რეგისტრაცია
- ვებ-გვერდზე რეგისტრაციის უფლება აქვს მხოლოდ 25 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს ან 18 წელს მიღწეულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ეკრძალება სისტემურ-ელექტრონულ თამაშობაში მონაწილეობის მიღება;
- აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე, წინამდებარე წესების შესაბამისად, რის საფუძველზეც შეიქმნება მოთამაშის სათამაშო ანგარიში;
- რეგისტრაციის დაწყებისას მოთამაშეს რეგისტრაციის ფორმაზე მობილურ ნომერთან ერთად შეჰყავს პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი;
- სისტემა მითითებულ მობილურის ნომერზე აგზავნის SMS-ს, რომელიც მოთამაშემ უნდა შეიყვანოს მითითებულ ველში. SMS დასტურის შემდეგ, მომხმარებლის მონაცემების გადამოწმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სიაში, რომელიც ითვალისწინებს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის აკრძალვას. თუ მომხმარებელი ”აკრძალულ პირთა” სიაშია, მას ეცნობება ვებგვერდზე გამოტანილი შეტყობინებით და ვერ დარეგისტრირდება ვებგვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე არ არის “აკრძალულ პირთა“ სიაში, ის აგრძელებს რეგისტრაციის პროცესს, ქმნის მომხმარებლის უნიკალურ სახელსა და უსაფრთხო პაროლს თავისი ანგარიშისთვის;
- პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 6 სიმბოლოსგან. მიზანშეწონილია მომხმარებელმა გამოიყენოს ძლიერი ავთენტიფიკაცია;
- პროცესის გაგრძელებისთვის მოთამაშე კითხულობს და ადასტურებს ვებ გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებულ წესებსა და პირობებს. აცხადებს თანხმობას რეგისტრაციის და ვერიფიკაციის პროცესში, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომპანიის მხრიდან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემების გადამოწმებაზე;
- რეგისტრაციის პირველადი პროცესის დასრულების შემდეგ მოთამაშეს ენიჭება მომხმარებლის უნიკალური კოდი;
- რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად აუცილებელია ვერიფიკაციის პროცესის გავლა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც მოიცავს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვასა და პერსონალური მონაცემების შევსებას;
- მოთამაშის ელექტრონული ანგარიში მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი, რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, მოთამაშის უნიკალური სახელი (username), ელ-ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი;
- მოთამაშის ფაილში არსებული ინფორმაცია, ამასთანავე პირადი ნომრის ან/და სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ნებისმიერი ნაწილი, მოთამაშის პაროლი და მისი პირადი ფინანსური ინფორმაცია, ინახება დაშიფრულად;
- მომხმარებელს უფლება აქვს შექმნას მხოლოდ ერთი სათამაშო ანგარიში.
- მომხმარებელი ვალდებულია სწორად და სრულად მიუთითოს პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაცია;
- მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას მისი ანგარიშის მონაცემები (მომხმარებლის სახელი, პაროლი) და არ გააზიაროს ისინი მესამე პირთან;
- რეგისტრაციის პროცესში დახმარებასთან დაკავშირებით მომხმარებელს შეუძლია მიმართოს შპს “ლიდერ-ბეთ სლოტის“ დისტანციური მომსახურების სამსახურს.
ავტორიზაცია
- შპს “ლიდერ-ბეთ სლოტი“ მომხმარებელს სთავაზობთ SMS ავტორიზაციას დამატებითი უსაფრთხოებისთვის. ვებ გვერდის მომხმარებელს მისი პირადი პროფილიდან “უსაფრთხო პარამეტრების“ გვერდზე აქვს შესაძლებლობა გააქტიუროს ორმაგი დაცვის, ორბიჯიანი ავტორიზაციის რეჟიმი. ორმაგი დაცვა გულისხმობს ავტორიზაციის დროს სახელისა და პაროლის მითითების შემდეგ ერთჯერადი მოკლევადიანი კოდის შეყვანას, რომელიც მომხმარებელს კომპანიისგან გაეგზავნება ანგარიშზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე;
- ავტორიზაციის პროცესში, თუ მომხმარებელი არასწორად შეიყვანს პაროლს, სისტემა გამოუტანს შეტყობინების ფანჯარას დამცავი კოდით დამატებითი უსაფრთხოების მიზნით. პაროლის 3– ჯერ არასწორად გამოყენების მცდელობის შემდეგ მომხმარებლის ანგარიში დაიბლოკება.
