3 კარტა ბურა:
- თავდაპირველად შემთხვევითბის პრინციპით შერჩეული მოთამაშე ირჩევს წითელი ან შავი ფერის კარტს. კარტის გამოცნობის შემთხვევაში დაიწყებს თამაშს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწინააღმდეგე იწყებს თამაშს. ხოლო თუ შერჩეული მოთამაშე წინასწარ განსაზღვრულ დროში არ აირჩევს კარტის ფერს, სისტემა შემთხვევითი რიცხვების გენერაციით გამოავლენს მოთამაშეს, რომელიც დაიწყებს თამაშს. თითეული მოთამაშე იღებს სამ კარტს, რომლებიც ურიგდებათ მოთამაშეებს თითო-თითოდ. დარიგების მერე იხსნება კარტი, რომელიც განსაზღვრავს კოზირს.
- ერთი მასტის (ფერის) კარტების კომბინაციას ქვია «მალიუდკა» სამი კოზირის კომბინაციას კი - «ბურა».
- მაგიდის შექმნის დროს მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს სურს თუ არა სამეფო ბურის თამაში. სურვილის შემთხვევაში ასეთ თამაშში 3 ტუზის კომბინაცია, რომელთაგან ერთი არის კოზირის ტუზი იგებს მთლიან პარტიას.
ყველაზე ხშირი, თამაშის მსვლელობის დროს, დაკანონებული დამატებითი პირობები:
- სვლა კეთდება ერთი კარტით, (პარტნიორმაც უნდა დადოს ერთი კარტი), ან ერთი «მასტის» ორი კარტით ან ერთი «მასტის» სამი კარტით. (კარტის ჩამოგდება «მასტის» მიხედვით არ არის აუცილებელი). თუ კარტი გაჭრილია პარტნიორის კარტის მიერ, მაშინ «ვზიატკას» (ქულას) იღებს პარტნიორი, მაგრამ თუ ერთი კარტი მაინც დარჩა გაუჭრელი, «ვზიატკას» (ქულას) იღებს კარტის ჩამომსვლელი.
- ვინც პირველი დააგროვებს 31 ქულას ის იგებს ხელს. თავის გამოცხადება მოგებულად მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა მისი სვლა არის. თუ მოთამაშე თავს გამოაცხადებს მოგებულად და მას არ აღმოაჩნდება 31 ქულა იგი ითვლება წაგებულად. იმ შემთხვევაში როცა მოთამაშეს აღმოაჩნდება «ბურა» იგი ხელს იგებს შეგროვილი ქულების რაოდენობისაგან დამოუკიდებლად.
- თუ პარტნიორმა ვერ შეძლო თქვენს მიერ ჩამოსული კარტის გაჭრა, მას უფლება აქვს კარტები დაფარულად გაგატანოთ. თქვენ არ გაქვთ მათი ნახვის უფლება და არც შეგიძლიათ, სანამ თამაშის შეწყვეტას არ გამოაცხადებთ. (რაც ჩვეულებრივ ხდება სიტყვის «ვარ» -ს გამოცხადების მერე).
- თუ მოთამაშე გამოაცხადებს, რომ თამაში დამთავრდა და მას არ აღმოაჩნდა 31 ქულა - იგი ითვლება წაგებულად.
- თამაშში მონაწილეობას იღებს მხოლოდ შემდეგი ''მასტის'' (დასახელების) ბანქოს ოთხივე ფერი (გული, აგური, ყვავი, ჯვარი). თითოეულ მათგანს გააჩნია შესაბამისი ფიქსირებული ქულა: “ტუზი” – 11 ქულა, “ათიანი” – 10 ქულა, “მეფე” - 4 ქულა, “დამა” - 3 ქულა, “ვალეტი” - 2 ქულა.
