ბადმინტონი - პრე-მატჩი და სუპერლაივი
ბადმინტონი - ოლიმპიური სპორტის სახეობა, ჩოგბურთის მსგავსი თამაში, რომელშიც მაღლა გაჭიმული ბადის თავზე ჩოგნით ისვრიან კორპის ან პლასტმასის ძაბრისებრ ბურთს - ვოლანს. ძირითადად თამაშობენ დარბაზში.
ფორა და ტოტალი ბადმინტონში ფიქსირდება ქულებით.
პოზიციების აღწერა
მოთამაშის ან წყვილის მოგება
გამოსაცნობია, რომელი მოთამაშე ან წყვილი მოიგებს მატჩს.
ტოტალი
გამოსაცნობია, მატჩში ქულების რაოდენობა მეტია თუ ნაკლები მითითებულ ტოტალზე.
ფორა
მოთამაშის თუ წყვილის უპირატესობა ან ჩამორჩენა, რომელიც გამოხატულია ქულების რაოდენობით.
ფსონების დაფიქსირების და გაუქმების წესები
- თუ მატჩი დროებით შეწყდა, არ დასრულდა იმავე დღეს და ნებისმიერი მიზეზის გამო გადაიდო, დადებული ფსონები ძალაში რჩება ტურნირის დასრულებამდე, სანამ თამაში არ დასრულდება ან სანამ ერთ-ერთი მოთამაშე/გუნდი დანებების, დისკვალიფიკაციის გამო ან სხვა რაიმე მიზეზით არ გამოეთიშება ტურნირს.
- თუ მატჩი გადაიდო და არ ჩატარდა ან მოთამაშემ არ დაიწყო თამაში პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ფსონები გაუქმდება ყველა პოზიციაზე.
- იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მოთამაშე ან გუნდი წყვეტს თამაშს ნებისმიერი მიზეზის გამო და უარს აცხადებს მასში მონაწილეობაზე, ის პოზიციები, რომლებიც გარკვეული იყო მატჩის ჩაშლის მომენტისთვის, ჩაითვლება დაფიქსირებულად, ხოლო გაურკვეველ პოზიციებზე ფსონი გაუქმდება და კოეფიციენტი 1.0-ის ტოლი იქნება.