სარჩევი
მაგიდის თამაშები
ლამბდა გეიმსი (იაპონური ჯოკერი)
მოთამაშის მიზანია პირველმა დააგროვოს თამაშის დაწყებისას დათქმული ქულების რაოდენობა (1,3,7,11 ან 21)
სულ თამაშობს 36 კარტი ე.ი 18 წყვილია. მაგიდაზე თამაშობს ორი კაცი.
თავდაპირველად მოთამაშეებს ურიგდებათ 3-3 კარტი და ერთ-ერთი მოთამაშე აცხადებს კოზირს. ვინც აცხადებს კოზირს პირველი, წყდება შემთხვევითობის პრინციპით. მოთამაშე, რომელიც აცხადებს კოზირს, ასევე იწყებს თამაშს, მას შემდეგ რაც ყველა კარტი დარიგდება.
კოზირი ირჩევა ხუთი შესაძლო ვარიანტიდან (ჯვარი, ყვავი, აგური, გული, "ბეზი" (კოზირის გარეშე))
კოზირის არჩევის შემდეგ მოთამაშეებს ურიგდებათ დამატებით 15-15 კარტი, 3 კარტი უჭირავს ხელში მოთამაშეს, რომელსაც დარიგებული 15 კარტიდან დაემატება 5 (ხელში მოთამაშეს გაუხდება 8 ცალი კარტი), ხოლო 10 დევს მაგიდაზე. მაგიდაზე დადებული კარტებიდან 5 ამოტრიალებულია და ჩანს, ხოლო 5 დამალულია ამოტრიალებული კარტების ქვეშ. მაგიდაზე დადებული კარტების ჩასვლა შეიძლება მხოლოდ პირველი კარტის ჩასვლის შემდეგ.
თითოეულ თამაშში მოგებული ქულა არის მოთამაშეებს შორის კარტების წყვილების სხვაობა. მაგ.: თუ ერთმა მოთამაშემ წაიღო 11 წყვილი კარტი, ხოლო მეორე მოთამაშემ წაიღო 7 წყვილი კარტი, პირველ მოთამაშეს ერიცხება 4 ქულა.
კარტების სიძლიერე და უპირატესობები:
თამაშში უმაღლესი კარტები არის 2 ცალი ჯოკერი. ჯოკერს შეუძლია გაჭრას ნებისმიერი კარტი (მეორე ჯოკერის ჩათვლით). ასევე, ჯოკრით შეიძლება ნებისმიერი მასტის უმაღლესი კარტის მოთხოვნა. მეორე მოთამაშე იძულებულია დაემორჩილოს მოთხოვნას ან თვითონაც ჩამოვიდეს ჯოკერს. თუ მოთხოვნილი მასტი არ არის კოზირი, ხოლო მეორე მოთამაშეს არ ყავს ამ მასტის კარტი, მაგრამ ყავს კოზირი, მაშინ მეორე მოთამაშე ვალდებულია ჩამოვიდეს კოზირს და ის ჭრის ჯოკერს. იმ შემთხვევაში, თუ კოზირი არ არის გამოცხადებული (ანუ გამოცხადებულია „ბეზი“), ნებისმიერი კარტის გაჭრა შეიძლება მხოლოდ იმავე მასტის უფრო მაღალი კარტით, ან ჯოკრით,თუ გამოცხადებულია კოზირი, კოზირად გამოცხადებული მასტის კარტებს ენიჭება უპირატესობა დანარჩენ მასტებთან მიმართებაში. თუ თამაშში გააქტიურებულია „პარტიის დავი“, ეს ნიშნავს რომ მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთს შესთავაზონ ფსონის გაორმაგება (გასამმაგება, გაოთხმაგება და ა.შ., იმის მიხედვით თუ რომელი ოპცია იყო არჩეული თამაშის დასაწყისში).
ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ყველა დადებული ფსონი უქმდება და უბრუნდება მოთამაშეს.
ინფორმაცია ფსონებზე: