2.პერსონალური ინფორმაციის შეგროვების მიზანი:
ჩვენ ვიყენებთ/ვამუშავებთ თქვენ პირად ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:
- ჩვენ სერვისებზე/პროდუქტებზე თქვენი წვდომის უზრუნველსაყოფად;
- თქვენთან საკომუნიკაციოდ რათა გაცნობოთ ჩვენი სერვისების/პროდუქტების უახლესი განახლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
- პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, რათა გაცნობოთ აქციებისა და სხვა სპეციალური შეთავაზებების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, ელექტრონულ ფოსტაზე support@lider-bet.com წერილობითი შეტყობინების გამოგზავნის გზით.
- თქვენი საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად ანალიტიკური და სტატისტიკური კვლევის ჩასატარებლად ;
- აღმოვაჩინოთ ან/და თავიდან ავიცილოთ თაღლითური ან/და უკანონო ქმედებები ან ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ან უარყოფითად იმოქმედოს ჩვენი სერვისების /პროდუქტების მთლიანობაზე, მათ შორის ჩვენს სერვისებში თქვენს ქცევასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება;
- თქვენთან ურთიერთობის მართვის მიზნებისთვის, რათა მოგვცეს ჩვენი სერვისების/პროდუქტების შემდგომი განვითარების თქვენს საჭიროებებზე მორგების შესაძლებლობა;
- საქართელოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების/მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად.