Get Adobe Flash player
მიმდინარე ჯეკპოტი
            DURAKA
            ითამაშეთ
            განმარტება

            ჯეკპოტი თამაშდება სრული შემთხვევითობის პრინციპით პროგრამის მიერ შერჩეულ შემთხვევით დროს, ანუ ჯეკპოტის გათამაშება არ არის დამოკიდებული მოთამაშის კონკრეტულ ქცევაზე.

            ჯეკპოტში გათამაშებული თანხა გადანაწილდება მომხმარებლის სტატუსისა და ნათამაშები ხელების მიხედვით, ყველა იმ მოთამაშეზე, რომელიც თამაშობს გათამაშების დადგომისას.

            მომხმარებელთა აქტივობიდან გამომდინარე ჯეკპოტის საპრიზო ფონდიდან გამოანგარიშებული იქნება X კოეფიციენტი, რომელიც გამრავლდება მომხმარებლის სტატუსის და აქტივობის კოეფიციენტზე.

            რეიკბექი
            games_bura_bet_rake
            14
            წესები

            თამაშის არსი

            თამაშში მონაწილეობს 2 მოთამაშე და გამოიყენება 36 კარტიანი დასტა. თითო მოთამაშეს ურიგდება 6 კარტი შემთხვევითობის პრინციპით. შემთხვევითი კარტი იხსნება და დგინდება კოზირი მოცემული თამაშისთვის, ხოლო დარჩენილი დასტა იდება ამ კარტაზე ისე, რომ კოზირი იყოს ყველასთვის თვალსაჩინო. თამაშის მიზანია მოიცილოთ ყველა კარტი. ბოლო მოთამაშე, რომელიც ვერ მოიცილებს ყველა კარტს, დამარცხდება .

            ფრე

            თამაშში ასევე შესაძლებელია ფრე - როდესაც მოთამაშე სვლის გაკეთებისას ჩამოდის ბოლო კარტებს, ხოლო ოპონენტი ჭრის კარტებს მის ხელთ დარჩენილი ბოლო კარტებით, და ამ დროს დასტაში კარტები აღარ არის დარჩენილი, ანუ თამაშის ბოლოს არც ერთ მოთამაშეს არ რჩება კარტი. ესეთ შემთხვევაში მომხმარებლებს უბრუნდებათ დაფსონილი თანხა.

            წესები

            პირველი დარიგების დროს და ასევე ფრეს შემდეგ ის მოთამაშე აკეთებს პირველ სვლას, რომელსაც ყველაზე დაბალი კოზირი ჰყავს. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთ მოთამაშეს არ აღმოაჩნდება კოზირი, მაშინ პირველ სვლას აკეთებს მაგიდის შემქმნელი. მომდევნო დარიგებების დროს პირველ სვლას აკეთებს წინამორბედი რაუნდის გამარჯვებული მოთამაშე.

            ერთნაირი მასტის კარტები ჭრიან ერთმანეთს კარტების სიდიდის მიხედვით.

            კარტების აღმატებულობა 36 კარტიან დასტაში: 6, 7, 8, 9, 10, ვალეტი (J) , დამა (Q), კაროლი (K), ტუზი (A).

            „დურაკას“ თამაშში მასტების აღმატებულობა არ არის განსაზღვრული. კოზირის მასტის კარტი ჭრის ყველა სხვა მასტის კარტს. გაჭრილი კარტები გადის თამაშიდან.

            კარტი ახლიდან არ რიგდება მაშინაც კი, თუ ერთ-ერთ მოთამაშეს დარიგების შემდეგ აღმოაჩნდება 5 ერთი მასტის კარტი.

            შესაძლებელია ერთი ღირებულების კარტის ნებისმიერი რაოდენობით ჩამოსვლა. მოთამაშეს შეუძლია გაჭრას ან მიიღოს კარტი. იმისთვის, რომ მან შესძლოს ყველა კარტის გაჭრა, მას ხელთ უნდა ჰქონდეს იმავე მასტის უფრო მაღალი კარტი ან კოზირი, თუ ჩამოსული კარტი კოზირი არ არის. თუ ჩამოსული კარტი კოზირია, მაშინ მისი გაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი კოზირით.

            მოთამაშეს, რომელიც აკეთებს სვლას, აქვს უფლება ჩამოვიდეს იმ კარტებს, რომლებიც ღირებულების მიხედვით ემთხვევა ნებისმიერ კარტს მაგიდაზე, ეს ეხება როგორც ჩამოსულ, ასევე გაჭრილ კარტებს.

            თუ მოთამაშეს არ შეუძლია ან არ უნდა გაჭრას ერთი კარტი მაინც, მაშინ ის იძულებულია მიიღოს ყველა კარტი. ასევე შესაძლებელია დამატებითი კარტების ჩამოსვლა, როდესაც მოთამაშემ გადაწყვიტა შეწყვიტოს კარტების გაჭრა და მიიღოს ჩამოსული კარტები - ამას ჰქვია „მიღება“. თუმცა, არ შეიძლება იმაზე მეტი რაოდენობის კარტის „მიღება“, რაც დარჩენილი აქვს მოთამაშეს - ე.ი. თუ მოთამაშეს დარჩენილი აქვს 3 კარტი, მასთან ჩავიდნენ 1 კარტს და მან გადაწყვიტა ამ კარტის მიღება, მაშინ მას შესაძლებელია ოპონენტმა გაატანოს კიდევ 2 კარტი. მოთამაშე, რომელიც აკეთებს სვლას, „მიაღებინებს“ ოპონენტს კარტებს.

            კარტების გაჭრის მაქსიმალური რაოდენობა - 6, მაშინაც კი, თუ მოთამაშეს ხელთ მეტი კარტი აქვს, ე.ი. გასაჭრელად კარტების აუცილებელი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ექვსს.

            თუ მოთამაშემ გაჭრა ყველა კარტი, მაშინ ამ ხელში ყველა მონაწილე კარტი ლაგდება ცალკე დასტად ამობრუნებულ მდგომარეობაში - ეს არის ყველა ის გაჭრილი კარტი, რომლებიც აღარ მონაწილეობენ თამაშში და რომლის ამობრუნება და ნახვა არ შეიძლება. სანამ ჩამოსული კარტი არ გაიჭრება ან მოთამაშე არ მიიღებს მათ, დასტიდან ახალი კარტების აღება არ შეიძლება.

            კარტის გათამაშების შემდეგ მოთამაშეები რიგ-რიგობით იღებენ დასტაში დარჩენილ კარტებს, თითო მოთამაშე - 6 კარტს, თუ რა თქმა უნდა, მათ ხელთ 6-ზე ნაკლები კარტი აქვთ. პირველი კარტს იმატებს ის მოთამაშე, რომელიც აკეთებდა სვლას. ის მოთამაშე, რომელმაც გაჭრა ჩამოსული კარტები, დასტიდან იმატებს კარტებს ბოლო იმ შემთხვევაში, თუ დასტაში დარჩა კარტები.

            დასტაში კარტების დაცლისთანავე თამაში გრძელდება ხელთ დარჩენილი კარტებით იგივე წესების მიხედვით მანამდე, სანამ ერთ-ერთი მოთამაშე არ მოიცილებს მის ხელთ არსებულ ყველა კარტს. ხელში კარტებით დარჩენილი მოთამაშე ითვლება წაგებულად .