სარჩევი
სპორტი
ფეხბურთის ყველა ფსონი მიიღება თამაშის რეგლამენტით დადგენილ**** “ძირითად დროში” რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძირითად დროს არ ეკუთვნის:
მატჩის მოვლენები - გოლები, აუტები, მოედანზე მიღებული ბარათები, კუთხურები და ა.შ. იანგარიშება ძირითად დროში და არა მისი დასრულების ან შესვენების დროს.
მაგალითად :
ძირითად დროში არ ჩაითვლება: მოედნის ფარგლებს გარეთ და მატჩის დასრულების შემდეგ მიღებული ბარათი, არ ჩამოწოდებული კუთხური, არ მოწოდებული აუტი და ა.შ.
გამონაკლისი :
პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მოედანზე ნაჩვენები წითელი ან ყვითელი ბარათი ითვლება არა პირველ ტაიმში, არამედ მეორე ტაიმში ნაჩვენებ ბარათად. შესაბამისად, აისახება მეორე ტაიმის სტატისტიკაში და ჩაითვლება მატჩის ბარათების საერთო რაოდენობაში.
თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ბილეთში კონკრეტული პოზიციის შედეგს, უნდა მოგვაწოდოს ვიდეოჩანაწერი, ოფიციალური ვებსაიტის ან ლაივ კომენტარების ბმული, რის შემდეგაც, კომპანია გადაამოწმებს მოწოდებულ ინფორმაციას და აცნობებს მომხმარებელს გადაწყვეტილების შესახებ.
ფსონების მიღების დროს, ამხანაგურ მატჩებსა და ტურნირებში შესაძლოა ფიქსირდებოდეს განსხვავებული ტაიმების რაოდენობა და მატჩის ხანგრძლივობა. ასევე, “ფიფას” რეგლამენტის მიხედვით, ახალგაზრდული გუნდების მატჩების ხანგრძლივობა შესაძლოა განსაზღვრული იყოს 80 წუთით (თითო ტაიმი: 40 წთ.), 70 წუთით (თითო ტაიმი: 35 წთ.), 60 წუთით (თითო ტაიმი: 30 წთ.).
ფეხბურთის ამხანაგურ მატჩებსა და ტურნირებში, მატჩის ყველა პოზიციაზე ფსონების გაუქმების საფუძველია:
ასეთ შემთხვევებში, ფსონი უქმდება და ყველა პოზიცია 1.0-ის (ერთი მთელის) ტოლად ჩაითვლება, თუ პროგრამაში სხვა რამ არ არის მითითებული.
ამხანაგურ მატჩებსა და ტურნირებში ფსონების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს:
ნებისმიერ საფეხბურთო მატჩში:
მატჩის შეწყვეტის შემთხვევაში, პოზიციებზე, რომლებზეც მატჩის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს გავლენის მოხდენა არ შეეძლო, მოგებები გაიცემა დაფიქსირებული შედეგის მიხედვით.
მაგალითად:
თუ მატჩის შეწყვეტის დროისთვის დაფიქსირებული ანგარიში იყო 2:1, მოგება გაიცემა ფსონზე, რომელიც დადებული იყო 2.5–ზე მეტ გოლზე, ხოლო 2.5–ზე ნაკლებ გოლზე დადებული ფსონი წაგებულად ჩაითვლება. არ შემდგარი და გაურკვეველი პოზიციები, რომლებზეც მატჩის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს გავლენის მოხდენა შეეძლოთ, გაბათილდება.
ტოტალიზატორში “ცოცხალის” სტატისტიკური მონაცემების დაფიქსირებისას, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ინტერნეტ საიტების მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, რადგან განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებისა თუ ვებსაიტების დათვლის პრინციპები. სტატისტიკაში შესაძლოა განსხვავებულად იყოს დათვლილი ყვითელი და წითელი ბარათები, კუთხურები, ჯარიმები, ოფსაიდები, კარში დარტყმები, ბურთის ფლობის პროცენტულობა და ა.შ.
აქედან გამომდინარე, საფეხბურთო მატჩებში შედეგების დაფიქსირებისას, ტოტალიზატორი ხელმძღვანელობს მხოლოდ შემდეგი ვებსაიტების ინფორმაციით:
გამონაკლისი:
თუ ტურნირის სახელწოდებაში ან რომელიმე პოზიციის გასწვრივ მითითებულია კონკრეტული ვებსაიტი, უპირატესობა მიენიჭება მითითებულ საიტს და არა ზემოთ ჩამოთვლილ ონლაინ წყაროებს.
უზუსტობების არსებობის შემთხვევაში, ტოტალიზატორი ეყრდნობა მხოლოდ ზემოთ მითითებულ ვებსაიტებს, ხოლო თუ აღნიშნულ საიტებზე ინფორმაცია არ მოიპოვება, მაშინ შედეგები დაითვლება www.whoscored.com-ის ან მატჩების მონაწილე გუნდების ოფიციალური საიტებიდან.
თუ პოზიციის შედეგის გარკვევა შეუძლებელია, ტოტალიზატორი უფლებას იტოვებს ფსონი გაუქმებულად ჩათვალოს.
