წყალბურთი - პრე-მატჩი და სუპერლაივი
წყალბურთი - გუნდური სპორტული თამაში, სადაც თამაშობს შვიდი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი. თითოეული გუნდის მიზანია საკუთარი კარის დაცვა და მეტოქე გუნდის კარში ბურთის გატანა.
ფსონები დაითვლება მატჩის ძირითადი დროის მიხედვით, ოვერტაიმის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა პროგრამაში დამატებით ფიქსირდებოდეს განსხვავებული პირობები.
პოზიციების აღწერა
ძირითადი შედეგი
გამოსაცნობია მატჩის შედეგი - რომელიმე გუნდის მოგება ან ფრე.
ორმაგი შედეგი
გამოსაცნობია ორმაგი შედეგი მატჩში:
- 1X - პირველი გუნდის მოგება ან ფრე
- X2 - მეორე გუნდის მოგება ან ფრე
- 12 - პირველი ან მეორე გუნდის მოგება
ტოტალი
გამოსაცნობია, გოლების რაოდენობა მატჩში ან კონკრეტულ პერიოდში, მეტია თუ ნაკლები მითითებულ ტოტალზე.
გუნდების ინდივიდუალური გოლების რაოდენობა
გამოსაცნობია პროგრამაში მითითებული გუნდის გოლების რაოდენობა.
ფსონების დაფიქსირების და გაუქმების წესები
- თუ მატჩი გადაიდო და არ ჩატარდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ფსონები გაუქმდება ყველა პოზიციაზე.
- თუ მატჩი შეწყდა, ჩაიშალა და არ გაგრძელდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ის პოზიციები, რომლებიც გარკვეული იყო მატჩის ჩაშლის მომენტისთვის, ჩაითვლება დაფიქსირებულად, ხოლო გაურკვეველ პოზიციებზე ფსონი გაუქმდება და კოეფიციენტი 1.0-ის ტოლი იქნება.