მომხმარებლის სახელის და პაროლის აღდგენა
- თუ მომხმარებელს დაავიწყდა პაროლი ან უნიკალური სახელი (Username) მას შეუძლია გამოიყენოს პაროლის ან მომხმარებლის უნიკალური სახელის აღდგენის ფუნქცია;
- მომხმარებლის უნიკალური სახელის (Username) აღსადგენად, მომხმარებელმა ვებ გვერდზე უნდა მიუთითოს თავისი პირადი ნომერი, ანგარიშზე მითითებული მობილურის ნომერი და დამცავი კოდი. ამის შემდეგ სისტემა მოსთხოვს ერთჯერადი დროებითი კოდის შეყვანას, რომელიც მომხმარებელს გაეგზავნება ანგარიშზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ მომხმარებელს ეცნობება მისი უნიკალური სახელი, ვებ გვერდზე გამოტანილი შეტყობინების სახით;
- პაროლის აღსადგენად, მომხმარებელმა ვებ გვერდზე უნდა მიუთითოს თავისი მომხმარებლის სახელი, პირადი ნომერი, ანგარიშზე მითითებული მობილურის ნომერი და დამცავი კოდი. ამის შემდეგ, სისტემა მოსთხოვს ერთჯერადი დროებითი კოდის შეყვანას, რომელიც გაიგზავნება მომხმარებლის ანგარიშზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. კოდის შეყვანისა და პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელს მიეცემა ვებგვერდზე ახალი პაროლის შექმნის შესაძლებლობა.
მომხმარებლის პროფილი
მომხმარებლის პროფილიდან შესაძლებელია:
- ბალანსის მართვა, თანხის შეტანა, გატანა ან სეიფში გადატანა. ტრანზაქციები ექვემდებარება საიტის წესებში განსაზღვრულ პირობებს;
- ტელეფონის ნომრის ან პაროლის ცვლილება. ცვლილების განხორციელების დროს სისტემა მომხმარებელს მოსთხოვს ერთჯერადი დროებითი კოდის შეყვანას, რომელიც გაიგზავნება სისტემის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე;
- მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღების ჩართვა/გამორთვა. ეს მოიცავს SMS-ით მიღებულ შეტყობინებებს აქციებსა და ბონუსებზე, ან სხვა სიახლეებზე;
- ანგარიშის შეჩერება/დაბლოკვა. ანგარიშის დაბლოკვის ფუნქციონალი განთავსებულია პროფილში, პერსონალური ინფორმაციის გვერდზე;
- ფინანსური ოპერაციების ისტორია ნახვა, რაც მოიცავს თანხის შემოტანებს, გატანებს, ფსონების განთავსებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს. მომხმარებელს შეუძლია მოთხოვნის საფუძველზე მიიღოს ამონაწერი თავისი სათამაშო ანგარიშიდან, რომელიც მოიცავს ინფორმაციას შეტანილი, გატანილი, მოგებული და წაგებული თანხების, ასევე დარიცხული ბონუსების ოდენობის შესახებ. ამონაწერის მისაღებად, მომხმარებელმა უნდა მიმართოს კომპანიის დისტანციური მომსახურების სამსახურს წერილობით.
- ვებ გვერდზე ავტორიზაციის ისტორიის ნახვა, რომელიც განთავსებულია შემოსვლების ისტორიის გვერდზე. რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ნახოს ინფორმაცია თავისი ანგარიშის გამოყენების შესახებ, განახორციელოს მონიტორინგი ანგარიშის გამოყენების სიხშირის და ლეგიტიმურობის მიზნით. ისტორიაში მითითებულია შემოსვლის ზუსტი თარიღი, დრო და IP მისამართი.
მომხმარებლის პროფილში მითითებული მონაცემები დაცულია საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. ინფორმაცია არ გადაეცემა მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
უმოქმედო ანგარიშები
- კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ანგარიში მიიჩნევა უმოქმედოდ, თუ მოთამაშეს არ უსარგებლია ამ ანგარიშით უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. უმოქმედო ანგარიშები იხურება კომპანიის მიერ;
- უმოქმედო ანგარიშზე განთავსებული თანხები ითვლება მიტოვებულად ანგარიშის უმოქმედოდ მიჩნევის მომენტიდან და მომხმარებელი კარგავს მიტოვებული თანხის განკარგვის უფლებას;
- თანხების მიტოვებულად ჩათვლამდე მინიმუმ 60 დღით ადრე, კომპანია იღებს შესაბამის ზომებს მოთამაშესთან კომუნიკაციის დასამყარებლად;
- თუ მოთამაშესთან დაკავშირება არ მოხერხდა ან უარი განაცხადა თანხის განაღდებაზე, ასეთ თანხას კომპანია განათავსებს სპეციალურ ანგარიშზე.
სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა
დეპოზიტის შევსება და/ან მოთამაშის სათამაშო ანგარიშიდან თანხის განაღდება ხდება მომენტალურად უნაღდო ანგარიშსწორებით, პარტნიორი ბანკების მეშვეობით, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით მოგების გატანა შესაძლებელია ,,ოლ ფეი ვეი''-ის (Leaderpay) და “ლიდერ-ბეთის“ სალაროებში. დეპოზიტის შევსება შესაძლებელია ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან.