თუ მომხმარებელი არ ეთანხმება კონკრეტული პოზიციის შედეგს, უნდა წარმოადგინოს ვიდეოჩანაწერის ბმული, რომ შედეგი არასწორად არის ასახული. იმ შემთხვევაში, თუ სადავო საკითხი ექვემდებარება ვიდეოჩანაწერით გადამოწმებას, უპირატესობა ენიჭება ვიდეო მტკიცებულებას.
ვიდეო ჩანაწერით გადამოწმებას არ ექვემდებარება: კარში დარტყმები, ჯარიმები, ბურთის ფლობის პროცენტულობა, სეივები, პასები, ასისტები, დაფარული მანძილი, ვარდნები და სხვა ისეთი პოზიციების შედეგები, რომელთა დათვლაც ვიდეო ჩანაწერით შეუძლებელია. ასეთი პოზიციების შედეგები განისაზღვრება მხოლოდ ტოტალიზატორის მიერ მითითებული ვებსაიტების ინფორმაციით.
მაგალითად:
თუ ტექნიკური ან რაიმე სხვა მიზეზით ვიდეო ჩანაწერში არ ჩანს მსაჯის მიერ ბარათის ჩვენება, შედეგი დაფიქსირდება ტოტალიზატორის მიერ წინასწარ მითითებული საიტიდან.
სადავო საკითხის განხილვისას ტოტალიზატორი იხსნის ყოველგვარ ვალდებულებას ვიდეო ჩანაწერის წარდგენაზე.
პოზიციების აღწერაში მითითებულია სხვადასხვა საფეხბურთო პოზიციების შედეგები და მათი განმარტებები, რომლითაც ხელმძღვანელობს ტოტალიზატორი.
ფსონი იდება, მატჩის ძირითად დროში გოლების, ქულების, ბარათების, კუთხურების, აუტების და სხვა პოზიციების ჯამური რაოდენობის მეტ-ნაკლებობაზე.
მაგალითი 1:
თუ ფსონში მითითებულია გოლების რაოდენობა 2.5-ზე მეტი და თუ მატჩი დასრულდება ანგარიშით - 1:2 (მატჩში ჯამურად გავიდა სამი გოლი), ფსონი ითვლება მოგებულად.
როდესაც ტოტალი მოცემულია მთელი რიცხვით და მატჩი მთავრდება ზუსტად ამ ტოტალით, ორივე პოზიციაზე (მეტი ან ნაკლები) ხდება გაყრა ანუ კოეფიციენტი უტოლდება 1.0-ს.
მაგალითი 2 :
თუ კოეფიციენტი იყო 2.0, პოზიციაზე კოეფიციენტი იქნება 1.0.
შესაძლებელია ტოტალი მოცემული იყოს სამი ვარიანტით - ნაკლები / ზუსტად / მეტი. ასეთ შემთხვევაში, მოგებულია მხოლოდ ერთი პოზიცია და დანარჩენი ორი ითვლება წაგებულად ანუ არ ხდება გაყრა.
მაგალითი 3:
გოლების რაოდენობა - “2 ნაკლები” / “ზუსტად 2” / “2 მეტი”. თუ მატჩში გავა ზუსტად ორი გოლი, მოგებული პოზიცია იქნება “ზუსტად 2” ხოლო “2 ნაკლები” და “2 მეტი” ჩაითვლება წაგებულად.
გამოსაცნობია მატჩში გატანილი გოლების ზუსტი რაოდენობა - 1,2,3,4 და ა.შ. ან დიაპაზონი 0-1, 2-3, 4-5, 6 და მეტი.
პირველ ტაიმში გატანილი გოლების რაოდენობა.
პირველში,**** მეორეში**** თუ თანაბრად – შედეგი განისაზღვრება ტაიმებში გატანილი გოლების**** რაოდენობით. ანგარიში: 0-0 ითვლება თანაბრად.
გაიტანს თუ არა პირველი ანუ მასპინძელი**** გუნდი გოლს მატჩის ძირითად დროში.
გაიტანს თუ არა მეორე (სტუმარი)**** გუნდი გოლს მატჩის ძირითად დროში.
კენტი იქნება თუ ლუწი შედეგი ნებისმიერ პოზიციაზე - გოლები, კუთხურები და ა.შ. ანგარიში - 0:0 ჩაითვლება ლუწად.
შედეგი განისაზღვრება ტოტალიზატორის მიერ მითითებული შესაბამისი ჰანდიკაპის გათვალისწინებით.
მაგალითად:
საფეხბურთო გუნდის უპირატესობა ან ჩამორჩენა, რომელიც გამოხატულია გოლების რაოდენობით. ფორით აღებული შედეგი განისაზღვრება შემდეგნაირად - მითითებულ ფორას დამატებული ფაქტობრივი ანგარიში. თუ ანგარიში ფორის გათვალისწინებით გათანაბრდა, კოეფიციენტი გახდება 1.0-ის ტოლი.
მაგალითად:
იგულისხმება გაიტანს თუ არა მატჩში მონაწილე ორივე გუნდი გოლს.**** ავტოგოლი ეთვლება იმ გუნდს,**** რომლის**** ანგარიშზეც დაიწერება გოლი. ანგარიში - 0:0 ითვლება როგორც - არა.
მოთამაშემ უნდა გამოიცნოს, რომელი გუნდი გადავა შემდეგ ეტაპზე.
