-ია. პოტ ლიმიტის 85 თამაშში ფსონის ე.წ. „ბეთის“ და რეიზის მაქსიმალური თანხა უნდა უდრიდეს იმ მთლიან თანხას, რაც ბანკშია იმჟამად. პოტ ლიმიტის პოკერის თამაშებში რეიზების რაოდენობა არ არის შეზღუდული. ულიმიტო თამაშებში ბეთების რაოდენობაც არ არის შეზღუდული. ყველა მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერი ბეთის ჩამოსვლა რაუნდში, რომელიც შეესაბამება მინიმალურ (დიდი ბლაინდის თანაბარ) ბეტს.
რაუნდები: ყოველი თამაში იყოფა 4 რაუნდად, რომელიც იქმნება ბლაინდებიდან შესული საწყისი ბანკით. პირველი მოთამაშე, რომელიც ჯდება მაგიდასთან ხდება დილერი და ენიჭება მრგვალი დისკი (დილერის დოლი). თამაში მიმდინარეობს საათის ისრის მიმართულებით, იმ მოთამაშიდან, რომელიც დილერის გვერდით ზის. დილერის დოლი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით მოთამაშიდან მოთამაშეზე თითოეულ ხელში.
ბლაინდები: დილერის გვერდით მარცხნივ მყოფი ორი მოთამაშე განათავსებს ბრმა ფსონებს ე.წ. “ბლაინდებს„ ბლაინდი (ბრმა - ინგლისურად). ეს ფსონები იძულებითია და იძლევა გარანტიას, რომ თამაშის დაწყებისათვის ბანკში არის თანხის რაღაც რაოდენობა. დილერის მარცხნივ მყოფი მოთამაშე განათავსებს „პატარა ბლაინდს“ და მის შემდგომ მყოფი მოთამაშე განათავსებს „დიდ ბლაინდს“, რომელიც ორჯერ აღემატება პატარა ბლაინდის რაოდენობას. მაგ: პატარა ბლაინდი თუ არის 1 მაშინ დიდი ბლაინდი უნდა იყოს 2. თუ მოთამაშეს არ აქვს საკმარისი ჩიპები ბლაინდის დასადებად, ის შედის ყველა ჩიპს (ოლინი). თუ თამაშში ორი მოთამაშეა, პატარა და დიდი ბლაინდის განთავსება მაინც უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში დილერი განათავსებს დიდ ბლაინდს და პირველი რაუნდი იწყება. პრე-ფლოპი. თითოეულ მოთამაშეს ურიგდება ორი კარტი დახურულად და ყველა მოთამაშე დაინახავს მხოლოდ თავის კარტებს. მოთამაშე, რომელიც მეორე მოთამაშის მარცხნივ არის, დაიწყებს სათამაშო რაუნდს. ამ მოთამაშეს შეუძლია:
გაასწოროს დიდი ბლაინდის რაოდენობის თანხა იგივე ქოლი.
გაზარდოს ფსონის რაოდენობა იგივე რეიზი.
დაყაროს კარტები და გავიდეს თამაშიდან იგივე ფოლდი
ამის გაკეთება შეუძლიათ სხვა მოთამაშეებს, როცა მოვა მათი რიგი ფსონის ჩამოსასვლელად, იმ დროს, როდესაც ფსონის ჩამოსვლის რიგი მოუწევს მოთამაშეს, რომელმაც დიდი ბლაინდი განათავსა მას შეუძლია გაატაროს, ე.წ. ჩექი თუ სხვა მოთამაშე მანამდე არ გაზრდის ფსონს. თუ სხვა ოპონენტი გაზრდის ფსონს( რეიზი), მოთამაშეს, რომელმაც დიდი ბლაინდი განათავსა, შეუძლია აირჩიოს ქოლი, რეიზი ან ფოლდი. როცა ყველა ფსონი გასწორდება, შეიქმნება საწყისი ბანკი და თამაში შემდეგ რაუნდში გადავა. პირველი სამი საერთო მაგიდის კარტი ე,წ, ფლოპი. ფლოპის დროს მაგიდაზე რიგდება სამი საერთო კარტი, რომლის გამოყენებაც ყველა მოთამაშეს შეუძლია. მოთამაშე, რომელმაც პატარა ბლაინდი განათავსა იწყებს რაუნდს და როცა ყველა ფსონი თანაბარია, თამაში გადადის შემდეგ რაუნდში. მე-4 საერთო კარტი (თერნი)-ს გადმობრუნების შემდეგ მაგიდაზე იწყება მესამე ვაჭრობის რაუნდი. მეხუთე კარტის დარიგებისას ე.წ. რივერი ბოლო რაუნდი იწყება და როცა ყველა ბეთი თანაბარია, დროა მოთამაშეებმა აჩვენონ თავიანთი კარტები. ჩვეულებრივ ბოლო მოთამაშე, რომელიც ფსონს ჩამოვიდა ბოლო რაუნდში, პირველი ხსნის კარტს. თუ ბოლო რაუნდში ყველა დარჩენილი მოთამაშე გააკეთებს ჩექს ( ე.ი არცერთი მოთამაშე ჩამოვა ფსონს); დილერის მარცხნივ მყოფი პირველი მოთამაშე, რომელიც არ გასულა თამაშიდან, გახსნის თავის კარტებს პირველი. საათის ისრის მიმართულებით ყველა მოთამაშე გახსნის კარტებს რიგის მიხედვით, თუ მოთამაშის ხელი უფრო სუსტია ვიდრე მიმდინარე მოგების ხელი, მოთამაშეს აქვს უფლება აჩვენოს ან დაყაროს კარტები. საუკეთესო 5 კარტიანი ხელი მოიგებს ბანკს. თუ მოთამაშეებს აქვთ თანაბარი სიძლიერის ხელი, ბანკი გაიყოფა, თითოეული მოთამაშე უკან წაიღებს შესულ თანხას და გაიყოფს ბანკს
