სარჩევი
მაგიდის თამაშები
5 კარტა ბურა:
თამაშის წესები: თავდაპირველად შემთხვევითბის პრინციპით შერჩეული მოთამაშე ირჩევს წითელი ან შავი ფერის კარტს. კარტის გამოცნობის შემთხვევაში დაიწყებს თამაშს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწინააღმდეგე იწყებს თამაშს. ხოლო თუ შერჩეული მოთამაშე წინასწარ განსაზღვრულ დროში არ აირჩევს კარტის ფერს, სისტემა შემთხვევითი რიცხვების გენერაციით გამოავლენს მოთამაშეს, რომელიც დაიწყებს თამაშს. თამაშის წესები: თავდაპირველად მაგიდის შემქმნელის მოწინააღმდეგე ირჩევს კოზირის ფერს, წითელს ან შავს. კოზირის გამოცნობის შემთხვევაში დაიწყებს თამაშს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგიდის შემქმნელი იწყებს თამაშს. თითოეულ მოთამაშეს ურიგდება 5-5 ბანქო რიგრიგობით. გამოცნობილი ან ვერგამოცნობილი კოზირი იდება კოზირად, ხოლო დარჩენილი ბანქოს დასტაიდება სათამაშო მაგიდაზე, რომელიც თამაშის პროცესში ემატება ორივე მოთამაშეს.
ერთი დაიგივე ფერის უფრო მაღალიბანქოთი ან ნებისმიერი კოზირით იჭრებაუფრო დაბალი მასტის ბანქო, ხოლო კოზირი იჭრება მხოლოდუფრო მაღალი კოზირით. მოთამაშე თავად განსაზღვრავს მოსული ბანქოდან, რომელი კარტი ჩავიდეს. თუ მოთამაშე ვერ ჭრისმეორე მოთამაშის მიერ ჩამოსულ ბანქოს, იგი ატანს მასჩამოსული ბანქოს შესაბამის რაოდენობას (ერთს, ორს, სამს, ოთხს ან ხუთს) ოღონდ ღიად (შესაბამისად მოწინააღმდეგე ხედავს კონკრეტულად რა კარტები გაატანეს მას), აგრეთვე შეუძლია პარტნიორმა გაჭრას კარტიდა გაგატანოთ ,,გატანის“ ღილაკზე დაკლიკებით. მოგებულად ითვლება მოთამაშე რომელიც პირველი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას და იტყვის „ვარ"-ს ან მოაგროვებს 5 კოზირს „ბურა"-ს. „ვარ"- დაძახების შემთხვევაში თუ მოთამაშეს არ ექნა 61 ან მეტი ქულა, მოგებულად ჩაითვლება მეორე მოთამაშე. თუ ორივე მოთამაშეს აღმოაჩნდება 60-60 ქულა მიმდინარე ხელი ჩაითვლება ფრედ.
თამაშში მონაწილეობას იღებს მხოლოდ შემდეგი მასტის (დასახელების) ბანქოს ოთხივე ფერი (გული, აგური, ყვავი, ჯვარი) და „ტუზი"-დან „6"-ანამდე კარტები . თითოეულ მათგანს გააჩნია შესაბამისი ფიქსირებული ქულა: "ტუზი" - 11 ქულა, "ათიანი" - 10 ქულა, "მეფე" - 4 ქულა, "დამა" - 3 ქულა, "ვალეტი" - 2 ქულა, 6,7,8,9 - 0 ქულა.
ხუთი ერთი „მასტის" ფერის ბანქოს ჰქვია: „მალიუტკა", ხუთი კოზირის კომბინაციას „ბურა",
თამაშისადაც „მალიუტკის" ჩასვლა მიმდინარეობს ურიგოთ დათამაში სადაც „მალიუტკის" ჩასვლა მიმდინარეობს რიგით, ორივეშემთხვევაში ბურა არის ურიგო.
ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ყველა დადებული ფსონი უქმდება და უბრუნდება მოთამაშეს.
თამაშის დაწყებამდე მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს თამაშის სახეობა - „ჩვეულებრივი“ ან „პარტიის დავი“ (დავი, სე, ჩარი, ფანჯი ან შაში). „პარტიის დავის“ არჩევის შემთხვევაში მოთამაშეს შეუძლია თამაშის მსვლელობისას მოწინააღმდეგეს გადავება შესთავაზოს და სათამაშო ფსონი გაზარდოს.
მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთს თანმიმდევრობით შესთავაზონ “დავი“, „სე“, „ჩარი“, „ფანჯი“ და „შაში“. ამასთანავე, თუ მოთამაშე უარს იტყვის „პარტიის დავზე“ იგი წააგებს მთელ პარტიას და არა მხოლოდ ხელს.
თამაშში ქულების მომატება: დავი -2 ქულა, სე - 3 ქულა, ჩარი - 4ქულა, ფანჯი - 5 ქულა, შაში - 6 ქულა.
კროუფორდის წესი:
როდესაც რომელიმე მოთამაშეს გამარჯვებამდე დარჩება 1 ქულა, შემდეგი ხელი ტარდება დავის გარეშე. კროუფორდის წესი მოქმედებს 5 კარტა ბურას ყველა მაგიდაზე.
ინფორმაცია ფსონებზე:
მაგიდის შესაქმენელად მინიმალური ფსონი არის - 0.50 ლარი და მაქსიმალური - 500 ლარი.
მაქსიმალური მოგება არის 3000 ლარი;
მაგიდაზე ფიქსირებული საკომისიო - დადებული ფსონის 5 %-ია.