ფსონი, თუ რომელი გუნდი შეიყვანს თამაშში ბურთს.**** აღნიშნულ პოზიციაზე ფსონების**** მიღება წყდება მატჩის დაწყებამდე 5 წუთით ადრე.
ფსონი იდება, თუ რომელი გუნდი ჩამოაწოდებს პირველ აუტს. მოგებულია იმ გუნდზე დადებული ფსონი, რომელმაც პირველად მოიპოვა აუტის ჩამოწოდების უფლება, მიუხედავად იმისა, თუ შემდგომში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მატჩის მთავარი არბიტრი.
მაგალითად:
თუ მოთამაშე ჩამოწოდების დროს დაარღვევს წესს და მსაჯი აუტის ჩამოწოდების უფლებას გადასცემს მეორე გუნდს, მოგებული მაინც იქნება იმ გუნდზე დადებული ფსონი, რომელმაც პირველად მოიპოვა აუტის ჩამოწოდების უფლება.
ფსონი გაუქმდება, თუ რაიმე მიზეზით მატჩის ტრანსლაციისას არ გამოჩნდა პირველი აუტის ჩაწოდების მომენტი და ფსონის შედეგის გარკვევა ინტერნეტის საშუალებითაც შეუძლებელია.
გამოსაცნობია მატჩის საბოლოო გამარჯვებული ძირითადი დროის,**** დამატებითი დროის და პენალტების სერიის ჩათვლით.
გამოსაცნობია, რომელ ტაიმში გაიტანს უფრო მეტ გოლს გუნდი. ანგარიში - 0:0**** ჩაითვლება**** თანაბრად.
გამოსაცნობია მატჩის ორი შედეგიდან ერთ-ერთი: ფრე****(X)**** ან მეორე გუნდის მოგება****(2). თუ მატჩს**** მოიგებს პირველი გუნდი (1), ხდება გაყრა ანუ კოეფიციენტი იქნება 1.0.
გამოსაცნობია მატჩის ორი შედეგიდან ერთ-ერთი: ფრე****(X)**** ან პირველი გუნდის მოგება (1). თუ მატჩს**** მოიგებს მეორე გუნდი (2), ხდება გაყრა ანუ კოეფიციენტი იქნება 1.0.
გამოსაცნობია გუნდი,**** რომელიც მოიგებს**** მატჩის ერთ-ერთ ტაიმს.
გამოსაცნობია გუნდი, რომელიც მოიგებს მატჩის ორივე ტაიმს.
გამოსაცნობია გუნდი, რომელიც მოიგებს პირველ ტაიმს ან მატჩს.
პოზიციაზე დადებული ფსონი მოგებულად ჩაითვლება თუ თითოეულ ტაიმში გავა**** ორი ან მეტი გოლი. სხვა ყველა შემთხვევაში, ფსონი ითვლება წაგებულად.
პოზიციაზე დადებული ფსონი მოგებულად ჩაითვლება თუ თითოეულ ტაიმში გავა ერთი ან ნაკლები გოლი. სხვა ყველა შემთხვევაში, ფსონი ითვლება წაგებულად.
გამოსაცნობია,**** გაიტანს თუ არა თითოეული გუნდი**** მინიმუმ 2 გოლს.
გამოსაცნობია,**** გაიტანს თუ არა თითოეული გუნდი**** მაქსიმუმ ერთ გოლს.
გამოსაცნობია, პირველი რომელი გუნდი გაიტანს ორ გოლს.**** თუ ვერცერთმა**** გუნდმა ვერ მოახერხა ორი გოლის გატანა, მოგებულია პოზიცია - „ვერცერთი“.
გამოსაცნობია, პირველად რომელი გუნდი გაიტანს სამ გოლს.**** თუ**** ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა სამი გოლის გატანა, მოგებულია პოზიცია - „ვერცერთი“.
გამოსაცნობია, რომელი გუნდი გაიტანს ზედიზედ ორ გოლს.**** თუ გუნდმა ვერ გაიტანა ორი**** გოლი ან გაიტანა მაგრამ არა ზედიზედ, მოგებულია პოზიცია - „არა“.
გამოსაცნობია, რომელი გუნდი გაიტანს ზედიზედ სამ გოლს.**** თუ გუნდმა ვერ გაიტანა სამი**** გოლი ან გაიტანა მაგრამ არა ზედიზედ, მოგებულია პოზიცია - „არა“.
ერთდროულად გამოსაცნობია, მატჩის შედეგი****(1-X-2)**** და ტოტალი.
ერთდროულად გამოსაცნობია, პირველი ტაიმის შედეგი****(1-X-2)**** და ტოტალი.
ერთდროულად გამოსაცნობია, მეორე ტაიმის შედეგი****(1-X-2)**** და ტოტალი.
ერთდროულად გამოსაცნობია, გაიტანს თუ არა ორივე გუნდი გოლს და მატჩში გატანილი გოლების რაოდენობა.
ერთდროულად გამოსაცნობია, რა შედეგით დამთავრდება მატჩი**** და გაიტანს თუ არა ორივე გუნდი გოლს.
ერთდროულად გამოსაცნობია პირველი ტაიმის შედეგი და გაიტანს თუ არა ორივე გუნდი გოლს პირველ ტაიმში.
ერთდროულად გამოსაცნობია მეორე ტაიმის შედეგი და გაიტანს თუ არა ორივე გუნდი გოლს მეორე ტაიმში.