დეპოზიტის შევსებისას და/ან თანხის განაღდების დროს მომხმარებლის ანგარიში უნდა იყოს აქტიური და ვერიფიცირებული. ანგარიშზე არსებული თანხა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია მომენტალურად განაღდებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც წესების დარღვევის გამო ან სხვა მიზეზით შეჩერებულია ანგარიშიდან თანხის გატანის შესაძლებლობა.
უნაღდო ანგარიშსწორებისას მოთამაშე ირჩევს მისთვის სასურველ პარტნიორ გადარიცხვის ოპერატორს და საკუთარი დეპოზიტიდან ახდენს თანხის გადარიცხვას პირად საბანკო ანგარიშზე ან პლასტიკურ ბარათზე. თანხის გატანის ლიმიტი განსაზღვრულია გატანის ოპერატორის შესაბამისად და დეტალურად მითითებულია მოთამაშის პროფილში თანხის გატანის გვერდზე. სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად, თანხის გატანის საკომისიო შეადგენს 6%. 5% - სახელმწიფო გადასახადი, 1% - მომსახურების საკომისიო.
ანგარიშის დახურვა
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დახუროს მისი ანგარიში. ამისთვის მან უნდა მიმართოს საიტის დისტანციური მომსახურების სამსახურს. ანგარიშის დახურვამდე მომხმარებელმა უნდა გაანაღდოს საკუთარ სათამაშო ანგარიშზე არსებული თანხა. დახურვის შემთხვევაში მომხმარებელი კარგავს წვდომას თავისი ანგარიშის ყველა ფუნქციაზე და მონაცემზე.
ანგარიშის შეჩერება/დაბლოკვა
მოთამაშის ანგარიშის შეჩერება/დაბლოკვა შესაძლებელია მოთამაშის მოთხოვნით ან კომპანიის მიერ.
- მოთამაშის მოთხოვნით ანგარიშის შეჩერება შესაძლებელია ვებ-გვერდიდან, პირად კაბინეტში შეჩერება/დაბლოკვის ღილაკის არჩევით. ანგარიშის შეჩერება შესაძლებელია სხვადასხვა ვადით - 1 დღე, 2 დღე, 3 დღე ან უვადოდ (უვადოდ დაბლოკვის შემთხვევაში მოთამაშემ უნდა მიმართოს დისტანციური მომსახურების სამსახურს). ვადიანი დაბლოკილი ანგარიში გააქტიურდება დაბლოკვის ვადის გასვლის შემდეგ;
- კომპანიის მიერ მოთამაშის ანგარიშის შეჩერება/დაბლოკვა ხდება შემდეგ შემთხვევებში: უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, ანგარიშზე უკანონო აქტივობის დაფიქსირების შემთხვევაში ან თუ მომხმარებლისთვის აკრძალულია აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
თუ სათამაშო ანგარიში შექმნილია იმ პირის მიერ, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, კომპანია დაბლოკავს ანგარიშს და შეატყობინებს მოთამაშეს დაბლოკვის შესახებ ელფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და ანგარიშზე შესვლისას შესაბამისი შეტყობინების მეშვეობით. ანგარიშის დაბლოკვის შემთხვევაში მოთამაშეს არ მიეცემა ფსონის განთავსებისა და ანგარიშზე თანხის შეტანის შესაძლებლობა. სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხები მიიჩნევა მიტოვებულად თუ მოთამაშის მიერ სათამაშო ანგარიშზე არსებული თანხის გატანა არ განხორციელდება დაბლოკვიდან 90 დღის განმავლობაში. თანხის გატანა დაუშვებელია იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ვერიფიცირებული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მიტოვებული თანხა კომპანიის მიერ გადაირიცხება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე, კანონმდებლობით მოთხოვნების შესაბამისად.
შეჩერებულ/დაბლოკილ ანგარიშს შეიძლება დაუბრუნდეს აქტიური სტატუსი, როდესაც:
- შეჩერების/დაბლოკვის პერიოდი გავიდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- უფლებამოსილმა ორგანომ გასცა შესაბამისი თანხმობა ანგარიშის აქტივაციის შესახებ;
- მოთამაშემ სრულად შეასრულა გამოსასწორებელი ქმედებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- აღმოფხვრილია გარემოება, რომლის საფუძველზეც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირს ეკრძალებოდა აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა.
ანგარიშის შეჩერების შემთხვევაში, მოთამაშეს არ მიეცემა ფსონის განთავსების საშუალება. ხოლო დაბლოკვის შემთხვევაში - ფსონის განთავსების, ანგარიშზე თანხის შეტანისა და თანხის გატანის საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა თუ ანგარიშის დაბლოკვის საფუძველია მოთამაშისთვის აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის აკრძალვა.
თამაშის პროცესში მოთამაშის მხრიდან ინტერნეტკავშირის წყვეტის შემთხვევაში, წყვეტამდე მიღებული ფსონები რჩება ძალაში.
გაუმართაობა აუქმებს ყველა გადახდას“/“MalfunctionVoidsAllPays.