სარჩევი
სპორტი
ავტორბოლა - სპორტის სახეობა, სადაც შეჯიბრი ხდება ავტომობილების საშუალებით, უკეთესი შედეგის მისაღებად.
ფსონები მიიღება როგორც უშუალოდ რბოლაზე, ასევე კვალიფიკაციასა და პრაქტიკაზე.
საბოლოო შედეგად ჩაითვლება რბოლის დასასრულს გამოქვეყნებული პროტოკოლი. შემდგომი ცვლილებები და სანქციები მხედველობაში არ მიიღება.
გამოსაცნობია, რომელი პილოტი აჩვენებს წრეზე ყველაზე მცირე დროს.
გამოსაცნობია, ვინ გახდება რბოლის გამარჯვებული. გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელიც რბოლის დასასრულს, საბოლოო პროტოკოლის მიხედვით დაიკავებს პირველ ადგილს.
ფსონი ორი მრბოლელის შესადარებლად. გამარჯვებულია ის, ვინც დაიკავებს უფრო მოწინავე პოზიციას.
გამოსაცნობია, კონკრეტული მრბოლელი დაიკავებს თუ არა პირველ, მეორე ან მესამე ადგილს.
გამოსაცნობია, კონკრეტული მრბოლელი დაიკავებს თუ არა პირველიდან მეექვსეს ჩათვლით რომელიმე ადგილს.
თუ რბოლა გადაიდო და არ ჩატარდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ფსონები გაუქმდება ყველა პოზიციაზე.