ერთდროულად გამოსაცნობია მატჩის**** ორმაგი შედეგი (1X-X2-12) და გაიტანს თუ არა ორივე გუნდი გოლს პირველ ტაიმში.
ერთდროულად გამოსაცნობია მატჩის**** ორმაგი შედეგი (1X-X2-12) და გაიტანს თუ არა ორივე გუნდი გოლს მეორე ტაიმში.
ფსონი იდება, თუ როგორი სხვაობით მოიგებს მატჩს პირველი (მასპინძელი) ან მეორე (სტუმარი) გუნდი ან მატჩი დასრულდება ფრედ.
აღნიშნული პოზიცია მოიცავს ფრედ დასრულებულ მატჩს,**** გარდა ანგარიშისა -**** 0:0.
ფსონი, თუ რა ანგარიშით მოიგებს რომელიმე გუნდი მატჩს. შესაძლო ვარიანტებია:
იმ შემთხვევაში, თუ მატჩი ფრედ დამთავრდება, ყველა სხვა არჩევანი ჩაითვლება წაგებულად.
პოზიცია მოიცავს მატჩის დროის კონკრეტულ მონაკვეთში დაფიქსირებულ შედეგს.
მაგალითად:
1-15 წუთი მოიცავს თამაშის დაწყებიდან 15 წუთს. 15:01-დან დაფიქსირებული შედეგი აღარ ითვლება 1-15 წუთში. ფსონი ანალოგიურად განისაზღვრება დროის ყველა დანარჩენ მონაკვეთშიც.
ერთდროულად გამოსაცნობია, რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს და**** როგორ დასრულდება მატჩი.
ფსონი, გავა თუ არა მატჩში გოლი თავით. იმისთვის, რომ ფსონი ჩაითვალოს მოგებულად, გოლამდე ბოლო შეხება უნდა მოხდეს თავით გოლის ავტორის მიერ. ავტოგოლი არ ჩაითვლება.
ფსონი, რომ მატჩში პირველი გოლი გავა თავით.**** თუ პირველი გოლი არ იქნება თავით გატანილი ან იქნება**** ავტოგოლი, (მათ შორის, თავით ავტოგოლი) მოგებულია პოზიცია - „არა“.
ფსონი, რომ გოლი გავა ფეხით. ფეხით დარტყმად ითვლება სხეულის ნებისმიერი**** ნაწილით გატანილი გოლი, გარდა თავისა. პენალტით, ჯარიმით და ავტოგოლით გატანილი გოლი არ ჩაითვლება.
გამოსაცნობია, გავა თუ არა გოლი პირდაპირი საჯარიმო დარტყმით და გოლის ავტორად ჩაითვლება ის მოთამაშე, რომელიც ურტყამს ჯარიმას. მოგებულ პოზიციად ჩაითვლება კუთხურიდან პირდაპირ კარში გატანილი გოლიც.
მოთამაშის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლი, რომელიც ანგარიშში ეთვლება მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარეს. ავტოგოლი არ ჩაითვლება დუბლის, ჰეთ–თრიქის და პოკერის დაანგარიშებისას.
ფსონი, რომ ერთი მოთამაშე მატჩში გაიტანს ზუსტად ორ გოლს. ავტოგოლი არ ჩაითვლება.
ფსონი, რომ ერთი მოთამაშე მატჩში გაიტანს ზუსტად სამ გოლს. ავტოგოლი არ ჩაითვლება.
ფსონი, რომ ერთი მოთამაშე მატჩში გაიტანს ზუსტად ოთხ გოლს. ავტოგოლი არ ჩაითვლება.
ფსონი, გაიტანს თუ არა გოლს შეცვლაზე შემოსული მოთამაშე. ავტოგოლი არ ჩაითვლება.
ფსონი, გავა თუ არა გოლი მსაჯის მიერ პირველი ან/და მეორე ტაიმისთვის დამატებულ ანუ კომპენსირებულ დროში.
ჩაითვლება მხოლოდ მოწინააღმდეგე გუნდის მიერ განხორციელებული ის დარტყმები, რომლის შემდეგაც ბურთი რჩება თამაშში (იგულისხმება ძელიდან ასხლეტილი ბურთი, რომელიც შეეხო მეკარეს, ნებისმიერ სხვა მოთამაშეს, მსაჯს, სხვა ძელს ან ხარიხას) ან გადაკვეთს მოედნის გვერდით ხაზს.
ძელი / ხარიხა არ ჩაითვლება თუ:
კუთხურთან დაკავშირებული ნებისმიერი პოზიცია ითვალისწინებს მხოლოდ მატჩის ძირითად დროში დანიშნულ და ჩამოწოდებულ კუთხურებს. ანგარიშში არ ჩაითვლება კუთხური, რომელიც დაინიშნა, მაგრამ მსაჯმა აღარ ჩამოაწოდებინა დროის ამოწურვის გამო.
გამოსაცნობია რომელი გუნდი ჩააწვდის მატჩში პირველ**** კუთხურს.
გამოსაცნობია მატჩში პირველი კუთხურის დრო. იგულისხმება ბურთის კუთხურზე გადასვლის და არა კუთხურის**** მოწოდების დრო.
გამოსაცნობია მატჩის ძირითად დროში ჩამოწოდებული კუთხურების მეტ-ნაკლებობა მითითებულ ტოტალთან მიმართებაში.