თამაშის სპეციფიკა: გამოტოვებული ბლაინდის წესები. ეს წესი უზრუნველყოფს იმას, რომ მოთამაშეები არ შევიდნენ თამაშში გვიან პოზიციებზე და თავიდან აიცილონ ბლაინდების განთავსება. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშეს უნდა შემოსვლა ლოდინის გარეშე, მან უნდა განათავსოს შემოსვლის საფასური, რომელიც დიდი ბლაინდის ტოლია ან აირჩიოს შემდეგი: დიდი ბლაინდის განთავსება ან დალოდება დიდი ბლაინდის. თუ მოთამაშე გადაწყვეტს დაელოდოს დიდ ბლაინდს, ის ვერ შეუერთდება თამაშს მანამ, სანამ დიდი ბლაინდი არ დაუბრუნდება მის პოზიციას. თუ მოთამაშე იჯდა მაგიდასთან და შემდეგ გადაჯდა დიდი ბლაინდის გამოტოვების შედეგად, მას ასევე მოუწევს გამოტოვოს პატარა ბლაინდი და დილერის დოლი. „ოლინი“ თუ მოთამაშეს დაუმთავრდება ჩიპები, მას არ მოეთხოვება ეგრევე გავიდეს თამაშიდან, მას შეუძლია შევიდეს ’ოლინში’ ანუ ჩამოვიდეს დარჩენილი ჩიპები. თუ ეს მოხდება ბანკი გაიყოფა მთავარ და ცალკე ბანკად ყველა მომდევნო ფსონებით. თუ მოთამაშე, რომელიც ’ოლინ-ს” შევა ვერ მოიგებს, მოგებული მიიღებს ყველა ჩიპს ( ორივე მთავარ და ცალკე ბანკს). თუ მოთამაშე, რომელიც ოლინ-ში შევა მოიგებს, ის მიიღებს მთავარ ბანკს, მაგრამ გვერდითი ბანკი გადაეცემა მოთამაშეს, რომელიც მეორე „ადგილზე გავა“. თუ რამოდენიმე მოთამაშე შევა ’ოლინში’, შეიქმნება რამოდენიმე ცალკეული ბანკი. თუ მოთამაშე, რომელმაც მიიღო ოლინის ყველა ბეთი არ შევა ოლინს და ექნება ყველაზე მაღალი კარტების კომბინაცია გახსნისას, ის მიიღებს მთავარ და ცალკეულ ბანკს. თუ მოთამაშეს, რომელიც უკვე იყო ოლინ-ში, ეყოლება საუკეთესო კომბინაცია, ის მოიგებს იმ ბანკს, რომელიც მის ოლინ-ში შესვლამდე შეიქმნა. ყველა ოლინ-ის მოთამაშე, რომელსაც მაღალი კარტის კომბინაცია ექნება, შეუძლია მოიგოს მხოლოდ ის ბანკი, რომელზეც მას შენატანი აქვს. მაგიდის ფსონები ბაი-ინი არის თანხის რაოდენობა, რომელიც მოეთხოვება თითოეულ მოთამაშეს, რათა მონაწილეობა მიიღოს პოკერის თამაშში. ყველა ნაღდი ფულის თამაშს აქვს მინიმალური ბაი-ინი, რომელიც მოეთხოვება მოთამაშეს სანამ ის დაიწყებს თამაშს.
ბაი-ინი: პოკერის მინიმალური ბაი-ინის მოთხოვნა 20 ჯერ დიდია დიდ ბლაინდზე. აქ არ მოითხოვება მაქსიმალური ბაი-ინი. მაგალითად, 1/2 ლიმიტ თამაშში დიდი ბლაინდის ღირებულება არის 2, ასე რომ 86 მინიმალური ბაი-ინი არის 10x2. მაგიდის ფსონები. ყველა თამაშები და ტურნირები მაგიდის ფსონების წესების შესაბამისია. ჩიპის დამატება რაუნდის მსვლელობისას მოთამაშის სტეკზე შეუძლებელია. მოთამაშეებს ჩიპების დამატება შეუძლიათ მხოლოდ რაუნდებს შორის. როდესაც სხვა ტურნირები გთავაზობთ ხელახალ ყიდვას და დამატებებს, ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ხელის დასრულებისას სანამ, მომდევნო ხელი დაიწყება. თუმცა მოთამაშეებს შეუძლიათ დაიმატონ ჩიპები ხელის მსვლელობისას თუ ამ ხელს თვითონ არ თამაშობენ. მოთამაშეებს არ შეუძლიათ მაგიდიდან ჩიპების აღება თამაშის მსვლელობისას. ამის გაკეთება მხოლოდ თამაშიდან გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი ჩიპი დევს მაგიდაზე, ეს წესი მაინც მოქმედებს. მაგიდის ფსონების წესები შექმნილია თამაშის დასაცავად და თამაშის მსვლელობის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, თუ მოთამაშეს ექნებოდა უფლება ჩაედო რამოდენიმე ჩიპი თავის ჯიბეში ნებისმიერ დროს როცა ის წინ გავიდოდა, მაშინ თამაშისათვის მისაწვდომი ჩიპების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდებოდა.
მაგიდებზე ფიქსირებული რეიკი(ფსონის საკომისიო) მაგიდაზე არსებული ფსონების ჯამის (ბანკი) 5%-ია.
ზემოაღნიშნული წესები შესაძლებელია შეიცვალოს ადმინისტრაციის მიერ, რაც შეთანხმებული იქნება შესაბამის სამსახურთან.