სარჩევი
ზოგადი წესები
დავები და საჩივრები
ინფორმაცია დადებული ფსონის შესახებ ინახება მოგებული თანხის გაცემამდე. სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიის კომპიუტერულ ქსელში დაფიქსირებულ ჩანაწერს.
საჩივარი განსახილველად მიიღება ვარიანტში შეტანილი ღონისძიებებიდან ყველაზე გვიან ჩატარებულის თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საჩივრები არ მიიღება,
იმ შემთხვევებში, რომელთა წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია და წინამდებარე წესებში აღწერილი არ არის, მოთამაშე ვალდებულია დაეთანხმოს კომპანიის დირექციის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი ვალდებულებებისგან.
კომპანია ვალდებულებას იღებს კონფიდენციალურად შეინახოს ყველა ინფორმაცია მოთამაშეებზე და ფსონებზე. ინტერნეტ ტოტალიზატორის ვებ – გვერდის მისამართი : www.lider-bet.com.
წინამდებარე შეთანხმება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე და ის სავალდებულოა კოპანიის ყველა მოთამაშისათვის. დასკვნითი დებულებები
შპს ,,ლიდერ-ბეთ სლოტი“-ს სერვერზე არსებულ თამაშობებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია ინახება 30 კალენდარული დღის განმავლობაში და სადაო საკითხების წარმოშობის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის ელექტორნულ ბაზაში დაცულ და შენახულ მონაცემებს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი პრეტენზიები არ განიხლიება.
წინამდებარე წესები ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე და ბათილად ითვლება ყველა მანამდე არსებული წესი. წინამდებარე წესები ძალაშია მისი გამოქვეყნებისათანავე და სავალდებულოა ინტერნეტ–ტოტალიზატორის ვებ– გვერდზე მოთამაშე ყველა მომხმარებლისათვის.
ინტერნეტ–ტოტალიზატორის ადმინსიტრაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უფლებამოსილია შეიტანოს ნებისმიერი სახის ცვლილება–დამატება. ამასთან ადმინისტრაციის მიერ მისი საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნება დაუყონებლივ.
წინამდებარე წესებით გაუთვალისწინებელი დავის წარმოქმნის შემთხვევაში მოთამაშე ვალდებულია დაეთანხმოს ინტერნეტ– ტოტალიზატორის ადმინისრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამასთან უფლებამოსილია გაასაჩივროს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში.
ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი ვალდებულებებისაგან.
ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზის წარმოქმნის შემთხვევაში, ფსონი ან/და შედეგი გაუქმებულად ჩაითვლება ან/და დადებული ფსონები დაუბრუნდება მომხმარებელს დეპოზიტზე.
ტოტალიზატორში არ დაიშვება, ფსონი არ მიიღება და არც მოგება გაიცემა 25 წლამდე ასაკის პირებზე.
კომპანია ვალდებულებას იღებს კონფიდენციალურად შეინახოს ყველა ინფორმაცია მოთამაშეებზე და ფსონებზე. თუ ფსონების თანაფარდობისას, ტოტალიზატორის შესაძლო წაგება აღემატება 10.000 ლარს, ტოტალიზატორი დროებით წყვეტს ფსონების მიღებას.
შპს“ლიდერ-ბეთ სლოტი“-ის დირექტორი ა. შუბითიძე