რომელი გუნდი ჩამოაწვდის მეტ კუთხურს, მითითებული ფორის გათვალისწინებით.
ფსონი, მატჩის მონაწილე გუნდებიდან რომელი მოაწვდის მეტ კუთხურს.
გამოსაცნობია, რომელი გუნდი უფრო ადრე მოაწვდის**** 3, 5, 7**** ან**** 9 ან სხვა რაოდენობის კუთხურს.**** თუ ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა მითითებული რაოდენობის კუთხურების დაფიქსირდება, მოგებულია პოზიცია - „ვერცერთი“.
გამოსაცნობია,**** მითითებულ ტოტალზე მეტი იქნება თუ ნაკლები პირველ და მეორე ტაიმებში**** მოწოდებული კუთხურების ნამრავლი.
ბარათებში ან გაფრთხილებაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ მატჩის მონაწილე მოთამაშეებისათვის მიცემული ბარათები.
ბარათებში ან გაფრთხილებაში არ ჩაითვლება:
ბარათების რაოდენობა დაითვლება შემდეგნაირად:
გამონაკლისი:
რაოდენობაში არ ჩაითვლება ერთსა და იმავე მოთამაშისათვის ნაჩვენები მეორე ყვითელი ბარათი.
პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, შესვენებაზე მიცემული ბარათი დაემატება მატჩის ბარათების საერთო რაოდენობას და ჩაითვლება არა პირველ, არამედ მეორე ტაიმში ნაჩვენებ ბარათად.
მაგალითად:
ფსონი, მატჩის მონაწილე რომელი გუნდი მიიღებს პირველად ყვითელ ან/და წითელ ბარათს.
ფსონი წაგებულად ჩაითვლება თუ მატჩის განმავლობაში, მსაჯმა არ აჩვენა არცერთი წითელი ან ყვითელი ბარათი.
ფსონი უქმდება, თუ მოწინააღმდეგე გუნდების მოთამაშეები ერთდროულად მიიღებენ პირველ ბარათს და მატჩის ვიდეო კადრებით ან სხვა ონლაინ წყაროებით შეუძლებელია დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი გუნდის მოთამაშეს უჩვენა მსაჯმა პირველად ბარათი.
ფსონი, რამდენ ყვითელ ან/და წითელ ბარათს მიიღებენ ორივე გუნდის მონაწილეები ჯამურად ანუ მატჩის განმავლობაში, სულ რამდენ ბარათს აჩვენებს მსაჯი.
ფსონი, მონაწილე გუნდებიდან რომელი მიიღებს მეტ ბარათს.
მიიღებს თუ არა მატჩში მონაწილე რომელიმე მოთამაშე წითელ ბარათს.
ფსონი, აჩვენებს თუ არა მსაჯი წითელ ბარათს რომელიმე გუნდის მოთამაშეს პირველ ტაიმში. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ**** ნაჩვენები ბარათი პირველ ტაიმში არ ჩაითვლება.
ფსონი ბარათების ქულათა რაოდენობაზე. ფსონი გამოითვლება შემდეგი პრინციპით:
მაგალითად:
გამოსაცნობია,**** დაინიშნება თუ არა პენალტი მატჩის ძირითად დროში.**** პენალტი ერთადერთი კატეგორიაა, რომელსაც მსაჯი ასრულებინებს მატჩის ძირითადი დროის გასვლის მიუხედავად, ამიტომ ასეთი პენალტიც ჩაითვლება ანგარიშში. არ ჩაითვლება მხოლოდ ოვერტაიმში დანიშნული პენალტები.
გამოსაცნობია, დაფიქსირდება თუ არა მატჩის ძირითად დროში ორივე - წითელი ბარათიც და პენალტიც. არ აქვს მნიშვნელობა პენალტი და წითელი ბარათი დაფიქსირდება ერთდროულად თუ ცალ–ცალკე შემთხვევებზე.
გამოსაცნობია, დაფიქსირდება თუ არა მატჩში წითელი ბარათი ან პენალტი. თუ ძირითადი დროის განმავლობაში დაფიქსირდება რომელიმე ან ორივე მათგანი, მოგებულია პოზიცია - “კი”.
თუ ძირითადი დროის განმავლობაში, მატჩში არ იქნება არც პენალტი და არც წითელი ბარათი, მოგებულია პოზიცია - “კი”. თუ მატჩში დაფიქსირდება რომელიმე ან ორივე მათგანი, მოგებულია პოზიცია - "არა".
პოზიცია "კი" მოგებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი დროის განმავლობაში, მატჩში დაფიქსირდება წითელი ბარათი და არ იქნება პენალტი. სხვა ყველა შემთხვევაში, მოგებულია პოზიცია - "არა".
იქნება მატჩში პენალტით გატანილი გოლი თუ არა.**** თუ პენალტი არ დაინიშნა ან დაინიშნა, მაგრამ გოლი არ გავიდა, მოგებულია პოზიცია - „არა“.
თუ პენალტი დაინიშნა და აღნიშნული პენალტით გოლი ვერ გავიდა, მოგებულია პოზიცია - “კი”. ყველა სხვა შემთხვევაში, მოგებულია პოზიცია - “არა”.
