სარჩევი
სპორტი
ჰოკეი - გუნდური სპორტი, რომელსაც თამაშობენ ყინულის მოედანზე. ყინულის ჰოკეიში ციგურებზე მდგომი მოთამაშის მიზანია ხის ან კომპოზიტური მასალის ყვანჭით მეტოქის კარში გაიტანოს მყარი რეზინის შაიბა. თამაში შედგება 3 პერიოდისგან.
ფსონები დაითვლება მატჩის ძირითადი დროის მიხედვით, ოვერტაიმის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა პროგრამაში დამატებით ფიქსირდებოდეს განსხვავებული პირობები.
თუ მატჩის გამარჯვებული გამოვლინდება ბულიტების ანუ პენალტების სერიით, იმ პოზიციებზე, რომლებზეც მითითებულია „ოვერტაიმის და ბულიტების ჩათვლით“, ბულიტებში დაფიქსირებული გოლები ჩაითვლება ერთ გოლად - მოგებული გუნდის სასარგებლოდ. ფორა და ტოტალის შედეგი დაითვლება ამ ერთი გოლის გათვალისწინებით. წესი ეხება ყველა პოზიციას, სადაც მითითებულია - ოვერტაიმისა და პენალტების სერიის ჩათვლით.
გამოსაცნობია მატჩის შედეგი - რომელიმე გუნდის მოგება ან ფრე.
გამოსაცნობია ორმაგი შედეგი პირველ, მეორე, მესამე პერიოდში ან მატჩში:
შედეგი განისაზღვრება ტოტალიზატორის მიერ მითითებული შესაბამისი ჰანდიკაპის გათვალისწინებით.
მაგალითად:
გამოსაცნობია, გოლების რაოდენობა მატჩში ან კონკრეტულ პერიოდში, მეტია თუ ნაკლები მითითებულ ტოტალზე.
გამოსაცნობია, გაიტანს თუ არა ორივე გუნდი გოლს მატჩში ან პროგრამაში მითითებულ კონკრეტულ პერიოდში.
გამოსაცნობია, რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს მატჩში ან კონკრეტულ პერიოდში.
გამოსაცნობია, რომელი გუნდი გაიტანს ბოლო გოლს მატჩში ან კონკრეტულ პერიოდში.
გამოსაცნობია, რამდენ ბურთიანი სხვაობით მოიგებს კონკრეტული გუნდი.
გამოსაცნობია პროგრამაში მითითებული გუნდის გოლების რაოდენობა.
გამოსაცნობია, რომელ პერიოდში გავა ყველაზე მეტი გოლი. თუ ორ ან მეტ პერიოდში გავა გოლების ერთნაირი რაოდენობა, ფსონები გაუქმდება.
გამონაკლისი: თუ ორ ან მეტ პერიოდში გავა გოლების ერთნაირი რაოდენობა და პროგრამაში მითითებულია პოზიცია - “თანაბრად”, მოგებულია პოზიცია - “თანაბრად” და წაგებულად ჩაითვლება ყველა სხვა პოზიცია.
გამოსაცნობია, რომელი გუნდი გაიტანს უფრო ადრე კონკრეტული რაოდენობის გოლებს.
ერთდროულად გამოსაცნობია მატჩის შედეგი****(1-X-2)**** და ტოტალი.
მოთამაშის ინდივიდუალური ტოტალი დაითვლება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით - დაგროვებული ქულები - „გოლი + პასი“ სისტემის მიხედვით, საჯარიმო წუთები, დარტყმები კარის მიმართულებით და ა.შ.
მოთამაშეთა ინდივიდუალურ ტოტალზე ყველა ფსონი მიიღება მხოლოდ მატჩის ძირითადი დროის გათვალისწინებით. თუ მოთამაშემ მატჩში მონაწილეობა არ მიიღო, ინდივიდუალურ ტოტალზე ფსონები გაბათილდება.