სარჩევი
სპორტი
გოლფი - სპორტის ინდივიდუალური სახეობა. თამაშობენ პატარა ბურთით და სხვადასხვა სიშორის, სიძლიერისა და ტრაექტორიის დარტყმისთვის განკუთვნილი 14 კავჩოგნით. წინასწარ მონიშნული მარშრუტის, ე.წ. „გოლფის გზის“ გასწვრივ მიწაში ამოჭრილია 11 სმ დიამეტრის ფოსოები. მოთამაშემ ბურთი სათითაოდ და რიგრიგობით ყველა ფოსოში უნდა ჩააგდოს და ამის გაკეთება რაც შეიძლება ნაკლები დარტყმით მოახერხოს.
გოლფის ყოველი მოედნისთვის და ცალკეული ფოსოსთვის წინასწარ დგინდება დარტყმების ოპტიმალური რაოდენობა ანუ “ნორმა”. შეჯიბრების საბოლოო შედეგი სწორედ ამ “ნორმის” დაცვაზე და იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ნაკლები დარტყმა დასჭირდება მოთამაშეს „გოლფის გზის“ გასავლელად. გოლფი სპორტის ერთადერთი ოლიმპიური სახეობაა, რომელსაც მსაჯი არ ჰყავს.
ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო გუნდური შეჯიბრებაა “რაიდერის თასი”. უმთავრესი ინდივიდუალური შეჯიბრება ჩოგბურთის მსგავსად კი გრანდ სლემის ოთხი ტურნირია: US Masters, US Open, British Open და US PGA Championship. ერთ წელიწადში ოთხივე ტურნირში მოგებული “გრანდ სლემის” ტიტულის მფლობელი გახდება.
გამოსაცნობია, ვინ გახდება მიმდინარე ტურნირის გამარჯვებული.
გამოსაცნობია, რომელი მოთამაშე დაიკავებს უკეთეს ადგილს ტურნირზე. თუ მითითებულმა მოთამაშეებმა ტურნირზე დაიკავეს ერთი და იგივე ადგილი, ფსონი უქმდება.