ფსონი, რომ მითითებული გუნდი გაიტანს /ვერ გაიტანს თავის პირველ პენალტს მატჩში. თუ მატჩში პენალტი არ დაინიშნება, პოზიცია - “კი” ჩაითვლება წაგებულად.
ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი პოზიცია ითვალისწინებს მხოლოდ მატჩის ძირითად დროს თუ პოზიციაში სხვა რამ არ არის მითითებული. ჯარიმების შედეგი ფიქსირდება რეგლამენტით გათვალისწინებული საიტების მიხედვით და არ ექვემდებარება ვიდეო ჩანაწერით გადამოწმებას.
გამოსაცნობია მატჩში მსაჯის მიერ დაფიქსირებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა.
გამოსაცნობია პირველი ანუ მასპინძელი გუნდის მიერ მიღებული ჯარიმების**** რაოდენობა.
გამოსაცნობია მეორე ანუ სტუმარი გუნდის მიერ მიღებული ჯარიმების რაოდენობა.
დარტყმების რაოდენობაში ჩაითვლება კარში, დაბლოკილი და აცილებული დარტყმა. დარტყმების შედეგი ფიქსირდება რეგლამენტით გათვალისწინებული საიტების მიხედვით და არ ექვემდებარება ვიდეო ჩანაწერით გადამოწმებას.
იგულისხმება ყველა ის დარტყმა, რომელიც მიდის კარის ჩარჩოში. აღნიშნულ პოზიციაზე ჩაითვლება მხოლოდ ძირითად დროში დაფიქსირებული კარში დარტყმების რაოდენობა. კარში დარტყმების შედეგი ფიქსირდება რეგლამენტით გათვალისწინებული საიტების მიხედვით და არ ექვემდებარება ვიდეო ჩანაწერით გადამოწმებას.
გამოსაცნობია მატჩში დაფიქსირებული**** კარში**** დარტყმების რაოდენობა.
გამოსაცნობია პირველი გუნდის მიერ, მატჩში დაფიქსირებული**** კარში დარტყმების რაოდენობა.
გამოსაცნობია მეორე გუნდის მიერ, მატჩში დაფიქსირებული**** კარში დარტყმების რაოდენობა.
აღნიშნულ პოზიციაზე ჩაითვლება მხოლოდ ძირითად დროში დაფიქსირებული სეივების რაოდენობა. შედეგი ფიქსირდება რეგლამენტით გათვალისწინებული საიტების მიხედვით და არ ექვემდებარება ვიდეო ჩანაწერით გადამოწმებას.
გამოსაცნობია, ჯამურად რამდენი სეივი დაფიქსირდება მატჩში.
გამოსაცნობია პირველი გუნდის მიერ, მატჩში დაფიქსირებული**** სეივების რაოდენობა.
გამოსაცნობია მეორე გუნდის მიერ, მატჩში დაფიქსირებული**** სეივების რაოდენობა.
აუტების რაოდენობაში იანგარიშება მხოლოდ ჩამოწოდებული აუტების რაოდენობა. არ ჩაითვლება აუტი, თუ ბურთი გადავიდა აუტზე და მის მოწოდებამდე მსაჯმა დაასრულა შეხვედრა. რაოდენობაში ასევე არ ჩაითვლება წესების დარღვევით მოწოდებული აუტი.
მაგალითად:
თუ პირველი გუნდის ფეხბურთელმა არასწორად მოაწოდა აუტი, ხოლო მსაჯმა მოწოდების უფლება გადასცა მეორე გუნდს ან განმეორებით მოაწოდა აუტი, ჩაითვლება რომ მოაწოდეს ერთი და არა ორი აუტი.
აუტების რაოდენობა დაითვლება www.whoscored.com-ზე დაფიქსირებული ინფორმაციის მიხედვით.
მეკარის შეხება ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ბურთი არის თამაშში. ასევე, ბურთის შეხება ითვლება მხოლოდ სათამაშო მოედანზე. ერთ შეხებად ჩაითვლება თუ მეკარე ბურთის ფლობის დროს რამდენჯერმე შეეხო ბურთს.
ბურთზე შეხებად არ ჩაითვლება:
გამოსაცნობია შეეხება თუ არა მეკარე ბურთს მატჩის პირველ წუთზე. არ ჩაითვლება თამაშის შეჩერების ან მსაჯის სასტვენის შემდეგ მომხდარი შემთხვევები.
ფსონი ჩაითვლება მოგებულად თუ მთავარი მსაჯი თავად მივა მონიტორთან და პირადად განიხილავს სადავო მომენტს. პოზიცია დაფიქსირდება ვიდეოჩანაწერის მეშვეობით.
ფსონი მოგებულად ითვლება როდესაც:
ამ ოთხი პირობის მიხედვით, ფიქსირდება შემდეგი პოზიციებიც:
გამოსაცნობია რამდენი თამაშგარე ანუ ოფსაიდი იქნება მატჩის ძირითად დროში. შედეგი ფიქსირდება რეგლამენტით გათვალისწინებული საიტების მიხედვით და არ ექვემდებარება ვიდეო ჩანაწერით გადამოწმებას.
პირველი გუნდის მიერ მატჩში ბურთის ფლობის პროცენტი.
გამოსაცნობია მატჩში ორივე გუნდის მიერ გაკეთებული შეცვლების რაოდენობა.