- თუ მოთამაშეს მოუვიდა სამი ერთნაირი ფერის კომბინაცია, (მალიუდკა) იმ დროს როდესაც თამაშის სახეობად არჩეული აქვს წესი „მალიუტკა რიგით“, მაშინ როდესაც მისი სვლა არ არის, იგი თამაშს აგრძლებეს ჩვეულებრივად, რადგან მას არ აქვს სამივე კარტის ჩასვლის უფლება - რიგის გარეშე. ეს წესი არ მოქმედეს მაშინ როდესაც მოთამაშეს მოუვიდა სამი ერთნაირი ფერის კომბინაცია, (მალიუდკა) იმ დროს როდესაც თამაშის სახეობად არჩეული აქვს წესი „მალიუდკა ურიგოთ“, ასევე მაშინ როცა მოთამაშეს მოუვა სამი კოზირის ფერი (ბურა). თუ ორივე მოთამაშეს აღმოაჩნდა «მალიუდკა», სვლის უპირატესობა მისია ვისი სვლაც იყო.
- თამაშში ქულების მომატება: დავი -2 ქულა, სე - 3 ქულა, ჩარი - 4 ქულა, ფანჯი - 5 ქულა, შაში - 6 ქულა.
- ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ყველა დადებული ფსონი უქმდება და უბრუნდება მოთამაშეს.
თამაშის ხანგრძლივობა
თამაშის ხანგრძლივობა განისაზღვრება წინასწარ არჩეული ანგარიშით. ჩვენ მოთამაშეს ვაძლევთ არჩევანის საშუალებას, რომელიც მან უნდა გააკეთოს მაგიდის გახსნამდე, თუ სადამდე სურს მას თამაში. 1 ქულამდე, 3 ქულამდე, 5 ქულამდე, 7 ქულამდე, 9 ქულამდე თუ 11 ქულამდე.
- მოთამაშეებს თამაშის პროცესში, სვლის გასაკეთებლად აქვთ 1 წუთი და 30 წამი. 30 წამი ყოველ სვლაზე და 1 წუთი რომელიც დამატებით გადანაწილდება ყველა იმ სვლაზე რომელზეც მოთამაშეს არ ეყოფა მოცემული 30 წამი. თუ მოთამაშეს არჩეული აქვს თამაშის სწრაფი ტემპი 30 წამიანი თაიმბანკი იცვლება 15 წამით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთამაშე აღნიშნულ დროში არ განახორციელებს სვლას, იგი ჩაითვლება წაგებულად და წინასწარ დათქმული თანხა დაერიცხება მეორე მოთამაშეს.
- თამაშის დაწყებამდე მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს თამაშის სახეობა - „ჩვეულებრივი“ ან „პარტიის დავი“ (დავი, სე, ჩარი, ფანჯი ან შაში). „პარტიის დავის“ არჩევის შემთხვევაში მოთამაშეს შეუძლია თამაშის მსვლელობისას მოწინააღმდეგეს გადავება შესთავაზოს და სათამაშო ფსონი გაზარდოს.
- მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთს თანმიმდევრობით შესთავაზონ “დავი“, „სე“, „ჩარი“, „ფანჯი“ და „შაში“. ამასთანავე, თუ მოთამაშე უარს იტყვის „პარტიის დავზე“ იგი წააგებს მთელ პარტიას და არა მხოლოდ ხელს.
კროუფორდის წესი:
როდესაც რომელიმე მოთამაშეს გამარჯვებამდე დარჩება 1 ქულა, შემდეგი ხელი ტარდება დავის გარეშე. კროუფორდის წესი მოქმედებს 3 კარტა ბურას ყველა მაგიდაზე.
ინფორმაცია ფსონებზე:
- მაგიდის შესაქმენელად მინიმალური ფსონი არის - 0.50 ლარი და მაქსიმალური - 500 ლარი. მაქსიმალური მოგება არის 3000 ლარი;
- მაგიდაზე ფიქსირებული საკომისიო - დადებული ფსონის 5 %-ია.