ავსტრალიური ფეხბურთი
ავსტრალიური ფეხბურთი - სპორტის გუნდური სახეობა, სადაც თამაშში მონაწილე გუნდების მიზანია მოიპოვონ მოწინააღმდეგეზე მეტი ქულა. თამაშში მონაწილეობს ორი გუნდი, რომლებიც თამაშობენ ოვალური ბურთით. თითოეულ გუნდს გააჩნია ორი ერთმანეთში განთავსებული კარი. კარის სიმაღლე შეზღუდული არ არის.
ფსონები დაითვლება მატჩის საბოლოო შედეგის მიხედვით, ოვერტაიმის ჩათვლით.
პოზიციების აღწერა
მატჩის შედეგი
გამოსაცნობია, ვინ გახდება მატჩის გამარჯვებული.
პერიოდის შედეგი
გამოსაცნობია პროგრამაში მითითებული პერიოდის შედეგი.
ტოტალი ოვერტაიმის ჩათვლით
ფსონი იდება ქულების ჯამური რაოდენობის მეტ-ნაკლებობაზე ოვერტაიმის ჩათვლით.
ფსონების დაფიქსირების და გაუქმების წესები
- თუ ოვერტაიმის შემდეგ მატჩის საბოლოო ანგარიში არის ფრე ან ოვერტაიმი არ შედგა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, მატჩის გამარჯვებულზე დადებული ფსონები გაუქმდება, ხოლო სხვა პოზიციები დაითვლება მატჩის საბოლოო შედეგის მიხედვით.
- იმ შემთხვევაში, თუ ფსონები განთავსებულია მატჩის პირველ ნახევარზე, ფსონები დაანგარიშდება ძირითადი დროის პირველი ნახევრის შედეგის მიხედვით.
- თუ მატჩი გადაიდო და არ ჩატარდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ფსონები გაუქმდება ყველა პოზიციაზე.
- თუ მატჩი შეწყდა, ჩაიშალა და არ გაგრძელდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ის პოზიციები, რომლებიც გარკვეული იყო მატჩის ჩაშლის მომენტისთვის, ჩაითვლება დაფიქსირებულად, ხოლო გაურკვეველ პოზიციებზე ფსონი გაუქმდება და კოეფიციენტი 1.0-ის ტოლი იქნება.