გამოსაცნობია,**** რომელ ტაიმში მოხდება პირველი შეცვლა -**** I ტაიმში, შესვენებაზე თუ II ტაიმში. თუ მატჩში შეცვლა არ იქნება, ფსონი უქმდება და კოეფიციენტი იქნება 1.0.
გამოსაცნობია, მატჩში რომელი გუნდის მოთამაშის შეცვლა მოხდება პირველი.
თუ ორივე გუნდის მოთამაშის შეცვლა მოხდა დროის ერთ მონაკვეთში,**** პირველი შეცვლა**** ჩაეთვლება იმ გუნდს, რომლის ფეხბურთელიც პირველი გამოვა მოედანზე. პირველი შეცვლა დაფიქსირდება ვიდეო ჩანაწერის საფუძველზე.
ფსონი გაუქმდება და კოეფიციენტი 1.0-ის ტოლი იქნება თუ:
გამოსაცნობია, მატჩის ძირითად დროში, იქნება თუ არა პირველი ან მეორე გუნდის ჯარიმების რაოდენობაში კონკრეტული ციფრი.
გამოსაცნობია, მატჩის ძირითად დროში, პირველი ან მეორე გუნდის კუთხურების რაოდენობაში იქნება თუ არა კონკრეტული ციფრი.
გამოსაცნობია, მატჩის ძირითად დროში, პირველი ან მეორე გუნდის კარში დარტყმების რაოდენობაში იქნება თუ არა კონკრეტული ციფრი.
გამოსაცნობია, მატჩის ძირითად დროში, პირველი ან მეორე გუნდის დარტყმების რაოდენობაში იქნება თუ არა კონკრეტული ციფრი.
გამოსაცნობია, მატჩის ძირითად დროში, პირველი ან მეორე გუნდის აუტების რაოდენობაში იქნება თუ არა კონკრეტული ციფრი.
სამედიცინო გუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება რომ შევიდა მოედანზე, თუ მათ აქვთ ამის ნებართვა მსაჯისგან და თუ ისინი უშუალოდ სათამაშო მოედანზე, რეალურად უწევენ მოთამაშეს სამედიცინო დახმარებას. ასევე აუცილებელია, რომ ეს დადასტურდეს ვიდეოტრანსლაციით. მხედველობაში არ მიიღება მატჩის დაწყებამდე, შესვენების დროს ან თამაშის დასრულების შემდეგ გამოსული სამედიცინო ჯგუფი.
იმ შემთხვევაში, თუ მსაჯი თითოეული გუნდისთვის გამოიძახებს ორ სამედიცინო გუნდს - ეს ჩაითვლება როგორც ერთი სამედიცინო გუნდი, რომელიც შედის სათამაშო მოედანზე.
გამოსაცნობია, რომელი ფეხბურთელი გაიტანს მატჩში მინიმუმ ერთ გოლს:
გამოსაცნობია, ვინ გაიტანს მატჩში პირველ, მეორე, მესამე და ა.შ. გოლს:
გამოსაცნობია, ვინ გაიტანს მატჩში ბოლო გოლს:
მოთამაშის ინდივიდუალური სტატისტიკა მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიც არის: ვარდნები, კარში დარტყმები, დარტყმები, გოლები, პასები, ასისტები, ბურთთან შეხება, ჯარიმები, ოფსაიდები ა.შ. სტატისტიკა დაითვლება ვებსაიტ www.whoscored.com-ის მიხედვით.
თუ მოთამაშემ არ დაიწყო ძირითად შემადგენლობაში თამაში, ფსონი გაუქმდება.
ფსონი, გუნდის ან მოთამაშის მიერ კონკრეტული ლიგის, ტურნირის ან რაიმე სხვა კულტურული ღონისძიების მოგებაზე.
გამოსაცნობია, გადავა თუ არა გუნდი ან მოთამაშე შესაბამის ეტაპზე.
გამოსაცნობია, რომელ ეტაპზე გამოეთიშება ტურნირს გუნდი ან მოთამაშე. თუ გუნდი ვერ მიაღწევს მითითებულ ეტაპამდე ან გაცდება მითითებულ ეტაპს, მოგებულია პოზიცია - "არა".
გამოსაცნობია, რომელი გუნდები გავლენ ჯგუფში I და II ადგილზე ზუსტი თანმიმდევრობით.
გამოსაცნობია, რომელი გუნდები დაიკავებენ ტურნირზე I და II ადგილს ზუსტი თანმიმდევრობით.
გამოსაცნობია რომელი გუნდი გავა ჯგუფიდან.
გამოსაცნობია, რომელი გუნდი დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს.
გამოსაცნობია ნახევარფინალში გასული გუნდი ან გუნდების წყვილი.
გამოსაცნობია ფინალში გასული გუნდი ან გუნდების წყვილი.
გამოსაცნობია, რომელი ორი გუნდი ან მოთამაშე გავა ტურნირის ფინალში. ამ ორიდან ნებისმიერი ერთ-ერთის ფინალში ვერ გასვლის შემთხვევაში, ფსონი ჩაითვლება წაგებულად.
გამოსაცნობია, რომელი მოთამაშე გაიტანს ყველაზე მეტ გოლს ტურნირზე. ფსონები მიიღება დამატებითი დროის გათვალისწინებით და პენალტების სერიის გარეშე.
გამოსაცნობია, რომელი გუნდი გახდება ტურნირის გამარჯვებული და ვინ გახდება ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი - იგულისხმება თუ ვინ გაიტანს ყველაზე მეტ გოლს. თუ რამდენიმე მოთამაშემ გაიტანა ერთნაირი რაოდენობის გოლები, მაშინ ფსონების კოეფიციენტები ამ პოზიციაზე გაიყოფა ამ მოთამაშეთა რაოდენობაზე.
გამოსაცნობია ჯგუფში გატანილი გოლების რაოდენობა.
ფსონი, ტურნირზე გატანილ გოლების რაოდენობაზე ექსტრა ტაიმების ჩათვლით, თუ პროგრამაში სხვა რამ არ არის მითითებული. მატჩის შემდგომი პენალტების სერია მხედველობაში არ მიიღება.
გამოსაცნობია, რომელი გუნდი გაიტანს ან გაუშვებს ტურნირზე ყველაზე მეტ გოლს. თუ ყველაზე მეტ გოლს თანაბარი რაოდენობით გაიტანს ან გაუშვებს ორი ან მეტი გუნდი, კოეფიციენტი გაიყოფა გამარჯვებული გუნდების რაოდენობაზე.
გამოსაცნობია, რომელი გუნდი გაიტანს ან გაუშვებს ტურნირზე ყველაზე ნაკლებ გოლს. თუ ყველაზე ნაკლებ გოლს თანაბარი რაოდენობით გაიტანს ან გაუშვებს ორი ან მეტი გუნდი, კოეფიციენტი გაიყოფა გამარჯვებული გუნდების რაოდენობაზე.
ერთ მოთამაშეზე ითვლება მაქსიმუმ ერთი ყვითელი ბარათი. ყვითელი ბარათების რაოდენობაში არ ჩაითვლება მოთამაშეზე მიცემული მეორე ყვითელი ბარათი და წითელი ბარათი. სათადარიგო მოთამაშეზე ან მწვრთნელზე მიღებული ყვითელი ბარათები არ ჩაითვლება.
თუ ფსონი იდება აზიური ტოტალით,**** ტოტალიზატორი ფაქტობრივად იღებს ორ ფსონს. მაგალითად, ფსონი ტოტალით 1.25 იქნება ორი ფსონი: ტოტალი - 1.0 და ტოტალი - 1.5.
თითოეული ფსონის თანხა უდრის მთლიანი ფსონის თანხის ნახევარს, ხოლო ფსონის მთლიანი მოგება უდრის ამ ორი ფსონის მოგებას.
შედეგიდან გამომდინარე, ფსონის დამდებმა შესაძლოა:
მაგალითი 1:
ტოტალი 1.75-ზე ნაკლები. 100 ლარიანი ფსონი კოეფიციენტით - 1.4 იყოფა ორად:
ამ მაგალითის მიხედვით შესაძლო შედეგებია:
მაგალითი 2:
ტოტალი 1.75-ზე მეტი. 100 ლარიანი ფსონი კოეფიციენტით - 1.4 ფსონი იყოფა ორად:
ამ მაგალითის მიხედვით შესაძლო შედეგებია:
აზიური ტოტალის ანალოგიურად გამოითვლება აზიური ჰანდიკაპიც.
ალტერნატიული მატჩი გულისხმობს ორი სხვადასხვა მატჩიდან აღებული გუნდების შედარებას**** კონკრეტული გუნდის მიერ გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით. ალტერნატიული მატჩში შეიძლება მონაწილეობდეს სხვადასხვა ჩემპიონატიდან აღებული გუნდები.
მაგალითად:
ფსონი (1-X-2, 1X-X2-12, ფორა, ტოტალი და ა.შ.) ალტერნატიულ მატჩზე რეალი-რომა გულისხმობს, რომ რეალურად ჩატარდება ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი რეალი-ბარსელონა, რომელიც პირობითად დამთავრდა ანგარიშით 4:2, ხოლო იტალიის ჩემპიონატის მატჩი რომა-მილანი პირობითად დამთავრდა ანგარიშით 1:0. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ალტერნატიული მატჩის შედეგი იქნება რეალი-რომა 4:1.
იმავე პრინციპით დაითვლება ყველა სხვა საფეხბურთო პოზიცია.
მოიცავს რომელიმე ჩემპიონატში, ერთი სათამაშო დღის განმავლობაში ჩატარებული**** რამდენიმე თამაშის სტატისტიკას.
სათამაშო დღედ ითვლება კონკრეტული ქვეყნის ან ფედერაციის მიერ გამოცხადებული დღე.
მაგალითად:
თუ ესპანეთის ჩემპიონატში შაბათ დღეს გამოცხადებული არის 5 თამაში და აქედან ერთი თამაში ტარდება საქართველოს დროით, კვირა დღის 01:00 საათზე, ეს თამაში ჩაითვლება შაბათის სათამაშო დღეში.
თუ ჩემპიონატის დღის თამაშებიდან რომელიმე თამაში არ ჩატარდა, ჩაიშალა ან გადაიდო და არ შედგა მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, დაფიქსირებულად ჩაითვლება ის პოზიციები, რომლებიც იმ მომენტისათვის იყო გარკვეული და რომლებზეც დარჩენილ ერთი თამაშის ჩატარებას ან არ ჩატარებას გავლენის მოხდენა არ შეეძლო.